x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცერა თითი ქვემოთ და ცერა თითი ზემოთ: რას ნიშნავდა ეს ჟესტები ძველ რომში

image


კინემატოგრაფს, ისევე როგორც ისტორიის სახელმძღვანელოებს ხშირად ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ. ზოგ ადამიანს დღემდე ჰგონია, რომ ძველ რომში გლადიატორთა ორთაბრძოლების დროს დამარცხებულის ბედს სწორედ მაყურებელი წყვეტდა. ისტორიულად მცდარი წარმოდგენა იქნა შექმნილი, რომ ცერა თითის ზემოთ აწევა, მებრძოლის ცოცხლად დარჩენას, ხოლო ქვემოთ ჩამოწევა, გამარჯვებულის მიერ დამარცხებულის სიკვდილით დასჯას ნიშნავდა. სინამდვილეში, დამარცხებული მეომარის ბედს სწორედ არენაზე მყოფი ბრბო განსაზღვრავდა, მაგრამ რეალურად ეს სულ სხვანაირად ხდებოდა.


image


რეალურად ჟესტი - "ცერა თითი ქვემოთ" ხმლის დაბლა დაშვებას ანუ ბრძოლის დასრულებას ნიშნავდა, რაც ავტომატურად დამარცხებული გლადიატორის ცოცხლად დატოვებასა და მისი არენიდან გაყვანას გულისხმობდა, რათა მეომარს მომდევნო დღეს ბრძოლის გაგრძელება შეძლებოდა. ის, რომ ჟესტები - "ცერა თითი ზემოთ" და "ცერა თითი ქვემოთ" მოწონებას ან უკმაყოფილებას გამოხატავდა, საზოგადოებრივ ცნობიერებაში, სწორედ ფრანგი მხატვრის ჟან - ლეონ ჟერომის 1872 წლის ნახატის - "Pollice Verso" -ს წყალობით შეაღწია. სურათზე მაყურებელთა ჟესტი, რომლებიც ცერა თითს ქვემოთ წევდნენ, მხატვრის მიერ ინტერპრეტირებული არასწორად იქნა და ის საზოგადოებაში მებრძოლის "გაწირვის" მნიშვნელობით დამკვიდრდა.


image


XIX საუკუნის ნახატი - "Pollice Verso", რომელმაც რიდლი სკოტს "გლადიატორის" გადაღება შთააგონა


სინამდვილეში, მხატვარი ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ რას ნიშნავდა ფრაზა - "police verso" (შეგახსენებთ, რომ ეს ლათინური ფრაზა, "ცერა თითის მობრუნებას" და არა ქვემოთ დაწევას ნიშნავდა) სწორედ ამ ჟესტის ჩვენებით, ძველი რომაელები დამარცხებული გლადიატორის სიკვდილს ითხოვდნენ. სამწუხაროდ, ჟერომის ნახატი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მხატვრის ეს შეცდომა საზოგადოებაში არასწორი მნიშვნელობით დამკვიდრდა. რაც კიდვ უფრო სამწუხაროა, ამ ამბავში საკუთარი, "მოკრძალებული" წვლილი ჰოლივუდმაც შეიტანა.


image


როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, 2000 წელს გადაღებული ისტორიული ფილმის - "გლადიატორის" რეჟისორზე, რიდლი სკოტზე უდიდესი გავლენა ჟერომის სურათმა მოახდინა, რომელიც მას პროდიუსერებმა ფილმის გადაღების წინ აჩვენეს. ასე, გაჩნდა მხატვრის მცდარი წარმოდგენით "შთაგონებული" რიდლი სკოტის ფილმში ჟესტი - "თითი ქვემოთ" რომელიც გლადიატორის "განადგურებას" ნიშნავდა, კინოსურათმა მაყურებლის შეცდომაში შეყვანას, ხელი კიდევ უფრო მეტად შეუწყო. დღესდღეობით, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ როცა რომაელები თითს ქვემოთ სწევდნენ ეს გლადიატორის შეწყალებას ნიშნავდა.


image


პლინიუსის (რომაელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე) 1601 წლის თარგმანში ეს ჟესტი მოწონებას უთანაბრდებოდა, ხოლო ჯონ დრაიდენის 1963 წლის "სატირას" თარგმანში დეციმუს იუნიუს იუვენალუსის (I საუკუნის მიწურულის და II საუკუნის დასაწყისის რომაელი სატირიკოსი და პოეტი) განმარტებით გლადიატორის განადგურებას ცერა თითის მუჭის შიგნით გამოხატავდნენ.

image

ყოველ ჯერზე, როცა მებრძოლი მძიმედ იჭრებოდა, მსაჯს უხმობდნენ, რათა სწორედ მას განესაზღვრა უნდა ეცოცხლა თუ არა დაჭრილ მეომარს, ეს კი იმის მიხედვით წყდებოდა, ორთაბრძოლაში მეომარი თავს რამდენად კარგად იჩენდა.


image


მსაჯებს, როგორც წესი საკუთარი გადაწყვეტილება მაყურებელთა რეაქციის საფუძველზე გამოჰქონდათ. ისინი არენაზე შეკრებილ ბრბოს თვალყურს ადევნებდნენ - გლადიატორის მოწონების შემთხვევაში, წევდნენ თუ არა ცერა თითს ქვემოთ, თუკი მაყურებელი ასე არ აკეთებდა, მაშინ მსაჯის მიერ ცერა თითის ზემოთ აღმართვით, დაჭრილ მებრძოლს სიცოცხლეს ასალმებდენ. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ თითის ამ მარტივი კომბინაციით, დაჭრილს გულს პირდაპირ ხმლით უგმირავდნენ.



0
221
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
221