x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ძველი ეგვიპტის შესახებ

საიდუმლოებით და გამოცანებით მოცული ეგვიპის უძლიერესი ცივილიზაციისგან, ჩვენს თაობას, თითქმის, 5000 წელი აშორებს. დღეს, განვითარებული ტურიზმის ეპოქაში, უამრავი ადამიანი ჩადის ამ ქვეყანაში, რათა თავისი თვალით ნახოს გიზის პლატოზე აღმართული პირამიდები.


image
აქ, კი, ნაკლებად ცნობილ ფაქტებს გთავაზობთ ძველი ეგვიპტის ისტორიიდან, რომელიც, შესაძლებელია, გიდებმაც არ იცოდნენ, ან ამის თქმა საჭიროდ არ ჩათვალონ:



ძველეგვიპტელ ექიმებს შეეძლოთ ერთი ადამიანიდან – მეორეზე, ნებისმიერი ორგანოს გადანერგვა და მათ შორის, არც თავი იყო გამონაკლისი, რაც თანამედროვე მედიცინისთვის, ჯერ-ჯერობით მიუღწეველია. იმ დროს, ეგვიპტეში ადამიანის ორგანიზმის შესახებ უფრო ბევრი რამ იცოდნენ, ვიდრე ახლა – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, მუმიების კვლევის შემდეგ.


image


ორგანოების გადანერგვის გარდა, ექიმებს შეეძლოთ გულის შუნტირების ოპერაციის ჩატარება და სქესის შეცვლა.


ჯოსერის პირამიდას გარს 10 მ. სიმაღლის ქვის ალაყაფი ეკრა, რომელსაც 15 კარი ჰქონდა და ერთის გარდა, ყველა ჩაკეტილი იყო.


რამსეს II (დიდი) 100 ხარჭა და 8 ცოლი ჰყავდა.


მუმიფიცირების დროს, ადამიანის სხეულიდან ყველა შინაგან ორგანოს იღებდნენ, გულის გარდა. ძველი ეგვიპტელების წარმოდგენებში, გული სულის სამყოფელად ითვლებოდა.


image


კანონის წინაშე, ქალი და მამაკაცი თანაბარი იყო და ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, როგორც სწორები ისე მონაწილეობდნენ. მაგრამ, სოციალურ კიბეზე, მამაკაცი ბევრად უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ქალი.


ზუსტად ცნობილი არ არის, თუ ვინ დააზიანა გიზის პლატოზე მდებარე სფინქსის ქანდაკება, მაგრამ დამნაშავედ რელიგიური მოღვაწე სალიმ-ალ-დაჰრი ითვლება, რომელიც ჩადენილი ვანდალიზმის გამო 1378 წ. სიკვდილით დასაჯეს.


ძველ ეგვიპტეში ჯარისკაცები, პირდაპირი მოვალეობების გარდა, პოლიციის ფუნქციასაც ითავსებდნენ და ქვეყანაში წესრიგსაც ამყარებდნენ. გარდა ამისა, გადასახადებსის აკრეფაც მათ ევალებოდათ.


image


მსოფლიოში პირველი ანდერძი ფარაონი ხეფრენის ვაჟმა დაწერა, რომელიც ძვ. წ. აღრ. 2601 წ. გარდაიცვალა.


იმ დროს, რა თქმა უნდა, სატელეფონი კომუნიკაცია არ არსებობდა. ამიტომ, ეგვიპტელებმა ერთმანეთთან შეტყობინების გასაგზავნად მტრედების გამოყენება ისწავლეს.


ძველ ეგვიპტეში მდიდრები პარიკებს ატარებდნენ, დანარჩენები კი, თმას იწნავდნენ. ბიჭებს 12 წლის ასაკამდე თავს პარსავდნენ და მხოლოდ პატარა ნაწნავს უტოვებდნენ. ეს, იმ დროს, ტილების და რწყილებისგან დაცვის ყველაზე აპრობირებული მეთოდი იყო.


image


ალექსანდრე ფლემინგმა ანტიბიოტიკები XX საუკუნის 30-იან წლებში ობის სოკოს მეშვეობით აღმოაჩინა, ხოლო ძველ ეგვიპტეში ინფექციებს ობიანი პურით კურნავდნენ.


ფარაონები ყოველთვის ატარებდნენ თავსაფურავებს – ე. წ. «ნემესებს» და არასდროს აჩვენებდნენ სხვა ადამიანებს საკუთარ თმას.


როგორც ცნობილია, ეგვიპტე ლუდის სამშობლოა. მაგრამ, ცოტა ხნის წინ, არქეოლოგებმა იქ ღვინის სარდაფი აღმოაჩინეს, რომელიც ძვ. წ. აღრ. IV-I სს. არის დათარიღებული.



image


ფარაონებს შორის რეკორდსმრნი პეპი II იყო. ის ტახტზე 6 წლის ასაკში ავიდა და როგორც ერატოსთენე წერდა, მას 100 წლამდე, მხოლოდ 1 საათი დააკლდა. რაც იმას ნიშნავს, რომ პეპი ფარაონის ტიტულს 94 წ. ატარებდა. მართალია, ვიდრე თავად შეძლებდა მოვალეობის შესრულებას, მის ნაცვლად ამას დედა, ბიძა და დები აკეთებდნენ, მაგრამ, ფაქტი, ფაქტად რჩება, – ის ეგვიპტის მმართველი ყველაზე დიდი ხნის მანძილზე იყო.


პეპი II სიახლოვეს, ყოველთვის იყვნენ თაფლწასმული მონები, რომ ფარაონი ბუზებს არ შეეწუხებინა. ასე ბუზებიც დანაყრებულები იყვნენ და ფარაონიც კმაყოფილი იყო. მონების აზრი, ფაქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არავის აინტერესებდა.


იმ პერიოდში, მაკიაჟს როგორც ქალები, ისე მამაკაცები ატარებდნენ. ეს იყო შავი ან მწვანე ფერის ლაინერი, რომელშიც დიდი რაოდენობით ტყვიას და სპილენძს შეიცავდა. ითვლებოდა რომ, ის გალამაზების გარდა, სახეს მზისგან, ხოლო თვალებს ინფექციისგან იცავდა.


image


ცხელი კლიმატური პირობების გამო, ბავშვები 10 წლამდე, შიშვლები დადიოდნენ. იმ დროს, მამაკაცის სამოსი ქვედა ბოლო იყო, ხოლო ქალის – კაბა.


ძველი ეგვიპტელების აზრით, დედამიწა ბრტყელი და წრიული იყო, ხოლო მის ცხნტრში ნილოსი მიედინებოდა და მას შუაზე ჰყოფდა.


იმ ეპოქაში, ფარაონი ვალდებული იყო, რომ ტაძრებში უმაღლესი ქურუმის ფუნქცია შეესრულებინა. მაგრამ, რადგან მას ყველა ტაძარში მისვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მის მოვალეობას მთავარი ქურუმი ასრულებდა.


imageimageimageimageimageimageimage








1
2262
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2262
  
2019, 4 ივნისი, 14:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1