x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დედაშვილობის და უფლის ძალამ ორი ონკოლოგიური ავადმყოფი განკურნა

image
ონკოლოგიურის უიმედოთა პალატაში ორნი იწვნენ. ერთი 45 წლის ქალი, ფილტვის კიბოთი დაავადებული
და მეორე 5 წლის გოგონა ტვინზე სიმსივნით, ორივე უპატრონო. ქალს, დედისერთას, მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა, გოგონა -- ბავშვთა სახლიდან გადმოყვანილი....

პალატიდან მომაკვდავი ბავშვის ისეთი გმინვა ისმოდა, რომ ექთნებიც აღარ ეკარებოდნენ ამ პალატას. მარტო ექიმი შედიოდა, ბავშვის გვერდით მდგარ სამედიცინო დანადგარს შეხედავდა, ათიოდე დღე -ღა დარჩა, ჩაილაპარაკებდა და მიდიოდა...
ქალის ისტორია ბევრის მსგავსი იყო. ახალგაზრდობის შეცდომა--მგზნებარე სიყვარული, მერე ორსულობა და
მერე მიტოვება...
ექიმის კაბინეტი, სირცხვილნარევი ტკივილი და აბორტი.. დარჩა ყოველგვარი გრძნობისგან დაცლილი ქალი, გაყინული გულით და საშვილოსნოამოცლილი სხეულით...

სიცოცხლე გრძელდებოდა, მაგრამ რაღაცნაირად, ზიზღით ყველას და ყველაფრის მიმართ, შეიძულა ადამიანები-- განსაკუთრებით ბავშვები, გაემიჯნა თანამშრომლებს . სახლში მისულს ორი რამ ელოდა--- მარტოობა და სიგარეტი ჩაუქრობლად...
გარდაეცვალა მშობლები და დარჩა მარტო, ნათესავების და მეგობრების გარეშე.
დაუსვეს მძიმე დიაგნოზი, ორივე ფილტვის კიბო და განაჩენი ერთი თვის სიცოცხლე..
....

