განათლება 25 უდიდესი ფილოსოფოსი, რომელთა შესახებ ყველამ უნდა იცოდეს 2019, 13 ივნისი, 12:26 ფილოსოფიამ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო ისტორიაზე. მეცნიერებიდან დაწყებული პოლიტიკით დასრულებული, ფილოსოფოსებმა გვასწავლეს, როგორ დაგვენახა ფაქტები. შეიძლება, რამდენიმე გამოჩენილ ბერძენ ფილოსოფოსებს იცნობდეთ, თუმცა, მათი რიცხვი გაცილებით დიდია. სტატიაში წარმოგიდგენთ 25 ყველაზე დიდებულ ფილოსოფოსს, ვისაც ოდესმე უცხოვრია!
1. არისტოტელეის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსია. არისტოტელე პლატონის მოსწავლე იყო და წვლილი შეიტანა ბევრი სასწავლო სფეროს განვითარებაში, მათ შორის მეტაფიზიკის, ლოგიკის, პოეზიის, ლინგვისტიკისა და პოლიტიკის.2. იმანუელ კანტიგერმანიაში დაბადებული მეცნიერი ცნობილია აღქმადობასთან დაკავშირებული აზრებით. მას სჯეროდა, რომ ადამიანმა არ იცის და არ შეუძლია იცოდეს, რა ტიპის სამყაროში ცხოვრობს. ვიცით მხოლოდ ის, რასაც ვხედავთ. მარტივად რომ ვთქვათ, არ ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი "მატრიცა" არაა.3. პლატონიროგორც ზევით წაიკითხავდით, პლატონი არისტოტელეს მასწავლებელი იყო. ის ცნობილია, როგორც ათენის აკადემიის დამფუძნებელი. ეს დასავლეთში პირველი უმაღლესი განათლების ინსტიტუტი იყო.4. კონფუციჩინელი ფილოსოფოსის სწავლება, რომელიც ქრისტეშობამდე დაახლოებით 500 წელს ცხოვრობდა, ძირითადად ურთიერთობებსა და ოჯახის მნიშვნელობას შეეხება. მისმა აზრებმა მოგვიანებით დიდი გავლენა მოახდინა ჩინელებზე და დასაბამი დაუდო მოძრაობას, რომელიც კონფუციანელობის სახელითაა ცნობილი.5. დევიდ ჰუმიშოტლანდიელი ფილოსოფოსი საკმაოდ სკეპტიკოსი და ემპირიკოსი იყო. ის ამტკიცებდა, რომ ჩვენი რწმენები ჩვენივე აზრებიდან კი არ მოდის, არამედ გრძნობებიდან და იდეიდან, როგორი გვინდა იყოს სამყარო. ფაქტობრივად, კანტმა ბევრი აზრი დევიდ ჰუმისგან "ისესხა".6. რენე დეკარტითანამედროვე ფილოსოფიის მამად მიჩნეული დეკარტი ცნობილია ფრაზით: "მე ვფიქრობ, მაშასადამე მე ვარსებობ".7. სოკრატეუკვე გაიცანით სოკრატეს შეგირდი - პლატონი, მაგრამ თავად სოკრატეც ცნობილი ფილოსოფოსი იყო. ის ცნობილია სოკრატისეული მეთოდით, რის დროსაც უამრავი შეკითხვა ისმევა იმისთვის, რომ მსმენელი დასკვნამდე მივიდეს.8. ნიკოლო მაკიაველიიტალიური რენესანსის დროს მცხოვრები მაკიაველი პოლიტიკური ფილოსოფიითაა ცნობილი. ის საკუთარ წიგნში "პრინცი" მმართველებს უხსნის, როგორ შეუძლიათ, შეინარჩუნონ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. წიგნმა საზოგადოება შოკში ჩააგდო, რადგან ამ დრომდე ყველა ფიქრობდა, რომ მმართველები კეთილშობილები და მაღალზნეობრივები იყვნენ. მაკიაველი წერდა, რომ მმართველისთვის უკეთესია, მისი ეშინოდეთ, ვიდრე უყვარდეთ.9. ჯონ ლოკიინგლისელი ფიზიკოსი ლოკი ცნობილია აზრით, რომ მთელი ჩვენი ცოდნა ჩვენი გრძნობებიდან მოდის. მისმა იდეებმა მოგვიანებით შთააგონა ისეთი ფილოსოფოსები, როგორებიც ჰუმი და კანტი იყვნენ. ლოკი ასევე ცნობილია მარტივი წერის სტილით.10. დიოგენე სინოპელიძველი ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე სინოპელი ცნობილია იმის მტკიცებით, რომ არისტოტელემ პლატონის სწავლება დაამახინჯა. მას სჯეროდა, რომ ათენი გაირყვნა და სურდა, ძველებური ზნეობა დაეუბრუნებინა ქალაქისთვის. ფილოსოფოსი ათენის ქუჩებში დადიოდა ლამპით ხელში და ამბობდა, რომ "პატიოსან კაცს" ეძებდა.11. თომა აკვინელიბერძნული სწავლებისა და ქრისტიანული თეოლოგიის გამაერთიანებელი თომა აკვინელი ევროპის შუასაუკუნეების ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსია.12. ლაო-ძიქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში მოღვაწე ჩინელი ფილოსოფის ცნობილია დაოიზმის დაარსებით. ლაოძის იდეებმა მოგვიანებით გავლენა მოახდინა კონფუციანელობაზე, ბუდიზმზე და ჩინელების აზროვნებაზე ბევრ სფეროში.13. გოტფრიდ ლაიბნიცირენე დეკარტთან ერთად, ლაიბნიცი ცნობილ იდეალისტ მოაზროვნედ მიიჩნევა. მას სჯეროდა, რომ ადამიანის გონება არ შეიძლება შევადაროთ მანქანის მექანიზმს (ყველაზე განვითარებულსაც კი). ამის ნაცვლად, ლაიბნიცი ფიქრობდა, რომ მთელი სამყარო (მათ შორის გონებაც) შექმნილია არამატერიალური ძალისგან, რომელსაც ის მონადს ეძახდა.14. ბარუხ სპინოზასპინოზა ებრაელი ფილოსოფოსი იყო, რომელიც ამსტერდამში დაიბადა 1600-იან წლებში. ის ცნობილია ებრაულ-ქრისტიანული რწმენის სისტემის ბევრი ასპექტის ინტელექტუალიზაციის გამო. მაგალითად, ის ფიქრობდა, რომ სასწაულები ზებუნებრივი მოვლენა არ იყო. ბევრი იდეის გამო სპინოზას პრობლემები შეექმნა ხელისუფლებასთან.15. ვოლტერიგანმანათლებლობის პერიოდის ცნობილი ფილოსოფოსი ვოლტერი ყურადღებას ამახვილებდა ადამიანის ფიზიკურ და სულიერ ტკივილზე, აკრიტიკებდა ორგანიზებულ რელიგიას და ამართლებდა უფრო და უფრო მეტ ფიქრს.16. თომას ჰობსიინგლისელ ფილოსოფოს თომას ჰობსს სამოქალაქო ომის დროს მოუწია მოღვაწეობა. ამან ის მიიყვანა აზრამდე, რომ ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებას, თუ მას მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია, რადგან ომის ფასი არაფერია.17. ნეტარი ავგუსტინეაფრიკელი ფილოსოფოსი, რომელიც დღევანდელი ალჟირის ტერიტორიაზე დაიბადა, ცნობილია თავისი ნაშრომით "აღიარებანი", სადაც ის წერს, თუ როგორ გახდა ქრისტიანი.18. ალ-ღაზალისპარსეთში დაბადებული მუსლიმი ფილოსოფოსი ალ-ღაზალი ცნობილია არისტოტელეს ბევრი აზრის უარყოფით, ასევე სუფიზმის (მისტიკურ-ასტეკური მიმდინარეობა ისლამში) გავრცელებით.19. სიდჰართა გაუტამა ბუდაალბათ, ბუდა ყველაზე ცნობილი ინდოელი ფილოსოფოსია. ის ცნობილია იდეით, რომ ადამიანის ყველა ტკივილის მიზეზია მუდმივობის სურვილი სამყაროში, რომელიც სულაც არაა მუდმივი.20. შარლ ლუი დე მონტესკიეფრანგი ფილოსოფოსის, მონტესკიეს აზრებმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც აშშ-ს, ასევე სხვა ერების კონსტიტუციის ჩამოყალიბებაზე.21. ჟან-ჟაკ რუსოშვეიცარიაში დაბადებული რუსო ცნობილია იდეით, რომ ადამიანები უფრო თავისუფლები იქნებოდნენ ბუნებრივ მდგომარეობაში (ანარქიაში), ვიდრე ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ წყობაში. სინამდვილეში, რუსომ ცნობადობა მოიპოვა შეჯიბრში გამარჯვებით, სადაც ასეთი კითხვა იყო დასმული: "მეცნიერებამ და ხელოვნებამ ადამიანები უფრო მორალურები გახადა თუ პირიქით - ნაკლებად მორალურები?" მისმა პასუხმა (ნაკლებად მორალურები) ყველა გააოცა. რუსომ თქვა, რომ მეცნიერებაში წინსვლამ უფრო მეტი უთანასწორობა შექმნა ხალხში და მთავრობას მეტი ძალაუფლება ჩაუგდო ხელთ.22. ჯორჯ ბერკელიბერკელი ირანელი ფილოსოფის იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მატერიალური სამყარო არ არსებობს. მისი თქმით, ეს ყველაფერი, რასაც ადამიანები ვხედავთ, შეიძლებოდა უბრალოდ ღმერთის გონებაში შექმნილი იდეები ყოფილიყო.23. აინ რანდირუსეთში დაბადებული და შემდეგ აშშ-ში გადასული აინ რანდი მხარს უჭერდა laissez-faire კაპიტალიზმის იდეას, ანუ ეკონომიკურ მარკეტს, რომელშიც სახელმწიფო არ ერეოდა. მისმა იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე ლიბერტარიანიზსა და კონსერვატიზმზე.24. სიმონ დე ბოვუარიმართალია, საკუთარ თავს ფილოსოფოსად არ მიიჩნევდა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ სიმონ დე ბოვუარი იყო ფრანგი ავტორი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ფემინიზმისა და ეგზისტენციალიზმის ჩამოყალიბებაზე.25. სუნ ძუქრისტეშობამდე დაახლოებით 500 წელს ჩინეთში დაბადებული სუნ ძუ სამხედრო გენერალი და ფილოსოფოსი იყო, რომელიც ცნობილი გახდა წიგნით "ომის ხელოვნება". მისი იდეები დღესაც ახდენს გავლენას თანამედროვე ბიზნესზე, პოლიტიკასა და ომზე.ასევე დაგაინტერესებთ:1. 6 ქალის ისტორია, რომელთაც სახელი და დიდება მოჰპარეს 2. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - 15 გიჟური ისტორია წარსულიდან 3. არასწორი თარგმანის 6 მაგალითი, რამაც კაცობრიობა შეცდომაში შეიყვანა 2628 1-ს მოსწონს
|