ქალი და მამაკაცი ბიჭი თუ გოგო?-ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ვიდეო გაავრცელეს 2019, 31 მაისი, 15:19
გასული წლის ნოემბერში საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო რეპერ ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწილი, რომლის ჯვრისწერაც ჯერ სვეტიცხოველში გაიმართა, ხოლო საქორწილო წვეულება კოჯორში, "Bioli Hall"-ში გაგრძელდა, 2019 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ წყვილი შვილს ელოდება, ახლახან კი ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ "ინსტაგრამზე" გაავრცელეს კრეატიული ვიდეო:" კითხვით-Boy or girl? (ბიჭი თუ გოგო?)
ცისფერი -გული ბიჭი, წითელი გული-გოგო, რის შემდეგაც ყუთიდან ამოდის ცისფერი საჰაერო ბუშტები, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყვილს მალე ბიჭი ეყოლებათ. ბერა ივანიშვილის მუსიკალური კარიერა 2011 წლიდან იწყება, როდესაც გამოვიდა მისი პირველი სინგლი "Favorite Things“ამავე წლის შემოდგომაზე, ბერამ მამამისის, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გამოუშვა მუსიკალური ვიდეო „ქართული ოცნება“.ამავე წლის 11 დეკემბერს, პოლიტიკური კოალიცია — „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე შედგა მისი კიდევ ერთი ახალი მუსიკალური ვიდეოს — „გპირდების“ პრემიერა. 2013 წელს გაიმართა ბერას ტურნე „ჩვენ ვართ საქართველო“.დღეისთვის ბერას ჩაწერილი აქვს 20 -ზე მეტი სიმღერა, განსაკუთრებით პოპულარობა მოიპოვა 2015 წლის სინგლმა I LOOK GOOD ON YOU, რომელსაც 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს you tube-ზე. 77 5-ს მოსწონს
|