x
"სპეციალურად ხმა არ ამომიღია ამ ქალთა შევიწროვების თემაზე იმიტომ, რომ ..." რას წერს გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა ფეისბუქის თავის გვერდზე

image" სპეციალურად ხმა არ ამომიღია ამ ქალთა შევიწროვების თემაზე იმიტომ, რომ... აი რატომ:
* კაცები ტაქსში რომ ვსხდებით, საერთოდ არ ვფიქრობთ იმაზე რომ მძღოლი ფეხზე ხელს მოგვიფათურებს.
* ღამე ქუჩაში მარტო რომ მივსეირნობთ არაფხიზლები, აზრადაც არ გაგვიელვებს რომ ვიღაცა შეიძლება აგვეკიდოს და სადარბაზოში შემოგვყვეს.
* კარადას როცა ვაღებთ არ ვფიქრობთ რომელიმე ტანსაცმელი ზედმეტად პროვოკაციული ხომ არ იქნება იმ გარემოსთვის, სადაც წასვლას ვაპირებთ.
* უცნობ ადამიანთან კომუნიკაციას რომ ვამყარებთ, არ გვეშინია "ზედმეტად გათამამების", რომ რამე არასწორად არ იფიქროს და სექსუალურ თამაშად არ აღიქვას.
და სხვა და სხვა და სხვა.
ესაა ჩვენი ყოველდღიურობა. ესაა მათი ყოველდღიურობა. სრულიად ჩვეულებრივ დღეს, როცა ჩვენ ჩვენს ჩვეულებრივ ცხოვრებას მივუყვებით და ისინი - თავისას, ჩვენგან განსხვავებით ამ უსარგებლო რაღაცეებზე უწევთ ფიქრი და სიფრთხილის გამოჩენა. ეს მათი შფოთვებისა და ისტერიულობის ბრალი კი არა, არამედ მიზეზია! გარემოს ბრალია, რომელსაც ერთად შევცვლით და გავხდით მეტად უსაფრთხოს ჩვენი დებისთვის, დედებისთვის, შეყვარებულებისთვის, შვილებისთვის!
ამიტომაც არ ამომიღია ხმა. არ მაქვს მორალური უფლება სოლიდარობის გამოხატვის გარდა არანაირი ბრძნადმეტყველებისა "- წერს გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა ფეისბუქის თავის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან სამინისტროს ცნობით, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ სექსუალური შევიწროვების ფაქტზე ერთი პირი დაჯარიმდა, რამაც დიდი განხილვა გამოიწვია საზოგადოებაში.

2
114
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
114
  
2019, 13 ივნისი, 20:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 13 ივნისი, 19:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2