x
მეტი
  • 06.10.2024
  • სტატია:137465
  • ვიდეო:351968
  • სურათი:511371
გენიოსი სახელად რაული.
image






















რაულ გონსალეს ბლანკო, (Raúl González Blanco) ესპანელი ფეხბურთელი. დაიბადა 1977 წლის 27 ივნისს მადრიდში. იგი ცნობილია როგორც თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდა. ის არის ეტალონი, ყველა ფეხბურთელისა თუ ადამიანისათვის, მან თავისი სახელი, ოქროს ასოებით შეიტანა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, მან თავი შეაყვარა მთელს მსოფლიოს თავისი გენიალურობით. ის მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში "მადრიდისტა" იყო და დღემდე თითქმის ყველა რეალის გულშემატკივარისათვის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, "ელ კაპიტანო" სწორედ ასე ეძახდნენ მას მადრიდში. რაულმა, ძალიან დიდი გზა გამოიარა, რომ იქამდე მიეღწია, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა. რაული ღარიბი ოჯახის შვილი იყო. მამამისი იყო ელექტრიკი, დედა კი მოსამსახურე. ასეთ გაჭირვებაში უწევდა რაულს ვარჯიში და ამან შედეგიც გამოიღო. თავდაპირველად, რაული ატლეტიკო მადრიდის ბავშვთა სკოლაში ვარჯიშობდა, თუმცა ის სკოლა მალევე დაიხურა თუმცა მამამ არ გადაუწურა ბიჭს იმედები და ამჯერად მადრიდის რეალის აკადემიაში მიიყვანა. სწორედ იქ დაიწყო რაულის შესანიშნავი კარიერა.

იგი შენიშნა რეალის მაშინდელმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ. ზუტად მაშინ დაიწყო რაულმა ახალი ეპოქის შექმნა მადრიდში. 1992 წელს, უკვე კასტილიის ძირითად გუნდათან ერთად ითამაშა, უმნიშვნელოვანეს მატჩში ატლეტიკოს წინააღმდეგ. ეს მატჩი რაულისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი გახლდათ. ერთი ის, რომ მისი დებიუტი იყო გუნდში და მეორე, მისი მამა ესწრებოდა ამ მატჩს. ამ შეხვედრაში კასტილიამ, ყველანაირი პრობლემების გარეშე მოიგო მატჩი ანგარიშით 5:0. აქედან ერთი რაულმა გაიტანა. სწორედ იმ დღიდან მოყოლებული, რაული ნამდვილ ლიდერად იქცა და ეს თვისება მისი ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა. ის იტანდა გასაოცარ გოლებს, აკეთებდა ყველაფერს, რაც მის გუნდს სჭირდებოდა და მასთან ერთად ანადგურებდა, ყველას და ყველაფერს ვინც კი მას გზაზე ეღობებოდა. მთელმა მსოფლიომ გაიგო რაულის შესახებ და იგი მომავალ ვარსკვლავადაც შერაცხეს.


29 ოქტომბერი, 1994 წელი, ეს იყო რაულის ბავშვობის ოცნების ახდენის დღე, მას ჰქონდა დებიუტი, მადრიდის რეალის რიგებში. იმ დროინდელი, რეალის მწვრთნელი ხორხე ვალდანო იხსენებს:მე ის ვარჯიშის დროს გვერდზე გავიყვანე და ვუთხარი:"მისმინე ბიჭო, ოღონდ გული არ წაგივიდეს, ხვალ თამაშობ!". ” როდესაც რაულს ეს სიტყვები ვუთხარი, მის თვალებში ველოდი შიშის და უსუსურობის დანახვას, მაგრამ მე რაულში ანთებული თალები და ბრძოლის ჟინი დავინახე” განაცხადა ვალდანომ. სადებიუტო მატჩში, რეალი დამარცხდა თუმცა რაულმა ძლაიან კარგი შტაბეჭდილება დატოვა.

