კონფლიქტები როგორ ართმევენ ბიზნეს წილებს ქურდული გარჩევებით 2019, 28 მაისი, 19:14 შინაგან საქმეთა სამინისტრო “ ქურდული სამყაროს " წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აცხადებს.
დააკავეს ე. წ. ქურდული სამყაროს წევრები და ასევე ის პირები რომლებიც მიმართავენ მათ საქმის გასარჩევად.
ყატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები.
გამოძიებით დადგინდა რომ ერთერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნესპარტნიორთან, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით დახმარებისთვის მიმართა 2 ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს, და კრიმინალური გავლენის გამოყენებით დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა. ისინი შეხვდნენ ბიზნესპარტნიორს, მივიდნენ ერთერთი ქურდის სახელით, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ზაალ მახარობლიძე, მეტსახელად “ გლეხოვიჩის " სახელით. და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დატოვება მოსთხოვეს. მოლაპარაკებები სატელეფონო საუბრებით გრძელდებოდა. “ გლეხოვიჩმა" ქურდული წესების მიხედვით, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა. სამართალდამცველებმა 3 ბრალდებული საკუთარ სახლებში დააკავა. პოლიციამ ბინების ჩხრეკისას ამოიღო ცეცხსასროლი იარაღი - აკ 74.ის მოდელის ავტომატი. “ არალის" მოდელის პისტოლეტი. ავტომატის 21 საბრძოლო ვაზნა. კომპიუტერული ტექნიკა და ტელეფონები რომლითაც საზღვარგარეთ კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. 2018 წლიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 5 კანონიერი ქურდი, დაკავებულია ქურდული სამყაროს 39 წევრი. ხოლო გარჩევებისათვის მიმართვისათვის 32 წევრი. ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად კი დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული 141 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 10 კანონიერი ქურდი. ასევე დააინტერესებთ რა მოხდა სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძის ტერაქტის დროს, ეს იყო МИ 24 რუსული ვერტმფრენი
გულაგების ციხის აჯანყების მეთაური, ჭაბუა ამირეჯიბი
500 შეფასება არ არის
|