სიახლეები როგორ გადიან ქართველი მძღოლები ტექდათვალიერებას?! 2019, 4 ივნისი, 10:02
აღსანიშნავია, რომ ინსპექტირების შედეგად 40-დან 45% -მდე ავტომობილი იქნა დაწუნებული. ტექინსპექტირებაზე ყველაზე ხშირად გამონაბოლქვსა და სამუხრუჭე სისტემის შემოწმებაზე უჭირთ მანქანებს სათანადო შედეგის ჩვენება. ასევე ხშირია ფარების რეგულირების და საქარე მინის პრობლემა. ერთ-ერთი ძვირადღირებული პრობლემა საბურავები იყო, თუმცა ქართველი რის ქართველია, გამოსავალი არ მოეძებნა?! მარტივად, ითხოვა ახალი საბურავები, გაიარა ტექდათვალიერება და შემდეგ ისევ საკუთარი პროტექტორგაცვეთილი საბურავებით აგრძელებს მოძრაობას. გამოსავალი მოიძებნა გამონაბოლქვზეც.ლუბრიკანტი ზეთი და 2 დღიანი მაღალი ხარისხის საწვავი პრობლემას ხშირ შემთხვევაში აგვარებს, თუმცა ინსპექტირების შემდეგ კვლავ ძველ ამპლუას უბრუნდება ავტომობილი.ერთი კია, ამაში მხოლოდ მძღოლები არ არიან.დამნაშავენი, რადგან არ არსებობს საწვავის ხარისხის კონტროლის მექანიზმი. ჭორის დონეზე არსებობს მოსაზრება, რომ გაბზარულ საქარე მინასაც ნიღბავენ უფერო ლაკით, თუმცა აღნიშნული პრაქტიკაში არავის დაუდასტურებია.თქვენთვის საინტერესო: რა უნდა იცოდეთ საცობებში მოძრაობისას პირველადი დახმარება აკუმულატორის დასუსტებისას (რჩევები რა უნდა იცოდეთ ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების 168 1-ს მოსწონს
|