x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტაჯ-მაჰალი -მსოფლიოს მერვე საოცრება

imageimageimage
image ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1632 წელს და გრძელდებოდა 21 წელიწადი.აშენების ბრძანება იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა გასცა.ეს ყველაფერი მან მის საყვარელი მეუღლის მუმთაზ-მაჰალის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც მშობიარობის დროს დაიღუპა.მშენებლობაზე 20 ათასი მუშა იყო დაკავებული.ტაძრის მთავარი არქიტექტორი უსტად აჰმედ ლაჰაური იყო.დამხმარე -თურქი არქიტექტორი ისა მუჰამედ ეფენდი.ტაძარი განთავსებულია აგრეში(ინდოეთი), მდინარე ჯამრას სანაპიროზე.ტაძარი 5 გუმბათიანია, გარშემო 4 მინარეთით, რომლებიც მსუბუქად არიან დახრილები.ტაძრის შიგნით მავზოლეუმია განთავსებული.იქ არიან დასაფლავებული იმპერატორი და მისი მეუღლე.წინ ბაღია, აუზი და შადრევანი.შიდა კედლები ნახევრად გამჭვირვალე მარმარილოსგანაა ნაგები, რომელიც 300 კილომეტრის მანძილიდან მოჰქონდათ.კედლებში ჩატანებულია მალაჰimageიტის, ფირუზის და სერდოლიტის ქვები.მარმარილო დღის სინათლეზე თეთრი ფერისაა, განთიადისას ვარდისფერი, ხოლო მთვარიან ღამეს ვერცხლისფერი...ტაჯ-მაჰალი მუსულმანური სამყაროს მარგალიტად ითვლება და შეყვანილია იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.მის სანახავად ყოველწლიურად 3-იდან 5 მილიონამდე ტურისტი დადის და გვარიანი შემოსავალი მოაქვს ინდოეთის ღარიბი ბიუჯეტისათვის.ტაჯ-მაჰალი შეყვანილია აგრეთვე თანამედროვე მსოფლიოს 7 საოცრებაში.

0
2386
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0