x
image
ელენე გუმა
8 პროდუქტი, რომელმაც შესაძლოა ცელულიტი გაგიჩინოთ - ზოგიერთი პირველად გავიგე
image
ცელულიტის გაჩენა ყველა ქალის მოუნელებელი ტკივილია. გენეტიკური მიდრეკილება, ჰორმონალური დარღვევა, ზოგიერთი მედიკამენტი და კვების რაციონი, პირდაპირ კავშირშია ჩვენს "ტკივილთან".


ჩვენ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამოანთვალს, რომელმაც შესაძლოა ცელულიტი გამოიწვიოს, ან მისი პროვოცირება მოახდინოს.


1. თეთრი ფქვილის ნაწარმი


image


საქმე იმაშია, რომ თეთრი ფქვილი შეიცავს გასუფთავებულ ნახშირწყლებს. როდესაც ისინი ხვდებიან ორგანიზმში, ტრანსფორმირდებიან შაქარში, შემდეგ კი გლუკოზაში. ის კი, თავის მხრივ, ანადგურებს კოლაგენს და პროვოცირებს ცელულიტის განვითარებას. თეთრ პურზე, გამომცხვარ პროდუქტზე და მაკარონზე უარის თქმა გაზრდის თქვენს შანსებს "ფორთოხლის კანთან" ბრძოლის წინააღმდეგ.


2. სუშის როლები


image

ბევრი სახეობის სუშის როლი შეიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა: მაიონეზი, ნაღების ყველი, ასევე რაფინირებულ ნახშირწყლებ , რომელიც უხვადაა თეთრ ბრინჯში, ისინი მაღალკალორიულია და ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას უშლის ხელს.

ამიტომ ამ საკვების მოყვარულებმა შეგიძლიათ სხვა გამოსავალიც მოძებნოთ, მიირთვათ ბოსტნეულისგან მომზადებული როლები, რომელშიც თეთრი ბრინჯის ნაცვლად ყავისფერს მოათავსებთ.


3. უშაქრო კანფეტები და დამატკბობლები


image


პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაში არ არის შაქარი, მაგრამ არის ხელოვნური დამატკბობლები, ხშირად დამზადებულია კონსერვანტების გამოყენებით. მაგრამ ხელოვნური წარმოშობის პროდუქტებს ორგანიზმი ძნელად გადაამუშავებს, ესე იგი „უწყინარი“ კანფეტები სრულიად შეიძლება ტრანსფორმირდნენ ცხიმში და იქცენენ ცელულიტად.


4. ალკოჰოლი

image


როცა ალკოჰოლი იშლება, აწარმოებს თავისუფალ რადიკალებს, რაც თავის მხრივა ზიანს აყენებს დნმ-ის სტრუქტურას. ეს, თავის მხრივ, იწვევს კოლაგენის ბოჭკოს დაზიანებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანის ელასტიურობაზე. გარდა ამისა, ორგანიზმში დეჰიდრატაცია ხდება, რაც იწვევს კანის ანთების და ჰიპერპიგმენტაციას. აქედან გამომდინარე, ჩნდება ნაოჭები და ცელულიტი.


5. რძის პროდუქტები


image

რძის პროდუქტები შეიცავს ენზიმებს, რომლებიც ორგანიზმს არ შეუძლია მთლიანად დაშალოს. ეს აქტუალურია მათთვის, ვინც განიცდის ლაქტოზის აუტანლობას. შეიძლება არ აღინიშნებოდეს გამოხატული ალერგია რძის პროდუქტებზე, მაგრამ სხეული არც ისე კარგად ინელებს ამ ნივთიერებებს. ცუდი მონელება გამოიწვევს ცელულიტის გართულებას. ალტერნატივის სახით შეიძლება გამოიყენოთ ნუშის ან ქოქოსის რძე.


6. გაზიანი სასმელები და წვენი


image

როცა ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ნახშირწყლებს, ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს უფრო მეტ ინსულინს. უკანასკნელი ხელს უწყობს ცხიმოვანი უჯრედების ზომისა და რაოდენობის გაზრდას, რომლებიც აკავებენ სითხესა და ტოქსინებს. სითხის დაგროვებისას უარესდება სისხლის მიმოქცევა, ტოქსინები კი შლიან კოლაგენსა და ელასტინს, რომლებიც ხდიან კანს გლუვსა და მკვრივს. ბევრად სასარგებლოა მწვანე ჩაის დალევა, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უშლის კოლაგენის დაშლას.


7. გამომშრალი ხილი


image

როდესაც ხილს ვახმობთ, ან ვაშრობთ და ვიღებთ ჩირის სახით ის ჩანს მცირე და გგვგონია რომ მცირე რაოდენობით მივიღეთ, თუმცა ამ დროს ჩვენ იმაზე მეტს ვიღებთ, ვიდრე საჭიროა. შაქარი, კი, რომელსაც გამოშრალი ხილი შეიცავს, სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში, რაც იწვევს გლუკოზის დონის მკვეთრ ზრდას და ცელულიტის წარმოქმნის პროვოცირებას.


8. ყავა და კოფეინისშემცველი პროდუქტები

image

ყავას არ შეუძლია ცელულიტის გამოწვევა. სამაგიეროდ შეუძლია გაართულოს სიტუაცია: ყველაფერი კი იმის გამო, რომ კოფეინი ახდენს გაუწყლოას და ავიწროვებს სისხლძარღვებს. სისხლის დინება ნელდება, ცხიმოვან ქსოვილებს მიეწოდება ნაკლები სისხლი, და ნივთიერებათა ცვლა მათში უფრო ნელა ხდება.


რა თქმა უნდა, დილის ფინჯანი ყავა არ გაჩუქებთ „ფორთოხლის ქერქს“, თუმცა მათ, ვისაც გააჩნია ცელულიტი, უფრო ნაკლები ყავა უნდა დალიონ. მაგრამ ყავა შეიძლება გამოიყენოთ როგორც ინგრედიენტი სახლის პირობებში დამზადებული ცელულიტის საწინააღმდეგო სკრაბებისთვის.





0
175
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0