სიახლეები სიგარეტიდან თუთუნზე გადასული მწეველები 2019, 30 მაისი, 13:53
რამდენად იაფი უჯდება რიგით მწეველს თუთუნის მოხმარება სიგარეტთან შედარებით? საშუალო ხარისხის ფილტრიანი სიგარეტი დღესდღეობით დაახლოებით 5 ლარი ღირს. ამგვარად, თუ მწეველი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს მოიხმარს, მისი თვიური ხარჯი 150 ლარი იქნება. 100 გრამი საშუალო ხარისხის თუთუნის ფასი 5ლარიდან 8 ლარამდეა. იგივე დონის მწეველი თვეში დაახლოებით 700-800გრამ თუთუნს მოიხმარს, რაც თანხით მაქსიმუმ 65 ლარია. შედეგად, მივიღეთ ნახევარზე ნაკლები ხარჯი, რაც სიგარეტის მოხმარებისას გვქონდა.თუმცა, არის ვარაუდი, რომ დროთა განმავლობაში თუთუნის ფასიც დაიწყებს მომატებას, რაც სრულიადაც არაა უსაფუძვლო, რადგან მისი ამჟამინდელი ფასი რეალობას არ შეესაბამება.საქმე იმაშია, რომ ისევე როგორც, ფილტრიან სიგარეტზე, თუთუნზეც არსებობს აქციზის გადასახადი, რაც ამჟამად 35 ლარია, თუმცა მას რეალიზატორების უმეტესი ნაწილი არ იხდის.აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ თამბაქოს კონტროლის ალიანსში მუშაობენ აქციზის ფასის გაზრდაზე და ვარაუდობენ, რომ ის მინიმუმ 100 ლარი მაინც უნდა ღირდეს კილოგრამ თუთუნზე და ამასთან გამკაცრდება კონტროლი მის გადახდაზე.შესაბამისად, თუ ამჟამად თუთუნის საშუალო ფასი 100გრამი - 5-8 ლარია, ახლო მომავალში არაა გამორიცხული, რომ ის 15-18 ლარი გახდეს. ამ შემთხვევაში ზემოთ მოყვანილი მწეველის ხარჯის მაგალითის სურათი მნიშვნელოვნად შეიცვლება, კერძოდ, თვიური ხარჯი 65 ლარიდან გაიზრდება დაახლოებით 140 ლარამდე, რაც უკვე დიდად აღარ ჩამოუვარდება დაფასოებულ ფილტრიან სიგარეტზე ხარჯს( თვეში 150ლარი). P.s. თამბაქოს მოხმარება საზიანოა ჯანმრთელობისათვის, ამიტომ შეეცადეთ სიგარეტის ალტერნატივაზე კი არა, მის თავის დანებებაზე იფიქროთ. 485 3-ს მოსწონს
|