ასტროლოგია როგორ ირუჯებიან გოგონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - სახალისო GIF-ები 2019, 3 ივნისი, 20:55 ![]() ვერძი - მას პლაჟზე წოლის ნერვები არ აქვს. სად შეუძლია ამდენი სიმშვიდე. გაირუჯება ცურვისას, ჩოგბურთის ან ხელბურთის თამაშისას... ![]() კურო - მთელი დღე მხარ-თეძოზე წამოწოლილი ყოფნა, კარგის სმა, კარგის ჭამა და გართობა დააა… მე არ მინდაააა სხვა ნეტარებაააა… ![]() ![]() ტყუპები - მოსწყინდა თეთრად ყოფნა, ცოტა ხანი სხვადასხვა ფერის იქნება. წითელი, ოქროსფერი, შავი… რუჯი ყველგან თანაბრად ექნება, იმიტომ რო შამფურივით ტრიალებს… ენაზეც კი… ![]() კირჩხიბი - მისი საცოდავი, თეთრი კანი… ქოლგა, სასწრაფოდ ქოლგა… და დამცავი არ დარჩეს… თორემ დასვენების მაგივრად… გაწამდებით… ![]() ქალწული - მზე სასარგებლოა, მზე D ვიტამინია, ოღონდ უსაფრთხოების ზომები უნდა დაიცვას, რადგან ულტრაიისფერი სხივები სიმსივნის საფრთხეა და კანსაც აბერებს… ამიტომ ხშირად ნახევარ დღეს სამზადისში ატარებს… ნომერში… ![]() ლომი - მზე მისი სტიქიაა. პლაჟი - ადგილი, სადაც მთელი თავისი დიდებულებით შეუძლია წარსდგეს... ![]() სასწორი - უფრო საზაფხულო რომანებს დაეძებს ვიდრე რუჟს, მაგრამ მისი რა მიდის, ორ კურდღელს ერთად დაიჭერს… ![]() მორიელი - სექსუალურ ფანტაზიებს გასაქანი ეძლევა… რადიკალიზმისკენ მიდრეკილების გამო, ტყავსაც ხშირად იძრობს, მაგრამ მერე რა - ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს, როგორც გველი გახდილ პერანგსო, - ერთი მორიელის ნათქვამია... ![]() მშვილდოსანი - …ირუჯება… სადმე… ![]() თხის რქა - კითხულობს… დაურეკეთ, მოიკითხეთ - არ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ფანტასტიურად ისვენებს… ![]() ![]() მერწყული - დიდად არ უყვარს მზე. ის ხომ მზის შვილის, ლომის ოპოზიციაა... სამაგიეროდ გართობა უყვარს, მეგობრები… და მზის ჩასვლის ყურება… ჰოდა, ზღვაზეც სიამოვნებით წავა… ![]() თევზები - ზღვა მისთვის უფრო მეტია, ვიდრე რუჯი და გართობა (თუმცა ამასაც არ იკლებს)… ზღვა მისი სახლია… წყალი, მუსიკა და სიმშვიდე… ადგილი, სადაც ამ ცხოვრების სისასტიკე აღარ ახსოვს… ![]() ასევე დაგაინტერესებთ:როგორ გამოიყურებიან ზოდიაქოს ნიშნის გოგონები სექსის შემდეგ - GIF-გალერეაზოდიაქოს ნიშნები რომ ზებუნებრივ ძალებს ფლობდნენ - ვის რისი ნიჭი ექნებოდა10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ვერძის დაკარგვაზოდიაქოს ნიშნები სკოლის გამოსაშვებ საღამოზე - სახალისო GIF-გალერეა10 მიზეზი, რატომ არ ღირს ლომის დაკარგვაპოსტის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია MENTAL.GE-ს მასალები 2094 შეფასება არ არის
|