x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
9 ცნობილი ტილო,რომლებიც სულ სხვა გამოსახულებებს მალავენ-,,მონა ლიზა" გაგაკვირვებთ!
image

მხატვრები ზოგჯერ ისე ცვლიან საკუთარ ნახატებს, რომ საბოლოო ვარიანტი სულ სხვანაირი გამოდის. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ მხატვარი უკვე დახატულ ტილოს სხვა სურათს გადაახატავს, ან სხვა მხატვარი ერევა სხვის შემოქმედებაში და აქ უკვე მეცნიერების გარეშე რთულია იმის დადგენა, თუ რა იყო თავდაპირველად ტილოზე გამოსახული.


წარმოგიდგენთ ამ მოჩვენება-ნახატებს, რომლებიც ცნობილ ტილოებზე ცოცხლობენ, ოღონდ შიდა ფენებში.


1. შავი კვადრატი-კაზიმირ მალევიჩი


imageეს ტილო ყოველთვის იწვევდა კამათს და უამრავ შეკითხვას. 2015 წელს, ზუსტად 100 წლის შემდეგ მისი შექმნიდან, საღებავის ფენის ქვეშ კიდევ ორი გამოსახულება აღმოაჩინეს. ამ ორიდან პირველი კუბო-ფუტურიზმს მიეკუთვნება, მეორე კი-პროტოსუპრემატიზმს. გარდა ამისა, აღმოაჩინეს დაშიფრული წარწერა “ზანგების ბრძოლა ბნელ გამოქვაბულში"


2. ქალბატონი მარტორქით-რაფაელ სანტი

imageგამოსახულების შეცვლის მიზეზი გამოცანად რჩება.ტილოზე თავდაპირველად ქალი იყო გამოსახული, რომელიც შემდეგ წმინდანად გადახატეს: დაუხატეს პალმის ტოტები, საწამებელი ბორბალი და მხრებზე მანტიაც მოასხეს. ამ ტილოს “წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელი" უწოდეს.


როცა რესტავრატორებმა კვლევა განაგრძეს, აღმოჩნდა, რომ სულ თავდაპირველ ვარიანტში ქალს ფინია ეჭირა ხელში, თანაც რაფაელის დახატული მხოლოდ ქალი, პეიზაჟი და ცა იყო. დეტალები კი (სვეტები, პარაპეტი და ძაღლი) სხვა მხატვრის მიერ იყო შესრულებული.


სხვათაშორის, სწორედ ამ ტილოს შესასწავლად გამოიყენეს პირველად რენტგენი.


3.“ანჟელიუსი" - ჟან ფრანსუა მილე

imageამ ტილოს საიდუმლოს აღმოჩენა სალვადორ დალის სახელთანაა დაკავშირებული. მას მოსვენებას არ აძლევდა ის, თუ რატომ იდგნენ ეგზომ მწუხარე სახეებით ტილოზე გამოსახული ქალი და მამაკაცი. დალიმ თხოვნით მიმართა ლუვრის სპეციალისტებს, რათა მათ ეს ტილო შეესწავლათ. სპეციალისტები დათანხმდნენ და მართლაც, ზედა ფენის ქვეშ შიდა ფენაც აღმოაჩინეს, მასზე გამოსახული იყო მკვდარი ბავშვი, რომელსაც მინდორში ასაფლავებდნენ. მილეს მემუარების შესწავლისას გაირკვა, რომ ნახატის თავდაპირველ ვარიანტს ერქვა “ბავშვის დასაფლავება მინდორში", თუმცა ნახატი რომ კარგად გაყიდულიყო, მოგვიანებით მხატვარმა ის შეცვალა.


სალვადორ დალიმ კი ასეთი კომენტარი გააკეთა ამ აღმოჩენაზე: “მე ყოველთვის ვგრძნობდი სიკვდილს ამ ნახატზე."


4.მოხუცი კაცი სამხედრო კოსტიუმში-რემბრანდტ ვან რეინი

imageრემბრანდტიც, ისევე როგორც სხვა ცნობილი მხატვრები, უკვე დახატულ ტილოს ზოგჯერ ზემოდან გადაახატავდა ხოლმე. მკვლევარები დღემდე პოულობენ ასეთ მოჩვენება-ნახატებს, რომლებიც სხვა ნახატებსი მიღმა ცოცხლობენ.