image























თუმცა რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენის კარიერაში არის ე.წ. "ჩავარდნა", სწორედ ეს პერიოდი დაუდგა რაულს, ის ამოვარდა ფორმიდან და ვეღარ ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, როგორსაც მსიგან მიეჩვივნენ. მაშინდელი რეალის მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ბრაზობდა, რომ რაული გაძღა მილიონებით და აღარ სურდა თამაში. მან ხელფასი შეუმცირა რაულს, ანუ რაული სრულ ბანკროტში მოყვა. მწვრთნელი მუდამ აკრიტიკებდა და აღარ აძლევდა თამაშის საშუალებას. რაული გახდა აგრესიული ყველას მიმართ. მან განაცხადა: “თუ ვინმე დამიპირისპირდება მიკროფონით, მე მას დავსჯი”. ეს არც ჟურნალისტებს გამოაპარვიათ და ქედან გამომდინარე რაული უამრავ სკანდალში გაეხვა, მასზე აქვეყნებდნენ სტატიებს რომ იგი ღებულობდა ნარკოტიკებს და სვავდა. გულშემატკივრები მას სტვენით ეგებებოდნენ, ერთი სიტყვით, სიყვარული უცებ, სიძულვილმა შეცვალა.


და როდესაც რაული ესეთ მდგომარეობაში იყო, მან გაიცნო ფოტომოდელი სანსი. სწორედ ამ ადამიანს უმადლოდეთ, რომ დღეს რაული სანიმუშოა რეალში. მათ იქორწინეს და ამის შემდგომ სულ სხვა რაული ვიხილეთ.

image



















იგი თითქოს გამოცვალეს იგი და სხვა რაული გამოუშვეს როგორც მოედანზე, ისე ცხოვრების აზპარეზზეც. რაულმა დაიწყო თამაში, მეტიც მან დაიბრუნა ის დიდებული ფორმა რომელშიც იგი უახლოეს წარსულში იმყოფებოდა და დაიწყო თავბრუ დამხვევი გოლების გატანა. იგი ყველა გატანილ გოლს მეუღლეს უძღვნიდა, მისი ცნობილო "ჟესტი" რომლიტაც იგი მათი ქორწინების ბეჭედს კოცნიდა.

image

გულშემატკივარს, ისევ შემოუტრიალდა რაულზე შთაბეჭდილება და ის ისევ ყველამ შეიყვარა. ერთი სიტყვით იგი დაბრუნდა! ხელმძღვანელობამ ისევ გაუზარდა რაულს ხელფასი და
2006 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრქატი. რაული კიდევ უფრო დიდ მწვერვალებს იბყრობდა, მაშინ როცა გუნდში გადმოდიოდნენ: ფიგუ, ზიდანი, რონალდო, ბექჰემი, კარლოსი. იმ დროინდელი მადრიდის რეალი დაუვიწყარი იყო ყველასათვის.

image

















ე.წ. თეთრი ბალეტი რომელსაც რეალი გვთავაზობდა, ეს მართლაც დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა. იმ დროინდელი რეალისათვის არ იყო პრობლემა ის თუ, რამდენ გოლს გაუშვებდა იგი საკუთარ კარში, რადგან ის, იმდენს იტანდა რამდენიც სჭირდებოდა, ამ საოცრების ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ "ელ კაპიტანო" გახლდათ.


image


image



























საბოლოოდ რაულმა რეალი, 2010 წელს დატოვა. ჟოზე მოურინოს მოვლის შემდეგ. მიუხედავად უდიდესი დამსახურებისა, რეალმა ისე გაუშვა იგი გუნდიდა, თითქოს არაფერი გაუკეთებია მას რეალისათვის, გულშემატკივარი სასოწარკვეთილი იყო და ვერ იჯერებდა რომ რაული გუნდიდან წავიდა, ყველას სჯეროდა, რომ იგი კარიერას სწორედ მადრიდში დაასრულებდა, ასევე ყველა ელოდა, რომ ხელმძღვენელობის გადაწყვეტილებით რაული ძალიან განაწყენდებოდა და ამის მიზეზიც ჰქონდა, თუმცა რაულმა განაცხადა:"რაც არ უნდა მოხდეს ჩემი გული, მუდამ რეალისათვის იფეთქებს!". რაულმა რეალში 17 წელი დაჰყო და მთელი ამ დროის განმავლობაში მას არცერთი წითელი ბარათი არ დაუმსახურებია!


