x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
HUAWEI P30 Pro - უკონკურენტო სმარტფონი კამერის იშვიათი კონფიგურაციითა და დატენვის სისწრაფის მაჩვენებლით
image


რა სჭირდება მომხმარებელს სმარტფონისგან? როგორც ჩანს კომპანია HUAWEI-ში ამაზე პასუხი ზუსტად იციან. HUAWEI P30 Pro მსოფლიო ბაზარზე გამოჩენისთანავე, ავტორიტეტული მსოფლიო მედია ერთხმად აღნიშნავდა, რომ „ეს არის სმარტფონი, რომელიც მომხმარებელს აძლევს ზუსტად იმას, რაც მას სჭირდება“ . ფლაგმანური სმარტფონი, ქართველი მომხმარებლისთვის, HUAWEI-ს პარტნიორ მაღაზიათა ქსელში დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი.

თუ თქვენთვის მობილური ფოტოგრაფია საყვარელი მიმართულებაა, მაშინ ეს მახასიათებლები ნამდვილად მოგხიბლავთ - მსოფლიოში პირველი, ლეიკასთან ერთად შექმნილი, 4 ძირითადი კამერის მქონე HUAWEI P30 Pro აღჭურვილია 40 MP-იანი ულტრა ფართო ხედვის და 20 MP-იანი ფართო ხედვის ლინზებით. გარდა ამისა P30 Pro-ს კამერათა სისტემა მოიცავს 8 MP_იან ტელეფოტო ლინზას და TOF კამერას, რომელიც უფრო მაღალი სიზუსტით ზომავს ობიექტის სიღრმეს. შედეგად, გადასაღებ ობიექტზე ვიღებთ უფრო მკვეთრ ფოკუსს, ფონი კი მრავალფეროვანი ეფექტების დახმარებით, უფრო ბუნდოვანი ხდება.



გსურთ საკმაო დისტანციაზე მყოფი პეიზაჟის ან ობიექტის აღბეჭდვა სრული სიზუსტით? ამ შემთხვევაშიც ეს სმარტფონი თქვენთვისაა. ახალ HUAWEI P30 Pro-სთან ერთად სიშორე დაბრკოლება აღარ არის. ცნობილი მედიაგამოცემების თქმით, შორს მყოფი ობიექტები დაფიქსირება კიდევ უფრო მარტივი გახდა, თქვენ შეგიძლიათ აღბეჭდოთ თუნდაც ეიფელის კოშკი სრული მასშტაბით და ამასთან ერთად, წარმოუდგენლად ახლოს - ეს შესაძლებელია 10x ჰიბრიდული, 50x ციფრული და 5x ოპტიკური ზუმით, ინტერნეტ გამოცემა Beebom YouTuber -ი განმარტავს, რომ „კომპანია HUAWEI-მ დიდი ძალისხმევა ჩადო P30 Pro-ს სუპერ ზუმ კამერაში, რომელის შესაძლებლობებსაც ვერცერთი ფლაგმანი ვერ გაუტოლდება. ის საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონია“.


image


ღამე ფოტოების გადაღება გსრუთ და ბედნიერი მოგონებების აღბეჭდვა, კომპეტენტური შეფასებები ამ მხრივაც გაკეთდა - „HUAWEI P30 Pro-ს კამერების რაოდენობა, წყობა და განლაგება შესაძლებელს ხდის, დაბალი განათებისა და დიდი დისტანციის პირობებშიც კი, ფოტოები გადაიღოთ, კონკურენტებზე ბევრად უკეთესი ხარისხით. სულ მცირე შუქიც კი, საკმარისია P30 Pro-სთვის, რომ გადაიღოს განმაცვიფრებელი ფოტოები. ის ნამდვილად ცვლის თამაშის წესებს ფოტოგრაფიაში!" - ვკითხულბთ Stuff-ის სტატიაში.


HUAWEI P30 Pro უყურადღებოდ არც BBC-იმ დატოვა. CCS Insight-ის მობილურების ანალიტიკოსი, ბენ ვუდი იტყობინება: „ეჭვგარეშეა, რომ 5X ოპტიკური ზუმი გამორჩეული, ჯადოსნური ფუნქციაა, რომელიც კომპანიამ, SuperZoom-ის მქონე ლინზების, ახალი L ტიპის პერისკოპული არქიტექტურით მიიღო. ჩვენ მიერ ჩატარებული პირველადი ტესტების შედეგები ძალიან იმედის მომცემი აღმოჩნდა და თუ ყველაფერი დაგეგმილად წარიმართება, ინოვაციური კამერა HUAWEI P30 Pro-ს ნამდვილად გამორჩეულს გახდის, კონკურენტების ფონზე“.




ხელოვნული ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ფონური განათების რეგულირების ტექნოლოგია აბალანსებს სინათლეს და ფერს, რომ უზრუნველყოს ზუსტი ფოკუსი დაბალი განათების პირობებშიც.

ფოტოგადაღების გარდა შეგიძლიათ, განსაკუთრებული ვიდეოს გადაღების რეჟიმითაც ისარგებლოთ. ორი ძირითადი კამერის ერთდროული მუშაობა საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ მოვლენის სრული კადრი და პარალელურად ასახოთ ამავე მოვლენის თითოეული მონაწილე, მათი მოძრაობები და მოქმედების ცალკეული მომენტები უფრო ახლო ხედით.


ამიტომაც გამოცემა MrWhoseTheBoss აღნიშნავს, რომ HUAWEI P30 Pro სელფის კამერის რეზოლუციით, იშვიათი კამერის კონფიგურაციითა და დატენვის სისწრაფით უკონკურენტო სმარტფონია . „HUAWEI P30 Pro ამარცხებს კონკურენტებს. მას აქვს კამერა, რომელსაც შეუძლია გადაიღოს ფოტოები ღამით ისე, როგორც არასდროს და ისე, როგორც ამას სხვა ვერავინ ახერხებს. დღესდღეობით, შესაძლებელია ითქვას, რომ ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა უყოს სანდო, ძლიერი, სტაბილური და ეფექტური კამერა.“


P30 სერიაში, P20 სერიისგან განსხვავებით გვხვდება ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდით განბლოკვის შესაძლებლობა, უსადენო დამუხტვისა და რევერსული დამუხტვის ფუნქციები.


40W-იანი უსწრაფესი დატენვის ტექნოლოგიითა და უმძლვარეს პროცესორ, Kirin 980-ზე მომუშავე 4200 მილიამპერიანი ელემნტით, სმარტფონი საუკეთესო თანამგზავრია მოგზაურობის მოყვარულთათვის. თუ გავიხსენებთ, P სერიის სმარტფონებს, ფოტოგრაფია HUAWEI -ს სამარტფონების მთავარი მახასიათებელია. ახალი HUAWEI P30 სერია კი, უახლესი ტექნოლოგიებით ფაქტობრივად ცვლის ფოტოგრაფიის წესებს და პროფესიონალური გადაღების შესაძლებლობებს გვთავაზობს.


გასხვავებას ასე გადმოსცემენ გამოცემაში CNET: IHS Markits-ის ანალიტიკოსი უეინ ლემი ამის შესახებ აღნიშნავს: "მას შემდეგ, რაც კომპანია Huawei-მ წინა წელს წარადგინა P20 Pro, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჯერ კიდევ მაშინ მან აჯობა Apple-სს ხარისხის თვალსაზრისით და ასევე მობილური ფოტოგრაფიის შესრულების შესაძლებლობებით“.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.



1
132
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
132
  
2019, 31 მაისი, 14:38
Vaa huawei davareklameet? :d
0 1 1