რელიგია ვატიკანის მეთაურმა მკაცრად გააკრიტიკა ფარისეველი ქრისტიანები 2019, 23 იანვარი, 19:24 მას შემდეგ, რაც მსოფლიოს კათოლიკურმა სამყარომ ქრისტეს შობის დღესასწაული იზეიმა, რომის პაპმა ფრენსიმ 2019 წელს პირველად ტრადიციულად იქადაგა. მორწმუნეებთან შეხვედრისას, რომის პაპი იყო მეგობრული, მაგრამ ამავე დროს მკაცრი და უკომპრომისო თავის გადაწყვეტილებებში. ვატიკანის ხელმძღვანელმა თავისი განსაკუთრებული მანერით გააკრიტიკა ყველაზე გავრცელებული ადამიანური ნაკლოვანებები. ასევე, მისცათ რჩევები, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მას. მის გამოსვლაში ჩადებული იყო აზრი, რომ უმჯობესია იყო ათეისტი, ვიდრე ფარისეველი მორწმუნე. "ყოველდღე ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავს უწოდებენ წარმოუდგენლად რელიგიურ, უფალთან ახლოს მყოფ ადამიანებს. ისინი რეგულარულად მიდიან ეკლესიაში, ლოცულობენ, უყვართ სხვებს მიუთითონ თავიანთ ცოდვებზე, მაგრამ ისინი თავად აკეთებენ ისეთ რამეს, რისთვისაც ისინი უნდა გამოაძევონ ეკლესიიდან", - განაცხადა რომის პაპმაა ასეთი ადამიანები უკეთესი იყვნენ ათეისტები და არ შეარცხვინონ ჩვენი რელიგია. მორწმუნე სხვებისთვის უნდა იყოს მაგალითი, სხვებს უნდა დაეხმაროს. ადამიანთა შორის ყველაზე უსიამოვნო კატეგორიაა - ფარისევლები. მათ უყვართ ლოცვა ხალხის წინაშე, მზად არიან ილოცონ ქუჩაში, ტაძრის წინ, რომ მიიქციონ ყურადღება. სამწუხაროდ, ბევრ ქრისტიანს არ ესმის, რომ ლოცვა არ არის ცარიელი სიტყვები. ისინი შეშინებული იმეორებენ ერთი და იგივე სიტყვებს ღვთის წინაშე. მაგრამ თქვენ უნდა ილოცოთ არა თქვენი ხმით, არამედ, თქვენი გულით, გვეუბნება წმიდა მამა. გარდა ამისა, რომის პაპმა ფრენსიმ თავის ქადაგებაში ისაუბრა მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობაზე . მან აღნიშნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი და მოზარდი მთელს მსოფლიოში გრძნობს თავს მარტოხელად. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობლები არ უთმობენ მათ დროს. თავშესაფარი და ყურადღება ბავშვებისთის არის საუკეთესო გამოსავალი მწუხარებიდან- განაცხადა რომის პაპმა. თავის გამოსვლაში, პაპი ფრენსიმ მოუწოდა ყველა კათოლიკეს განავითარონ მსოფლიო ისე, როგორც დედა მიუძღვება შვილებს წინ . მან აღნიშნა, რომ ადამიანების უმრავლესობა ძალიან მოკლე ჭრილში უყურებს მომავალს. ეს სიტყვები ეხება ხარბ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ მოგებას და არ ზრუნავენ სხვებისთვის. გმირობა გამოიხატება, არა დიდ ქველმოქმედებაში, არამედ, თანაგრძნობასა, თვინიერებასა და თავდაჯერებულობაში. არ არის აუცილებელი ავირჩიოთ ერთი რელიგია, რათა, ვიცხოვროთ ერთმანეთთან ჰარმონიაში. ჩვენ უნდა ვიყოთ ტოლერანტები და მომთმენები. უნდა გვესმოდეს, რომ ყველას აქვს საკუთარი თვალსაზრისი- ამბობს რომის პაპი. პაპი ფრენსის სიტყვების თანახმად, უნდა მოვუსმინოთ ყველა რელიგიის და რწმენის ხალხს, ათეისტებსაც კი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე ლოცულობ და რა რიტუალებს ასრულებ, ყველაზე მნიშვნელოვანია იყო ადამიანი. ღიმილი და სიტყვების მხარდაჭერა უნივერსალურია მთელი მსოფლიოსთვის. უნივერსალური და ამავე დროს ღრმა შინაარსობრივია რომის პაპის ქადაგება. ეს სწავლება არ არის ცარიელი სიტყვები. ადამიანმა ასეთი ცხოვრებისეული გამოცდილებით შეიძლება ასწავლოს ბევრს, პროფესორებსაც კი.( ახალგაზრდობაში რომის პაპი მუშაობდა არგენტინის ღამის კლუბში, ასე რომ მან ყველაფერი იცის ცოდვილი ცხოვრების შესახებ) 71 შეფასება არ არის
|