ამ ტილოს გამოკვლევა პირველად 1968 წელს მოხდა, მაგრამ მისი დეტალური გამოკვლევა მხოლოდ 2015 წელს ჩატარდა ახალი ტექნოლოგიებით.


მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ ტილოზე მხატვრის მამაა დახატული. თუმცა, იმ ადამიანის ვინაობის დადგენა, რომლის პორტრეტიც ნახატის მიღმა აღმოაჩინეს, სპეციალისტებს უჭირთ.


5.ბალახის ნაჭერი-ვან-გოგი

image2008 წელს ბელგიელმა და ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა ვან გოგის ერთერთი ტილოს ქვეშ სავარაუდოდ გლეხი ქალის პორტრეტი ამოაჩინეს, რომელიც მოწითალო- მოყავისფრო ტონებითაა შესრულებული. ქალის ვინაობა უცნობია. მკვლევარების ვარაუდით, ვან გოგი ხელმოკლეობის გამო იძულებული გახდა, რომ უკვე შესრულებულ პორტრეტზე სხვა ნახატი დაეხატა.


6. ქალი ყარყუმით-ლეონარდო და ვინჩი

imageფრანგმა ინჟინერმა პასკალ კოტიემ აღმოაჩინა, რომ ცხოველი ამ ტილოზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ის მხატვარმა მოგვიანებით დახატა, თუ რატომ-მიზეზი უცნობია, თუმცა რამდენიმე ვერსია არსებობს.


ერთი ვერსიის თანახმად, ტილოზე აღბეჭდილია მილანელი ჰერცოგის საყვარელი. სწორედ ამ ჰერცოგის საგვარეულო ღერბზე იყო გამოსახული ყარყუმიც. მეორე ვერსიის თანახმად კი ტილოზე გამოსახული ქალი ორსულად იყო და ყარყუმი, რომელიც მას მუცელს უფარავს, სიწმინდეს და სიბრძნეს განასახიერებს.


ზოგიერთი ვარაუდით კი ეს ყარყუმი კი არა--ქრცვინია.


7.“მომხიბვლელი პოზა"-რენე მარგრიტი

imageეს ტილო ერთი პერიოდი უკვალოდ იყო დაკარგული, ვარაუდობდნენ, რომ ის ავტორმა გაანადგურა.


2013 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ერთმა თანამშრომელმა იეჭვა, რომ რენე მარგრიტის ტილო “პორტრეტის" ქვეშ სხვა გამოსახულება იმალებოდა. ნახტის ქვეშ მართლაც აღმოჩნდა გოგონას ტორსი დაკარგული ნახატიდან. დაიწყო დანარჩენი ნაწილების მებნა. ეს პროცესი 2017 წელს დასრულდა. დანარჩენი ფრაგმენტები სხვადასხვა მუზეუმებში, სხვა ტილოების ქვეშ აღმოჩნდა. თუმცა, პაზლი მაინც ვერ აეწყო, რადგან ამისთვის ყველა ზედ გადახატული გამოსახულება უნდა გაენადგურებინათ. ამიტომ ნახატი მხოლოდ ციფრული სახით აღადგინეს.


8.სჰევენინგენის ქვიშის ხედები-ჰენდრიკ ვან ანტონისენიimageრესტავრაციის დროს სპეციალისტებმა ამ ტილოს ლაქის ძველი ფენა მოაშორეს და ჰორიზონტზე ადამიანის გამოსახულება გამოჩნდა, რომელიც თთქოს იალქანს შესცქეროდა. სპეციალისტებმა მუშაობა განაგრძეს და გამოირკვა, რომ ტილოზე გამოსახული იყო ვეშაპი, რომელზეც ადამიანი იდგა, იალქანი კი ვეშაპის ფარფლი აღმოჩნდა.


9.მონა ლიზა-ლეონარდო და ვინჩი

imageეს ტილო კვლავ განაგრძობს ადამიანთა გაკვირვებას. ზედა ფენის ქვეშ კიდევ ორი პორტრეტი აღმოჩნდა.


მეცნიერები ორ ბანაკად გაიყვნენ. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს შედეგები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებენ შედევრის აღქმაზე, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ მკვლევარებმა მხოლოდ შემოქმედებითი პროცესი აღმოაჩინეს და რომ ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს ტილოზე.


1
2766
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2766
  
მონალიზას პირველი ,,ვერსია,, საოცარია
0 1 1