x
image
ზოგადი განათლება
''2019 წლის გეოგრაფიის გამოცდაზე არაპროგრამული საკითხებიც მოვა'' - რა საკითხები დაემატა გამოცდას?
2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე გეოგრაფიის საკითხებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები დაემატა. ეს ნიშნავს იმას, რომ აბიტურიენტს შეიძლება გამოცდაზე ისეთი საკითხი შეხვდეს, რომელიც ამ დროისთვის აქტუალურია, თუმცა სახელმძღვანელოში შეტანილი არ არის.



image

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე ახალგაზრდებს ურჩევს, თვალი ადევნონ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე მოვლენებს, რომ საკითხში უკეთ გარკვევა შეძლონ.




„ჩვენ მოგეხსენებათ ვეყრდნობით ეროვნულ სასწავლო გეგმას, და იქ ერთ-ერთი უნარი არის ინფორმაციის მოძიება, სამწუხაროდ ასეთი პრობლემაა ჩვენს რეალობაში, რომ წიგნი როდესაც გრიფირებას იღებს, მერე 7-8 წლის განმავლობაში მისი განახლება არ ხდება და უახლესი ინფორმაციები არ არის ხოლმე ასახული. მაგალითად, შარშან იყო კითხვა „ბრექსითის“ შესახებ, ეს არის გლობალური მასშტაბის მოვლენა. ანუ, ევროკავშირს რომ სწავლობენ, მასთან მიმართებაში შესაძლებელია ამ საკითხზე მსჯელობა. ვთქვათ, შეიძლება, რომელიმე სახელმწიფო გაწევრიანდეს, რომელიმე გამოვიდეს ევროკავშირიდან, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები წესით ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად უნდა გაიარონ. ჩვენი მიზანია, რომ ისეთი მოქალაქეები გავზარდოთ, რომლებსაც ცხოვრების პულსზე უჭირავთ ხელი და ყველა აქტუალური საკითხი იციან. ეს ეხება მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც შედის ეროვნულ სასწავლო გეგმაში: ევროკავშირი, ნატო და ა.შ.





„ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა და სანამ ახალი სახელმძღვანელოები გამოვა, ღმერთმა ქნას, რომ ნატოს ან ევროკავშირის წევრები გავხდეთ და ხომ არ ვასწავლით ისევ ძველ ინფორმაციას?! იგივე საქართველსოთან მიმართებაში, მაგალითად, ბოლო აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა სახელმძღვანელოში 4 მილიონ-ნახევარია, რეალურად ახალი მონაცემების მიხედვით კი 3 მილიონ 700 ათასია. აბიტურიენტებმა მსგავს მნიშვნელოვან საკითხებს უნდა მიადევნონ თვალი. წესით და რიგით მასწავლებელთან ერთად უნდა მსჯელობდნენ მე-11 კლასში, როცა გლობალურ გეოგრაფიას გადიან და დისკუსიები ჰქონდეთ ხოლმე სწორედ ასეთ აქტუალურ საკითხებზე“, – ამბობს დავით გოგელიძე




0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0