x
image
Teklamaisuraze
ჭაბუა ამირეჯიბის, უდიდესი საზოგადო მოღვაწის გაქცევა ციხიდან
საბჭოთა ხელისუფლებისგან თავის დაღწევის მიზნით, შეიქმნა იატაკქვეშა გაერთიანება, “ თეთრი გიორგი ". ჭაბუა აამირეჯიბიც ამ ორგანიზაციის წევრი იყო. ძირითადად ახალგაზრდობა ვიყავით. 20 - 30 წლისები. კაგებემ მალე გამოავლინა ეს ორგანიზაცია “ თეთრი გიორგი" მისი ლიდერი მუსტაფა შელი აყვანისას მოკლეს, ხოლო ჭაბუა სხვა წევრებთან ერთად ციხეში მოათავსეს.

image

ეს მისი პირველი გამოცდა იყო. სასტიკად აწამეს, რომ სხვა წევრებიც დაესახელებინა, სასტიკად ნაწამებმა ჭაბუამ ღიმილით ახედა ოფიცერს და უთხრა “ არაფერი გამოგივა მოქალაქე გამომძიებელო".

image


უნარკოზოდ ამომაძრეს კბილები. გული რამდენჯერმე წამივიდა. მერე დამანებეს თავი. დადგა სასამართლოს დროც, მოსამართლე მეკითხება რომ გაგანთავისუფლოთ რას გააკეთებო. რაც გამიკეთებია ისევ იმასო .

ჭაბუას 25 წელი მიუსაჯეს. მაგრამ პროკურორმა განაჩენის გამკაცრება დახვრეტა მოითხოვა.

45 დღე და ღამე ელოდა სიკვდილმისჯილთა საკანში სიკვდილის დღეს. ღამე ვიღაც ყვიროდა, სპეციალურად აყვირებდნენ, პატიმრებზე ფსიქოლოგიურად რომ ემოქმედათ. საერთოდ კაგებეში წამებების მთელი ოქტავა ჰქონდათ. შეგიყვანდნენ, კუთხეში მიგაბრუნებდნენ, ცალ ფეხზე იდექი სანამ არ წაიქცეოდი . მორიგეები იცვლებოდნენ . ეგ ერთი, მერე თავდაყირა ჩამოკიდება და ზომბებით ცემა, მერე თითებში ფანქრების ჩადება და მოჭერა. კარცერში ჯდომა და ასე, სხვა .

image

პროკურორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და 25 წელი მიუსაჯეს შრომა გასწორების კოლონიაში. თავისი სასჯელის მოხდა თბილისიდან დაიწყო. საიდანაც მალე ციმბირში უნდა გადაესახლებინათ. ჭაბუამ გადაწყვიტა გაქცეულიყო და ეს უნდა მომხდარიყო მანამ სანამ ციმბირის გზას გაუყენებდნენ. სწორედ ამ ადგილიდან იწყება მისი გაქცევების ისტორია.

image

“ თეთრი გიორგის " წევრები ვინც დახვრეტას გადაურჩა აქ მიაყუჩეს, მე ყველაფერი წინასწარ მქონდა გამზადებული, ჩემს მეგობარს ვთხოვე პასპორტი და ბილეთი ეშოვნა, მოვუშვი წვერი, რომელსაც უშუალოდ გაქცევისას გავიპარსავდი. შევისწავლე ყველა მოძრაობა ბანაკში.და გასაქცევად მოხერხებული ადგილიც ვიპოვნე . მზადებას 4 თვეს მოვუნდი. " - ჰყვება თავად.

თუმცა რაც პირველი მან გააკეთა თავის მეგობარ მხატვარს სთხოვა მკერდზე დახატა წმინდა გიორგის დიდი სვირინგი.

image

1945 წლის სექტემბერი იყო, თითქმის ყველაფერი მზად ჰქონდა, მხოლოდ საბუთები აკლდა რომელიც უნდა მიეტანა მის მეგობარს კოლონიაში .

საუზმის შემდეგ ჭაბუა თავისი სამალავის შესამოწმებლად სარდაფში შევიდა.

“ აი აქ მქონდა სამალავი, ეს გრძელია, შიგნით მქონდა საპარსი და ტანსაცმელი . რომ შემოვედი დავინახე კაცი გამოძვრა . დაუარე აქედან იქედან, ოთარ მაჩიტაძეა, ორთაჭალელი ქურდი, ბეხაია.

image

- ეს რამეები შენიაო.

- კი მეთქი.

- მიდიხარო?

-კი.

მეც წამიყვანეო. რა უნდა მექნა, გამხელილი იყო. დაცვა რომ შეიცვლება მაშინ გაჩვენებ გასასვლელს თქო. შენ არავის დაელაპარაკო, თქო. სანამ ჩვენ სადილად ჩაგთიყვანეს და სხვების დათვლა დაიწყეს, კარების გასახსნელად ატმეჩკები მივეცი, უცებ ჩემი ნივთები ავიღე, გავისაპნე, გამოვიცვალე . დაცვა 20 წუთში შეიცვლებოდა . მაგრამ მან გამოსვლისას კარი არ გამოიკეტა . ამით სინათლე შევიდოდა და მალე მიხვდებოდნენ. "

image

გაიქცნენ და მალევე ისინიც გამოედევნენ. კაგებეს შეატყობინეს . ჭაბუას გეგმით გაქცეულებს მტკვარი უნდა გადაეცურათ, ორიოდე კმ. უნდა ევლოთ და ხელახლა გადმოეცურათ. და ევლოთ თბილისისაკენ. ეს იმიტომ რომ ძაღლებს კვალი არ აეღოთ.

image

“ როდესაც მტკვარს მივადექით, გავიძრე რაც მეცვა, ქამრით თავზე დათიმაგრე, რომ არ დამსვნლებოდა, შემოვბრუნდი და მეუბნევა ბეხაია, ცურვა არ ვიციო.

- ორთაჭალაში გაზრდილმა ცურვა როგორ არ იცი მეთქი . შემოდი წყალი პატარაა გიშველი მეთქი. დამყვა.

გავედით, ჩავიცვით, ვირბინეთ და ისევ უკან გადმოვცურეთ. გასროლის ხმა გაისმა, ეს განგაშის ხმა იყო. "

ამ საქმეში ოპერები იყვნენ ჩართული და ისინი მთელ ქალაქში ეძებდნენ გაქცეულებს.

“ ქალაქში რომ დავბრუნდით ბეხაიამ თქვა კუკიაზე ძმაკაცები მყავს და იქნებ რაღაცა საბუთები ქონდეთო. მივედით ბარე ხუთნი შეგროვდნენ. ომი ახალი დამთავრებული იყო ხალხს უჭირდა, მაინც ღვინო და რაღაცეები გაჩნდა. საბუთები კი არავის აღმოაჩნდა. "

image

“ იღბალი ბედისწერითაა თანდაყოლილი, ბედისწერა და წერათ მწერალი მწამს, მხოლოდ იღბლის წყალობით გადავრჩი გაქცევის დღეს სამგზის ჩავარდნის."


0
490
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0