საქართველო რეალურად რა საფრთხეებს შეიცავს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის პრობლემის მოუგვარებლობა?! 2019, 30 მაისი, 12:50 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ერთ ერთი მნიშვნელოვანი რელიგიურ-კულტურული ცენტრია, რომელიც თბილისიდან 60-70კილომეტრში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპლექსის მცირე ნაწილი, კერძოდ, ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო მრავალმთის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების ტერიტორია სადავოა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის.საკითხის მოსაგვარებლად, 1996 წლიდან შექმნილია საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, თუმცა დღემდე პრობლემა მოუგვარებელია.ამა წლის 20 აპრილს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ოთხი დღით ჩაკეტეს.მოლაპარაკებების შედეგად, 25 აპრილს შეზღუდვა.მოიხსნა, თუმცა დროებით, ამ დროისათვის უდაბნოს მონასტრის მისასვლელი გზა კვლავ ჩაკეტილია. აღნიშნული პრობლემა მრავალმხრივ საგანგაშოა, კერძოდ: 1. საფრთხე ემუქრება ეროვნულ რელიგიურ-კულტურულ ცენტრს. 2.საფრთხე ემუქრება საქართველო-აზერბაიჯანის მჭიდრო სტრატეგიულ, ეკონომიკურ და მეგობრულ ურთიერთობებს. 3. ფარული საფრთხე, რომელიც აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუარესებას შეიძლება მოყვეს.იგულისხმება ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება.საქართველო სამყოფი გაზის 90%-ზე მეტს სწორედ აზერბაიჯანისაგან იღებს. ეს უკანასკნელი ფაქტორი შეიძლება აზერბაიჯანმა წინ წამოწიოს ურთიერთობების დაძაბვის შემთხვევაში, ამიტომ ხისტი და მკაცრი განცხადებებისგან, ვფიქრობ, თავი უნდა შეიკავოს საქართველოს ხელისუფლებამ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსიტყვოდ დავთმოთ წმინდა ადგილები. 98 1-ს მოსწონს
|