მრეწველობა ევროკავშირის ქვეყნებში ყველა ერთჯერადი ჭურჭელი იკრძალება გარდა ჭიქებისა 2019, 3 ივნისი, 10:24 ევროკავშირის ქვეყნებში იკრძალება ყველა ერთჯერადი ჭურჭელი და ყურის ჩხირები, გარდა ჭიქებისა.
ევროკავშირის ქვეყნებში 2021 წლიდან აიკრძალება პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის (одноразового пластика ) წარმოება და გამოყენება. აკრძალული იქნება პლასტმასის მილაკები, თეფშები და სხვა ჭურჭელი (ჭიქების გარდა). შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის ქვეყნებმა. „დირექტივა ეთჯერად პლასტმასებზე დაფუძნებულია ევროკავშირის უკვე არსებულ კანონმდებლობაზე ნარჩენებთან მიმართებაში, რომელიც გაფართოვდა და აწესებს უფრო მკაცრ წესებს ყველა სახის პროდუქტებზე და შეფუთვაზე, რომლებიც შედიან ევროპის სანაპიროების დამაბინძურებელ ნივთების ათეულში. ახალი წესები კრძალავს იმ ერთჯერადი პლასტმასის ნაკეთობების გამოყებნებას, რომლებისთვისაც არსებობს ალტერნატივა. გარდა ამისა, შემოდის კონკრეტული ზომები იმ პლასტმასის ნაკეთობების გამოყენების შემცირებისთვის, რომლებიც ყველაზე ხშირად აბინძურებენ გარემოს“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. ძირთადი მიზანი - პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის შემცირებაა. დღეისათვის მათმა წილმა ზღვაში არსებული ნარჩენების 70 %-ს მიაღწია. ევროკომისიის შეფასებით, ამ გადაწყვეტილების წყალობით შესაძლებელი იქნება ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება, რომლის ფასიც 2030 წლისთვის 22 მილიარდი ევროს ტოლი იქნება. ამასთანავე 2029 წლამდე შეგროვებული და დახარისხებული უნდა იქნას გამოყენებული პლასტმასის ბოთლების 90%. გარდა ამისა, 2025 წლამდე პლასტმასის ბოთლის შემადგენლობაში უნდა შევიდეს 24%-ზე არანაკლები ისეთი მასალა, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელი იქნება. 2030 წლისთვის კი ასეთი მასალა ბოთლში უნდა იყოს არა ნაკლებ 30 %-ისა. დირექტივით ასევე გათვალისწინებულია პლასტმასის პროდუქციის მწარმოებლების პასუხისგებაში მიცემა. იმისათვის, რომ შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი კანონმდებლობა, ევროკავშირის ქვეყნებს ორი წელი მიეცათ. ჟენევაში მსოფლიოს 187 ქვეყნის დაახლოებით 1 400-მა მეწარმემ მიიღო პლასტმასის ნარჩენების გლობალური ექსპორტის მარეგულირებელი შეთანხმება. დოკუმენტი დაამტკიცეს 2019 წლის 10 მაისის თორმეტდღიანი კონსულტაციის შემდეგ, როგორც დამატება 1989 წელს მიღებული ბაზელის კონვენციისა, საშიში ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებზე და მათი განადგურების კონტროლის შესახებ. თქვენ მხარს უჭერთ ასეთ ღონისძიებებს? იხილეთ ასევე:
179 9-ს მოსწონს
|