ნარკოლოგია "კატასტროფის წინაშე ვდგავართ"- ნარკოლოგი შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს 2019, 7 ივნისი, 16:14
მისი თქმით, რაც დღეს ხდება ამფეტამინის მოხმარების თვალსაზრისით ყველა ზღვარს სცდება. მისივე თქმით, კატასტროფის წინაშე ვდგავართ და გამოსავალიც არ ჩანს. "რაც დღეს ხდება ამფეტამინის მოხამრების თვალსაზარისით საქრთველოში უკვე ყველა საზღვარს გადასცდა, კატასტროფის წინაშე ვდგავართ და გამოსავალიც არ ჩანს, ვინაიდან ამ ნივთიერების მომხამარებლები არ თვლიან რომ ეს არის პრობლემა. ახალი მიდგომები რაც დღეს მსოფლიოშია არც ინერგება და არც საუბრობს ამაზე არავინ. უნდა ვისაუბროთ როგორ შევამაციროთ ზიანი, რომელიც მოაქვს ამ ნივთიერებას და რას მივიღებთ შორეულ პერსპექტივაში თუნდაც 5 წლის შემდეგ. ის ფსიქოპოთალოგია რომელიც ვითარდება ამ ნივთიერების მოხმარების დროს დიდ შეშფოთებას იწვევს და განვითარებული ქცევითი და ფსიქიკური აშლილობა ძაან რთული სამართავია და ზოგჯერ საერთოდ უმართავიც . პერსპექტივაში მივიღებთ ძაან დიდ კოგორტას ადამიანების რომლებიც ორმაგი დიაგნოზების მქონე იქნებიან. დღევანდელი სისტემა მაგისთვის არ არის მზად და არც უჩანს პირი რომ მოემზადება ან რამეს იზამს. თუ ჩვენ არ გავითვალისწინეთ და არ დავნერგეთ საერთაშორისო პრაქტიკას ამ ნივთიერების ზიანის შესამცირებლად, ნამდვილად დიდ კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. მარტო მედიკალიზაცია ამ პრობლემის არაფერს მოიტანს, სჭირდება სოციალური მიდგომების განვითარება, რითი დავეხამროთ ასეთ ადამინებს, ვინც აირჩია ეს გზა."- წერს სიხარულიძე. ამფეტამინი- წარმოადგენს სინთეტურ ნივთიერებას, რომლის ქიმიური გადამუშავების შედეგად მიიღება ფერადი ფხვნილი ან აბები. ამფეტამინის ჟარგონული დასახელებები: სპიდი, ამფი, კრისტალი, კრენკი. ამფეტამინის მოხმარება: - მოწევით, მაგალითად მეთილამფეტამინისა, რომელიც ამფეტამინზე უფრო ძლიერია. - ორალური გზით: - წყალში გახსნილი აბის სახით; - ინექციით; - ზოგჯერ ინჰალაციის გზით; ამფეტამინის ზემოქმედება: კოკაინსა და ამფეტამინს მსგავსი ფიზიკური ზემოქმედება ახასიათებთ: - გუგების გაფართოვება; - სხეულის ტემპერატურის ზრდა; - მაჯისცემის მომატება და სისხლის წნევის აწევა; - ყბის მოძრაობა. კოკაინის აღმგზნები ეფექტის გამო მომხმარებელი: - გრძნობს ენერგიის მოჭარბებას; - საუბრობს ხმამაღლა და სწრაფად; - არ გრძნობს შიმშილს. ამფეტამინის ფსიქოლოგიური ზემოქმედება იწვევს: - განდიდების მანიას; - დაუფიქრებელ მოქმედებებს; - მძაფრ და არაადექვატურ ქცევას. ხშირად აღინიშნება განწყობის სწრაფი ცვალებადობა. კმაყოფილების შეგრძნება ხშირად შეიძლება შეიცვალოს აგრესიული, სასტიკი და პარანოიდული ქცევით.179 1-ს მოსწონს
|