შინაგან საქმეთა სამინისტრო “ ქურდული სამყაროს " წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აცხადებს.
![როგორ ართმევენ ბიზნეს წილებს ქურდული
გარჩევებით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019052819061382646.jpg)
დააკავეს ე. წ. ქურდული სამყაროს წევრები და ასევე ის პირები რომლებიც მიმართავენ მათ საქმის გასარჩევად.
ყატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები.
![როგორ ართმევენ ბიზნეს წილებს ქურდული
გარჩევებით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019052819063882646.png)
გამოძიებით დადგინდა რომ ერთერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნესპარტნიორთან, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით დახმარებისთვის მიმართა 2 ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს, და კრიმინალური გავლენის გამოყენებით დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.
![როგორ ართმევენ ბიზნეს წილებს ქურდული
გარჩევებით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019052819065782646.png)
ისინი შეხვდნენ ბიზნესპარტნიორს, მივიდნენ ერთერთი ქურდის სახელით, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ზაალ მახარობლიძე, მეტსახელად “ გლეხოვიჩის " სახელით. და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დატოვება მოსთხოვეს.
მოლაპარაკებები სატელეფონო საუბრებით გრძელდებოდა.
![როგორ ართმევენ ბიზნეს წილებს ქურდული
გარჩევებით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019052819071882646.png)
“ გლეხოვიჩმა" ქურდული წესების მიხედვით, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სამართალდამცველებმა 3 ბრალდებული საკუთარ სახლებში დააკავა. პოლიციამ ბინების ჩხრეკისას ამოიღო
ცეცხსასროლი იარაღი - აკ 74.ის მოდელის ავტომატი.
“ არალის" მოდელის პისტოლეტი.
ავტომატის 21 საბრძოლო ვაზნა.
კომპიუტერული ტექნიკა და ტელეფონები რომლითაც საზღვარგარეთ კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ.
2018 წლიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 5 კანონიერი ქურდი, დაკავებულია ქურდული სამყაროს 39 წევრი. ხოლო გარჩევებისათვის მიმართვისათვის 32 წევრი.
ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად კი დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული 141 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 10 კანონიერი ქურდი.
ასევე დააინტერესებთ
რა მოხდა სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძის ტერაქტის დროს, ეს იყო МИ 24 რუსული ვერტმფრენი
![როგორ ართმევენ ბიზნეს წილებს ქურდული
გარჩევებით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019052819084082646.jpg)
გულაგების ციხის აჯანყების მეთაური, ჭაბუა ამირეჯიბი
![როგორ ართმევენ ბიზნეს წილებს ქურდული
გარჩევებით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019052819101282646.jpg)
ჭაბუა ამირეჯიბის, უდიდესი საზოგადო მოღვაწის გაქცევა ციხიდან
![როგორ ართმევენ ბიზნეს წილებს ქურდული
გარჩევებით image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201905/2019052819110682646.jpg)