image
















რაული გერმანიაში გადაბარგა, კერძოდ შალკეში. ყველას ეგონა, რომ ამის შემდეგ იგი ვეღარ გააგრძელებდა თავის კარიერას ისე როგორც ადრე, მითუმეტეს უკვე ასაკში შედიოდა, თუმცა რაულმა დაამტკიცა, რომ უძლიერესი ადმაიანი და ფეხბურთელია, მისი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, იგი შედევრებს გვთავაზობდა. საბოლოოდ 2 სეზონი, საკმარისი გამოდგა, რომ რაულს შალკეს გულშემატკივრების უდიდესი სიყვარული დაემსახურებინა. მან გუნდიდნ წასვლა გადაწყვიტა და გაცილების დღეს, მთელი სტადიონი სავსე იყო, ის დღე მთლეიანად რაულს მიეძღვნა, სტადიონზე ყველა "რაულს" სკანდირებდა, ხოლო მისი ბრწყინვალე "7"-იანი კი მუზეუმში შეინახეს !

image





































ეს დღე, ძლაიან ემოციური გამოდგა რაულისათვის, მან იგრძნო ის რაც ვერ იგრძნო მადრიდში, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ, უკვე დამსახურებული ჰქონდა !



image
















































საბოლოოდ რაული "ალ სად"-ში აღმოჩნდა



image

























იგი ამჟამად არის 35 წლის და შემდეგი, 2012-2013 წლების სეზონიდან სწორედ ალ სადის ღირსებას დაიცავს !



რაულის მიღწევები:

----------------------------

5 ლა ლიგა _ 1994-1995, 1996-1997, 2000-2001, 2002-2003, 2006-2007
3 ესპანეთის სუპერ თასი _ 1997, 2001, 2003
3 ჩემპიონთა ლიგა _ 1997-1998, 1999-2000, 2001-2002
1 ევროპის სუპერ თასი _ 2002
2 კონტინენტთა შორია თასი _ 1998, 2002
2 ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი _ 1998-1999, 2000-2001
2 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი _ 1999-2000, 2000-2001
1 ვერცხლის ბურთი _ 2001
2 ბრინჯაოს ბუცი _ 1999, 2001
საუკეთესო ბომბარდირი IFFHS ვერსიით _ 1999
პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი 2007-2008
ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.


















8
227
4-ს მოსწონს
ავტორი:W.T.F
W.T.F
227
  
2012, 23 აგვისტო, 16:18
შენ წარმოიდგინე 20-ი წლის რონალდუს ფანიც მინახავს...
2012, 8 აგვისტო, 10:49
კარგი სტატიაა
2012, 8 აგვისტო, 10:49
მე კი ისეთები მიშლიან ნერვებს რონალდუ მხოლოდ იმიტომ რო ყავთ ამოჩემებული რო რაულის 7 ნომერი აცვია... რონალდუს ღვაწლს კი "რეალში" ვერ აფასებენ...
2012, 8 აგვისტო, 10:45
ეგენი უმეტესობა არიან ბავშვები რომლებმაც ახლა დაიწყეს ფეხბურთის ყურება და "იასნა" რონალდუს გულშემატკივრები იქნებიან
2012, 24 ივლისი, 19:03
და თან ისიც მინდოდა დამენახებინა თუ რა ფეხბურთელი გაუშვა ესე უაზროდ რეალმა, უფრო სწორედ მოურინიომ !
2012, 24 ივლისი, 19:01
დღესდღეობით იმდენი "რეალის ფანი" ანუ რონალდუს გამო რო რეალს ბალეშიკობენ და თავი რეალის ფანებათ მაოქვთ იმდენია ეგეთი რო საჭიროდ ჩავთვალე დამეწერა ეს სტატია რო რამე მაინც ცოდნოდათ ნამდვილ რეალზე და რეალის საუკეთესო ფეხბურთელზე მის ისტორიაში : ))) დაჟე ისეთი კომენტარებიც მინახავს რონალდუს რომ რაულს ამჯობინებენ და ამითი ვცდილობ როგორც გადავარჩინო ეგეთი ადამიანები....
2012, 24 ივლისი, 18:53
არდაგეზარა ამხელა სტატიის წერა?
2012, 24 ივლისი, 8:21
ავტორს ბრავო +1
შესანიშნავი სტატიაა
0 1 8