x
image
კატაპულტი
ვინ და რატომ მისტირის რუსეთს?!
image
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან სადაცაა 30 წელიწადი შესრულდება, საქართველოში ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანები, ვინც კომუნიზმსა და რუსეთს მისტირის.მათი რიცხვი რიგ ეპიზოდებში მკვეთრად იმატებს ხოლმე, კერძოდ, სოციალური ფონის გაუარესებისას, ეკონომიკური გაჭირვების მატებისას.ეს ბუნებრივიცაა, ხალხი ხსნას ეძებს და როდესაც მას ქვეყნის შიგნით ვერ პოულობს, ეძებს სამეზობლოში, იხსენებს წარსულს და სხვადასხვა პრინციპებზე უარის თქმის სანაცვლოდ მზადაა მოიგვაროს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები.

აღნიშნული კარგად იცის ჩრდილოელმა მეზობელმა და ასეთ მძიმე ვითარებაში ყოველთვის ცდილობს საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გადაიბიროს და მათ რუსულ პასპორტებს სთავაზობს ხოლმე, რაც ხშირად ჩვენი ქვეყნისთვის ცუდად მთავრდება.

ამასთან, რუსეთის მომხრეები აცხადებენ, რომ მეზობელი ქვეყნის პრიორიტეტი მისი სიახლოვე, ერთმორწმუნეობა და კულტურული მსგავსებაა.ასევე რუსეთი საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციისათვის კარგი ბაზარია.თუმცა გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს მხრიდან ყოველი ხელის გაწვდენა რუსეთისაკენ ჩვენთვის ცუდად მთავრდება, დავიწყებას მიეცემა ხოლმე ერთმორწმუნეობა, მეზობლობა და ა.შ.


ასევე საინტერესოა:


ვის ხელში ვართ?!

image

რეალურად რა საფრთხეებს შეიცავს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემის მოუგვარებლობა?!

image

2008 წლის ომის უცნობი დეტალები – მწარე სიმართლე

image

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0