"ღმერთო რა სასტიკი ხარ და დაუნდობელი, მძულხარ! ჩემი უბედურება და ტკივილი არ მეყოფა, ამ უბედური ბავშვის გმინვას რომ არ ვუსმინო", ფიქრობდა ტკივილებისგან გატანჯული ქალი და გაჩენის დღეს იწყევლიდა.
როცა ყოფა აუტანელი გახდა, ერთმა აზრმა გაუელვა ქალს თავში" მოდი აპარატს გამოვურთავ ბავშვს და მერე ვიტყვი ტკივილისგან რას ვაკეთებდი არ მახსოვდაო. ეს უბედურიც დაისვენებს და მეც, მაინც ვკვდებით ორივე..."
ქალი წამოდგა, მივიდა ბავშვის ლოგინთან, კუთხეში მდგარ აპარატს გადასწვდა რომ ათანაირი კატერები გამოეგლიჯა საცოდავი ბავშვის სხეულიდან და ბავშვს მძიმედ დახედა. ლოგინზე მისვენებულ პატარას მუშტისხელა სახეზე და ამოღამებული თვალებზე სიკვდილის აჩრდილი დასთამაშებდა.
"დედა, დედიკოოო, მოხვედი, როგორ გელოდებოდიი" შესძახა გოგონამ და გაძვალტყავებული ხელები კისერზე შემოაჭდო, ვიცოდი რო მოხვიდოდი დედიკო, ვიცოდი "
ქალი ანაზდად გაშეშდა .
"სად იყავი დედიკო აქამდე, რატო არ მოდიოდი, როგორ გელოდებოდი", ტიტინებდა ბავშვი და ქალს მკერდზე ეხუტებოდა.
უცებ იგრძნო ქალმა როგორ აუდუღდა გული, ყელს მოებჯინა და დიდი ხნის დამშრალი თვალებიდან ცრემლი ლოყებზე როგორ ჩამოუცურდა...
"სამსახურში ვიყავი და ვერ მოვდიოდი" ტიროდა ქალი და გადმოყრილ ცრემლთან ერთად მისი გაუხარელი ცხოვრებაც ქრებოდა და გაყინული გული ლღვებიდა ..."დაწექი ჩემთან დედიკო, ჩაგეხუტები-რაა, ხო არსად წახვალ?"
არა ჩემო ანგელოზო, არ წავალ არასდროს" უთხრა ქალმა და გვერდით მიუწვა. უცებ იგრძნო გაჩხნაკული პატარა სხეულიდან როგორი სითბო მოდიოდა და მის არდებას ავსებდა.
..."მოკვდა?" იკითხა დილით გულგრილ სახიანმა ახალგაზრდა ექიმმა, პაციენტები ერთ ლოგინში ჩაწოლილები რომ დაინახა.
"არა. ძინავს " ჩაიჩურჩულა ქალმა. ექიმმა აპარატზე მოციმციმე ციფრებს შეხედა, გაკვირვებულმა წარბები ასწია და გავიდა.
ქალმა მძინარე ბავშვს დახედა და გვერდი იცვალა. "დედიკო
არ გადაბრუნდე, შენ ლამაზ სახეს მინდა ვუყურო, ჩაილაპარაკა ბავშვმა და თავი მკერდზე მიადო. 'რა ლამაზი ხარ." ქალმა თავისი გაცრეცილი, ავადმყოფური სახე წარმოიდგინა და უნებლიედ გაეცინა.
გავიდა ორი-სამი დღე, ერთი კვირა, ბავშვი ნელნელა ფერზე მოდიოდა...
'ღმერთო, არასდროს მილოცია და ჩემი სიტყვებით გეტყვი", მუხლებზე დაიჩოქა ქალმა ბავშვი რომ მიაძინა, "მაპატიე რაც შემიცოდავს, მომიტევე, მაპატიე რომ არ მიყვარდი, რო უარგყოფდი, ჩემი სიცოცხლე წაიღე, ოღონდ ამ უცოდველი ანგელოზის სიკვდილს ნუ მაჩვენებ" და ქალმა გახურებული შუბლი იატაკს დაადო....
"დედიკო სიზმარი ვნახე, ეუბნება დილით ბავშვი, ორი გველეშაპი მეხვეოდა. ერთს სიმარტოვე ერქვა, მეორეს ტკივილი. სიმარტოვემ მითხრა რახან დედა იპოვე, მე უნდა წავიდეო. ტკივილმა მითხრა, რახან სიმარტოვე მიდის მეც უნდა წავიდეო. მერე თეთრტანსაცმლიანი კაცი მოვიდა, თავზე ნათელი ადგა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, დამილოციხარო...."
....


"არაფერი მესმის, იმეორებდა ტომოგრაფიის აპარატის წინ შეკრებილ კონსოლიუმთან დაბნეული ექიმი და მის წინ მჯდარ ღვაწლმოსილ, მხცოვან პროფესორს დამფრთხალი შესცქეროდა. " სიმსივნე გამქრალია, არაფერი შემშლია, ადრინდელი ანალიზებიც შენახული მაქვს, "
და აკანკალებული ხელით ტომოგრაფიის სურათები გადაქექა.
საწოლზე პატარ გოგონა იწვა და მის თავზე მგორავ ხელსაწყოს შეღუტუნებაზე ეღიმებოდა.
"რამდენი ხანია შეტევა არც მე მქონია", ჩაილაპარაკა იქვე მდგარმა ქალმა.
"ესეც გასინჯეთ" ბრძანა პროფესორმა.
"ფილტვები ჯანმრთელია, " არ ვიცი რა ვთქვა",
აკანკალებული ხმით იმეორებდა საბოლოოდ დაბნეული ახალგაზრდა ექიმი.
"რაც შეუძლებელ არს კაცთათვის, შესაძლებელ არს ღვთისაგან", ნელა წარმოსთქვა პროფესორმა, "ფეხზე წამოდექით ბატონებო, თქვენს წინ უფლის სასწაულია! ეს ჩემთვის არ იყო, ეს თქვენთვის მოხდა, მე ისედაც მწამს უფლის ძლევამოსილების" პირჯვარი გადაიწერა და მოწიწებით თავი დახარა...
....

შეუცნობელ არს გზანი უფლისანი.

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0