როგორ დასაჯა "უეფამ" მატჩზე შეჭრილი შიშველი ამერიკელი მოდელი კინსი ვოლანსკი? ( + ფოტოები და ვიდეო )
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მე-18 წუთზე მოედანზე ნახევრადშიშველი გოგონა შევარდა და თამაში რამდენიმე წამით შეჩერდა.ეს 22 წლის ამერიკელი მსახიობი და მოდელი კინსი ვოლანსკი იყო, რომელსაც საცურაო კოსტუმზე Vitaly Uncensored ეწერა, რომელიც ეროტიკული ვიდეოების საიტია.ვოლანსკის მატჩამდე ინსტაგრამზე 316 ათასი გამომწერი ჰყავდა, მატჩის დასრულებისას კი - 650 ათასი გახდა, თუმცა მის ირგვლივ ხმაური კვლავ გრძელდება და 24 საათის განმავლობაში მისი ინსტაგრამი გადაიჭედა.
22 წლის ამერიკელმა მსახიობმა მადრიდში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალისას მოედანზე შევარდნით 24 საათის განმავლობაში "ინსტაგრამზე" 2.5 მილიონი ხელმომწერი შეაგროვა, ახლა კი მიუწვდომელია.ზოგი ამტკიცებს, რომ ექაუნთი დაბლოკა, ზოგი კი ამბობს, რომ გაუტეხეს.ამერიკელი გოგონა რომ ძალიან თამამია, ამაზე მისი სტატუსები მეტყველებს თვითერზე.აი რა დაწერა მოდელმა თვითერის საკუთარ გვერდზე: – "ჩემი ცხოვრების ყველაზე გიჟური 24 საათი.როდესაც ერთ ღამეში შენი ექაუნთი 2.5 მილიონით იზრდება და მას ტეხენ... უბრალოდ გაიქეცი- კინსი.გააკეთეთ ის, რაც გაშინებთ, გამოდით კომფორტის ზონიდან. მე იმ მომენტებისთვის ვცხოვრობ, რომლებიც გულისძგერას გიჩქარებს".
როგორც წყარო წერს, "ლივერპულისა" და ლონდონის "ტოტენჰემის" საღამოს არასპორტული მხარის მთავარი გმირი აშკარად არ დაკმაყოფილდა ჩადენილი საქციელით.კინსი ვოლანსკიმ კვლავ გაახარა თავისი გამომწერები "ახალი გმირობით".ვოლანსკიმ "ტვიტერზე" დამონტაჟებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც "რივერ პლეიტისა" და "ბოკას" მატჩში გამორბის, ყველას ასწრებს და გოლი გააქვს.
უეფამ მოდელი კინსი ვოლანსკი 15 000 ევროთი დააჯარიმა. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ გოგონა "ლივერპული" - "ტოტენჰემის" მატჩის დროს მოედანზე შევარდა, გაიხადა და საცურაო კოსტიუმის ამარა ნახევარი სტადიონი გაირბინა."Marca" -ს ინფორმაციით, 5000 ევროს ჯარიმა უშუალოდ მოედანზე შეჭრის გამო მიიღო, ხოლო 10 000 ევრო - ეროტიკული "იუთუბ-არხის" რეკლამირების გამო. ბრიტანული ანალიტიკური კომპანია "Apex Marketing Group" -ის მონაცემებით, აღნიშნული რეკლამა არხს 4-მილიონიან მოგებას მოუტანს.