უცხოური პრესა სახელმწიფო ბანკეტი სასახლეში: როგორ უმასპინძლა დედოფალმა ელიზაბეტმა ამერიკის პრეზიდენტს ( + ფოტოები ) 2019, 4 ივნისი, 12:52 რა ხდებოდა შოგნით სახელმწიფო ბანკეტზე, სადაც დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბეტმა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41 - პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უმასპინძლა? დედოფალმა სადღესასწაულო ვახშამზე რამდენიმე დამაინტრიგებელი წყვილი მოიწვია, სულ სტუმრების რსაოდენობა კი 170 ადამიანს შეადგენდა.პირველი მასპინძელი ამ წვეულებაზე თავად ელისაბეტი იყო, რომელიც ყველა დეტალს თავად აკონტროლებდა. სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის მეგობრულ კავშირს ხაზი გაუსვა და დონალდ ტრამპის სადღეგრძელოც შესვა.ორი ქვეყნის მეგობრობის ისტორიაზე და ურყევ კავშირებზე ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტმაც, რომელმაც ელიზაბეტ II - ეს "დიდებული ქალბატონი" უწოდა.აქ მოწვეული იყო 16 წარმომადგენელი სამეფო ოჯახებიდან და მხოლოდ და მხოლოდ ერთი პრეზიდენტი. როგორც წყარო წერს ეს იყო იდეალური რეცეპტი სახელმწიფო ბანკეტისთვის.დედოფალმა ელიზაბეტ II - ემ უბრწყინვალესი დახვედრა მოუწყო ამერიკის პრეზიდენტს და მის გარემოცვას. ეს იყო ყველაზე მაღალი პატივი და ღირსება სახელმწიფო მრჩევლისათვის.პრეზიდენტმა ტრამპმა უხელმძღვანელა 170 სტუმარს ჰალიბუტის, ცხვრის და მარწყვის სასიამოვნო დღესასწაულზე.მთავარ მაგიდაზე მისტერ ტრამპი დედოფალ ელისაბეტსა და ჰერცოგინია კორნუოლის გარემოცვაში იმყოფებოდა. მისი ტრამპი ( მელანია ტრამპი ) კი პრინც უილიამსთან და პალატის ლორდ სპიკერთან John Bercow ერთად გამოჩნდა კამერებთან.რაც შეეხება ლონდონის მერს სადიკ ხანს ის სახელმწიფო მიღებაზე არ იმყოფებოდა, მაგრამ აქ იყო ქალაქ ლონდონის მერი სიტი პიტერი ესტლინი, რომელიც კემბრიჯის ჰერცოგინიას უმშვენებდა მხარს.მისი მეუღლე კი კემბრიჯის ჰერცოგი როგორც აღვნიშნეთ ყოფილ პრემიერ - მინისტრ ტერეზა მეის გვერდით იყო.წყაროს ინ ფორმაციით ეს არის ტერეზა მეის ბოლო დასღესასწაულო ცერემონიაზე დასწრება და დღესვე დაგეგმილია ტრამპისა და ტერეზა მეის მოლაპარაკებები.მაღალ მაგიდაზე იჯდა ასევე ბარონესა ჰეილი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს პირველი ქალი პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი 41 წლის დონალდ ჟუნიორი ლედი ბემფორდის გვერდით აღმოჩნდა, ასევე აქ იყოსიუზან ხემმონდი, კანცლერ ფილიპ ხემმონდის მეუღლე."პირველი ქალიშვილი" ამერიკის პრეზიდენტის 37 წლის ივანკა ტრამპი საერთაშორისო სავაჭრო პალატის მინისტრის ლაიამ ფოქსის გვერდით იმყოფებოდა და ასევე გრაფინია Wessex.25 წლის ტიფანი ტრამპი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს მოდელ მარლა მეიპსისგან ჰყავს, მარკ ტაკერის წყვილში აღმოჩნდა.აქვე იმყოფებოდა 35 წლის ერიკ ტრამპი. სხვა სტუმრებთან ერტად იმყოფებოდა პრინცესა ანნა, პრინცი და პრინცესა მაიკლ კენტსკაია, გრაფი უესეკსი, თეთრი სახლის საერტაშორისო უსაფრთხოების წარმომადგენელი ჯონ ბოლტონი და პრეს - მდივანი სარა ხაკერბი სანდერსი. 252 3-ს მოსწონს
|