x
image
თამილა გურაშვილი
ხორბლის კულტურები იზრდება , მაგრამ კაცობრიობას შიმშილი ემუქრება
image
ცოტა ხნის წინ, ჟურნალ «Science»-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორები აცხადებენ, რომ კვების პროდუქტების მიმდინარე ტემპის გამო კაცობრიობას მალე შიმშილი ემუქრება.

ამ სამუშაოების ერთ-ერთი ავტორის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ვოლფრამ შლენკერის აზრით: "ჰაერის ტემპერატურის ზრდა დადებითი გავლენას ახდენს მოსავალზე, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე. როდესაც ტემპერატურის ზრდა მიაღწევს ფიქსირებულ ნიშნულს, მაშინ სხვადასხვა კულტურების მოსავლიანობა მკვეთრად შემცირდება."

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტებმა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის და კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად გამოიკვლიეს ოთხი ძირითადი კულტურის მოსავლიანობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ახლა დედამიწის მოსახლეობის მიერ მოხმარებული კალორიების ნახევარზე მეტს, ესენია : ბრინჯი, ხორბალი, სიმინდი და სოიო.image

კვლევების თანახმად, სიმინდის გლობალური წარმოება ამჟამად 3.8% -ით ნაკლებია, ვიდრე კლიმატის ცვლილებამდე. ხორბლის დანაკარგები უფრო მაღალია - 5.5%. გლობალური მასშტაბის ცვლილება ბრინჯისა და სოიოს წარმოებამ არ განიცადა, ვინაიდან, ტემპერატურის ზრდის გამო მიღებული ზარალის კომპენსირება ხდება პლანეტის სხვა ნაწილებში მაღალმოსავლიანობით.


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამინდმა ხელი შეუწყო მსოფლიო ხორბლის მწარმოებლებს. არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი საზოგადოებაში დათბობის საკითხზე. თუმცა, სტატიის ავტორები გვაფრთილებენ, ეს ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელდება. ამჟამინდელი მოსავლიანობა გრძელვადიანი უსაფრთხოების გასაღები არ არის. სიმინდის, ხორბლის, სოიოს მოსავალი რეკორდულად შემცირდა. ეს გამოწვეულია ტემპერატურის და ნახშირორჟანგის რაოდენობის გაზრდით, ასევე, არასაკმარისი ნალექით.image
სოფლის მეურნეობის მსოფლიო "ოცეულის" წარმომადგენელმა მინისტრებმა განაცხადეს, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 9 მილიარდამდე გაიზრდება და შესაბამისად, ხორბლის მსოფლიო მოთხოვნა 60% -ით გაიზრდება. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხორბლის მოსავლიანობა ყოველწლიურად 1.6% -ით უნდა გაიზარდოს. ამჟამად, წლიური სარგებელი 1% -ზე ნაკლებია. მსოფლიო ხორბლის ასოციაციამ არაერთხელ განაცხადა, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მსოფლიო მოთხოვნილება ხორბალზე მსოფლიო ვაჭრობა მინიმუმ ორჯერ უნდა გაიზარდოს.

მარცვლეულისთვის ყველაზე უსიამოვნოა ორი ფაქტორის კომბინაცია: ატმოსფეროს ტემპერატურის ზრდა და სხვადასხვა აეროზოლებით დაბინძურება. სიმინდის კულტურები უფრო მგრძნობიარეა ატმოსფერული ტემპერატურის მიმართ და ნაკლებად მგრძნობიარეა დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებაზე.. ხორბლის კულტურები, საპირისპიროდ, განიცდიან ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებას. აქედან გამომდინარე, ჰაერის დაბინძურება და გლობალური დათბობა ცალკე იწვევს მსოფლიო სასურსათო წარმოების შესაძლებლობების შემცირებას და თუ ეს ფაქტორები დაემატა ერთმანეთს, უფრო დიდი საფრთხე ემუქრება კულტურების მოყვანის მრავალფეროვნებას.

უკიდურესად მაღალი ტემპერატურა შედარებით სხვა კლიმატურ ცვლილებებთან შედარებით, რომელთა შორისაა: ადრეული გაზაფხული, ძლიერი წვიმა და სეტყვა, მნიშვნელოვნად იწვევს ხორბლის მოსავლიანობის შემცირებას. imageimage

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ტემპერატურის მხოლოდ 2 გრადუსით მომატება გამოიწვევს ხორბლის მოსავლიანობის 15% -ით შემცირებას. ტემპერატურის ზრდა მხოლოდ 1 გრადუსით შეამცირებს ბრინჯის მოსავალს 10% -ით. ხოლო, საშუალო ტემპერატურა თუ 4 გრადუსით გაიზრდება, მოსავალი შემცირდება 40%-ით.

2014 წელს «Nature Climate Change Letter"-ის გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თითოეული გრადუსი ტემპერატურის გაზრდა გამოიწვევს მოსავლის გლობალურ შემცირებას 6%-ით.

ამ საფრთხის ფონზე, 2014 წელს, კანადის, ავსტრალიის და შეერთებული შტატების ფერმერთა ორგანიზაციებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს ინოვაციური ხორბლის წარმოების მხარდასაჭერად.

კლიმატის ცვლილება არ შეიძლება იყოს ხელსაყრელი ან არახელსაყრელი. კლიმატის ცვლილება აისახება ადამიანის სიცოცხლის ღირებულებაზე. სამყარო არ არის მტრული ჩვენთვის, მაგრამ არც მეგობრულია. თუ ჩვენ არ მივიღებთ ბუნების გამოწვევებს, საფრთხეს შეექმნება Nomo Sapiens-ის სახეობის არსებობას. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ყველაფრის გადარჩენა ახალ პირობებში.

შეგახსენებთ. საშუალო გლობალური ტემპერატურა 1.1 გრადუსით გაიზარდა. ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ ატმოსფეროში 411 მონაკვეთს მიაღწია.ნახშირორჟანგის ასეთი შემადგენლობა დედამიწის ატმოსფეროში არ ყოფილა ბოლო 3 მილიონი წლის განმავლობაში!

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0