ქალი და მამაკაცი 8 მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებთ სიყვარულში 2019, 29 მაისი, 19:13 მარტო ხართ? სიყვარულში არ გიმართლებთ? გაინტერესებთ რა გეშლებათ?
ჭკვიანი გოგო "სწერვაა", სექსუალური გოგო სულელი, მხიარული ბიჭი ცანცარაა და მოთამაშე, ბიჭი, რომელიც ფლირტაობს, კაზანოვა, რომელიც არ ფლირტაობს, უინტერესო, სერიოზულ ტიპებთან კი ძალიან გწყინდებათ. პრობლემა მათში კი არა, თქვენშია. პერფექციონიზმი დამღუპველია. ნუ ეცდებით თვისებების გამო შეიყვაროთ ადამიანი, თვისებები დროთა განმავლობაში იცვლება. ეცადეთ ადამიანი შეიყვაროთ და მერე მისი ნაკლი აღარ გაგაღიზიანებთ. დოსტოევსკი წერდა, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ადამიანი ისეთი როგორიც არის, ის უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრა. ჩვენ ყველას გვაქვს ნაკლი, ეცადეთ განსაზღვროთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული პარტნიორში და, ზოგადად, პარტნიორობაში, სია 5 პუნქტამდე დაიყვანეთ ამ 5 პუნქტში იმედია მოხვდება ის ფაქტიც, რომ ერთმანეთი გეყვარებათ ისეთები, როგორებიც ხართ.
7. საქმეს იჭერთ ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც სულ სხვა ინტერესები აქვთ მაგალითად, თქვენ ოჯახი და დაფუძნება გსურთ და ამ დროს ხვდებით ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ გართობის მეტი არაფერი არ აინტერესებს, ოცნებობს მოგზაურობაზე, თავგადასავლებში გახვევაზე და სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ არის. ან კიდევ ბევრი ქალის ყოლა გსურთ ერთად და ამ დროს პაემანზე იბარებთ ქალს, რომელიც იცით, რომ არის მონაგამი. ინტერესების თანხვედრა თუ არ მოხდა, ვერ მოხდება პიროვნებების თანხვედრაც. თქვენ საერთო მიზნები და საერთო მსოფლმხედველობა უნდა გქონდეთ (დაახლოებით მაინც), ერთი გზით უნდა მიდიოდეთ, სხვანაირად ორივე გზას ასცდებით და თუ ურთიერთობა მაინც შედგა, მერე ერთმანეთს დაადანაშაულებთ ამაში მთელი ცხოვრება. 8. შესაფერისი პარტნიორის ადგილს აკავებთ თქვენ ხვდებით ადამიანს, გყავთ შეყვარებული, ქმარი, ცოლი, რომელიც იცით, რომ არ შეგეფერებათ, რომლის გვერდითაც კიდევ სხვა ადამიანზე ოცნებობთ, თუმცა მარტოდ დარჩენის გეშინიათ, კომფორტის ზონიდან გასვლის გეშინიათ (მიზეზებს მოძებნით ოხრად) და არ შორდებით. თქვენ გვერდით ადგილი დაკავებულია, თანაც თქვენი საკუთარი ნებით, რას ვიზამთ… ისიც სხვაგან მოძებნის ადგილს…. ასევე დაგაინტერესებთ:15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდესქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიანარ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სიყვარული დიდხანს გასტანს14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდებადღეს დილით გოგოს შევხვდი, რომელიც წლების წინ მიყვარდა…სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები. 7664 შეფასება არ არის
|