x
image
კატაპულტი
ტაქსის მძღოლის ამაღელვებელი ისტორია,რომელიც ყველასათვის მაგალითი უნდა იყოს
image
ამ სტატიაში მოგითხრობთ იმ ტაქსის მძღოლის ისტორიას, რომელმაც შეიძლება პატარა ბავშვის სიცოცხლეც კი იხსნა.ამბავი ჩვენს დედაქალაქში მოხდა და აი რას ამბობს, შეიძლება ითქვას, ისტორიის მთავარი გმირი:

ერთ დღეს ქალბატონმა გამაჩერა, როდესაც ვტაქსაობდი.თავიდანვე შევატყვე, რომ ძალიან ეჩქარებოდა, არც ფასი იკითხა, არც გამარჯობა უთქვამს, პირდაპირ თბილისის ერთ-ერთი უბანი დამისახელა აქასქასებულმა.მანქანა რომ დავძარი, მაშინღა მითხრა, ძალიან მეჩქარება, ბავშვი მყავს ცუდადო.რაც შემეძლო სწრაფად მივდიოდი.ქალი ტელეფონზე ესაუბრებოდა მის მეორე შვილს, სავარაუდოდ, ცუდად მყოფზე უფროსს, არიგებდა, რომ ბავშვი დაეწყნარებინა და მალე თავადაც მივიდოდა.

უკვე საღამო იყო, ქალაქში მოძრაობა ტრადიციულად გადატვირთული იყო.ამას ისიც დაემატა, რომ ჩემს უკან სასწრაფო დახმარების მანქანა აღმოჩნდა და რა თქმა უნდა, გზა დავუთმე, მარჯვნივ გადავედი, პირველ ზოლში, ქალმა კი წამეწუწუნა:ხომ გითხარით, ბავშვი მყავს ცუდად-თქო, თქვენ კიდევ სხვებს უთმობთ გზას? ავუხსენი რომ სასწრაფო დახმარების მანქანა გავატარე, თუმცა მაინც არ დაშოშმინდა, ხმადაბლა ამბობდა რაღაცას.

image


უკვე მითითებულ მისამართთან ახლოს ვიყავით, ტელეფონზე დაურეკეს ქალბატონს და როგორც გაირკვა, მის შვილს გონება დაუკარგავს, მეზობელს კი სასწრაფო დახმარება გამოუძახია.სადარბაზოსთან მისულებს სწორედ ის მანქანა დაგვხვდა, ორიოდე წუთის წინ გზა რომ დავუთმე და ქალს გაოცებისგან ენა დაება:სასწრაფო...ეს ის...წეღან...და ლამის ატირდა.გზიდან მიხდიდა მადლობებს.

ბავშვის ამბავი ვერ გავარკვიე, სასწრაფო მანქანაში ჰყავდათ უკვე.

ისტორია მართლაც რომ ამაღელვებელია და ვფიქრობ, ყველა მძღოლისათვის გასათვალისწინებელი.არ არსებობს საქმე, რომელიც ვინმეს სიცოცხლის ფასი ღირდეს.

0
109
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0