x
image
ვიზა კოხაძე
ფეხბურთის ლეგენდა მესუთ იოზილს ქორწილში მეჯვარედ თურქეთის პრეზიდენტი ჰყავდა მოწვეული ( + ფოტოები )

imageთურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაი ერდოღანი ცნობილი ფეხბურთელის მესუთ იოზილის ქორწილში მეჯვარის სტატუსით იმყოფებოდა მეუღლესთან ემინესთან ერთად.საზეიმო ცერემონია სტამბულში, ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ერთ - ერთ უმდიდრეს სასტუმროში "Four Seasons Bosphorus" გაიმართა. მას თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი ერდოღანი მეუღლესთან ერთად დაესწრო. გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრი და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი, რომელსაც ნახევრად თურქული ფესვები აქვს, დიდი ხნის შეყვარებულზე ამინე გალსზე ანუ ყოფილ "მის თურქეთზე" დაქორწინდა.წყვილს ამ უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტმა მისალოცი სიტყვითაც მიმართა და ურჩია, რომ მინიმუმ ოთხი შვილი გააჩინონ.imageimageimageimageროგორც წყარო წერს, თურქეთის პრეზიდენტისთვის ასეთი სტუმრობები საქორწინო ცერემონიაზე პირველი არ არის და ის ამას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.30 წლის იოზილი, რომელსაც ნახევრად თურქული სისხლი აქვს, ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა კამათის მიზეზი, როცა მისი და ერდოღანის ფოტო სოციალურ ქსელში განათავსეს და ფეხბურთელს მაშინ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ლოიალური პოლიტიკა დაუწუნეს.imageimageimageრას წერს ბრიტანული პრესა რეჯეფ ტაიფ ერდოღანზე: ის თურქეთის მე - 12 პრეზიდენტია, სადაც მეორე ვადითაა არჩეული 2014 წლიდან.ადრე პრემიერ - მინისტრი იყო 2003 - 2014 წლებში, როცა მან საკუთარი პარტია დააარსა.ის ფეხბურთს თანმაშობდა ადრე სანამ სტამბოლის მერად აირჩევდნენ 1994 წელს, მაგრამ როგორც რელიგიური შუღლის გამღვივებელი, სკანდალში გაეხვა და 4 თვით ციხეშიც იმყოფებოდა.დღეს თურქეთის პრეზიდენტს ავტოკრატიზმში დებენ ბრალს - წერს dailymail. imageრაც შეეხება თავად ფეხბურთელს, გერმანიაში ჩატარებული 92 მატჩისთვის და 2014 წლის წარუმატებლობისთვის, მესუთ იოზილი გერმანიის საფეხბურთო სამყაროს ჩინოვნიკებმა აიძულეს დაეტოვებინა ნაკრები რასიზმში დადანაშაულებით.იოზილმა ჯერ კიდევ მარტის თვეში განაცხადა, რომ მან თხოვა ერდოღანს მისი მეჯვარე ყოფილიყო ქორწილში.ფეხბურთელი თავის საყვარელ ქალს პირველად შეხვდა 2017 წელს და 2018 წლის ივნისში მათი ნიშნობის ცერემონია გაიმართა.ფიასკოს შემდეგ ფეხბურთელმა გულისტკენით განაცხადა: – " როცა წავაგებთ, ემიგრანტი ვარ და თუ ვიგებთ, მაშინ ვხდები გერმანელი".imageimage


0
266
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0