x
image
თამილა გურაშვილი
"ღმერთო, ჩემო, რად მიმატოვე მე?"- რატომ თქვა ეს სიტყვები იესომ ჯვარზე გაკვრისას?
image
რელიგიური ტექსტების თანახმად, იესო ქრისტე მყისიერად არ მომკვდარა. წმინდა წერილში ნათქვამია, რომ მესია ჯვარზე 6 საათის განმავლობაში იტანჯებოდა. იესომ არ დალია მისთვის შეთავაზებული ღვინო და ამიტომ საღ აზრზე იმყოფებოდა ბოლომდე. ქრისტეს სიტყვები, რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თქვა, მითითებულია სხვადასხვა სახარებაში, წარმოითქმება ღვთისმსახურების დროს დიდ პარასკევს.

ქრისტიანული ლიტერატურის თანახმად, ქრისტე ჯვარზე გააკრეს შუადღისას. 6 საათის შემდეგ, საღამოს მისი მკვდარი სხეული ჩამოხსნეს ჯვარიდან. ამდენად, ქრისტე ჯვარზე გაკრული იყო, მინიმუმ, 6 საათი. მარკოზის სახარებაში ნათქვამია, რომ მხსნელს შესთავაზეს ღვინო სხვადასხვა შერეეული ბალახით, რომელიც გონებას დაუბინდავდა და ხელს შეუწყობდა ტანჯვის შემსუბუქებას. თუმცა, იესომ უარყო სასმელი (მკ.15: 22-27).

ქრისტეს ორივე მხარეს ჯვარცმული იყო ორი დამნაშავე, რომლებმაც, სხვათა შორის, ღვინო მაშინვე გამოიყენეს. რელიგიური ტექსტების თანახმად, იესომ ხანგრძლივი და მტკივნეული აღსრულების დროს მიმართა არა მარტო ღმერთს, არამედ დამნაშავეებსსაც, საკუთარ დედას და რომაელ ჯარისკაცებს.

მესიის მიერ წარმოთქმული ზოგიერთი სიტყვა ეხებოდა ჩამოთვლილ პირებს და ზოგიერთი ხალხს, რომლებიც თვალს ადევნებდნენ ქრისტეს დასჯას.

მას შემდეგ, რაც ქრისტეს კიდურებში ლურსმნები ჩაარჭვეს, მან დაუყოვნებლივ მიმართა მამას, ღმერთს. იესომ სთხოვა, ეპატიებინა ყველასთვის, ვინც მისი დასჯის აღსრულებაში იყო ჩართული: - "აპატიე მათ, რადგან, არ იციან, რას აკეთებენ ისინი."- თქვა მესიამ. ეს დაწერილია ლუკას სახარებაში (ლუკა 23: 33-34). მორწმუნეები ხედავენ ამ სიტყვებში სიკეთეს და პატიებას.


შემდეგი 2 ეპიზოდიც არის დამადასტურებელი ქრისტეს დიდი სიყვარულის ყველა ადამიანის მიმართ, სასტიკი ტანჯვის დროსაც. ერთერთმა დამნაშავემ, რომელმაც უკანასკნელი საათები იესოს გვერდით ჯვარზე გაატარა, სთხოვა მესიას, ელოცა მისთვის. მან უპასუხა: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ, შენ ჩემთან ერთად სამოთხეში იქნები". ეს წერია ლუკას სახარებაში (ლუკა 23: 42-43).

იესოს გვერდით იყო მისი დედა, მარია. ქალისთვის საშინელება იყო იმის დანახვა, თუ როგორ იტანჯებოდა იესო. მაცხოვარმა იცოდა ამის შესახებ და სცადა მისი დამშვიდება და თქვა:- "აჰა, შენი შვილი." მან იგულისხმა თავისი მოწაფე იოანე, რომელიც ასევე ჯვრის ახლოს იყო. ასევე, მიმართა იოანეს, მესიამ თქვა: "აჰა, შენი დედა!" ეს წერია იოანეს სახარებაში (იოანე 19: 26-27). მოსწავლემ შეასრულა მასწავლებლის ნება, მარია თავისთან წაიყვანა და საკუთარი დედასავით ზრუნავდა მასზე.

დროდადრო იესო კარგავდა ცნობიერებაში, ხან კი ისევ გონზე მოდიოდა. ერთ-ერთ ასეთ მომენტში მან წამოიძახა:" ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე მე? "ეს სიტყვები მათეს სახარებასა და მარკოზის სახარებაშია (მათ.27: 46; მკ..15: 34). ეს სასოწარკვეთილი სიტყვები, მორწმუნეების აზრით, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქრისტეს ჰქონდა ღმერთისმიერი და ადამიანური არსი.

იესომ როცა იგრძნო, რომ კვდებოდა წყალი მოითხოვა.(იოანე 19:28) და შემდეგ ხალხს უთხრა:" დასრულდა! "(იოანე 19:30). შემდეგ ქრისტემ მიმართა უფალს. "მამა! შენს ხელშია ჩემი სული" (ლუკა.23: 46)

ჯვარზე გაკრული იესო ქრისტეს ნათქვამ მოკლე სიტყვებს ქრისტიანები პატივს სცემენ და იხსენებენ მათ საღმრთო მსახურებისას დიდ პარასკევს, ანუ მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის დღეს.


0
1196
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0