სხვა რაში გვეხმარება სიცილი და როგორ გამოიყურება ჩვენი ბედნიერების ჰორმონი 2019, 28 მაისი, 11:18 ![]() ჰიუგო აბობდა: „სიცილი – მზეა, ის ადამიანის სახიდან განდევნის ზამთარს“. და მართლაც! ღიმილი ხომ ბედნიერების დაბადების უტყუარი ნიშანია. გაცნობის, კომპლიმენტების, სასიამოვნო შეხვედრის დროს ვიღიმებით, რადგან თავს ვგრძნობთ ბედნიერეად. გარდა ამისა, სხვების მიმართ ღიმილით გამოვხატავთ ჩვენს კარგ დამოკიდებულებას მის მიმართ. მსოფლიოს ყველა ერში ღიმილი ეფექტური და უნივერსალური საშულებაა პოზიტივისთვის. ყველასათვის საყვარელი მსახიობი იური ნიკულინი თვილდა, რომ "ოდნავი გაღიმებისას ორგანიზმში აუცილებლად კვდება ერთი მიკრობი" ! ![]() სან-ფრანცისკოში, ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლებმა ღიმილის 19 ტიპის დიაგნოსტირება შეძლეს და მოახდინეს 2 კატეგორიად მათი კლასიფიცირება:
![]() თერაპიათა შორის ერთ–ერთი საუკეთესო ეფექტი ხომ ღიმილს აქვს? არსებობს მოძღვრება სიცილის შესახებ - გ ე ლ ო ტ ო ლ ო გ ი ა. “გელოს” ბერძნულად სიცილს ნიშნავს. გეოლოტოლოგიის ფუძემდებლად ამერიკელ ჟურნალისტს, ნორმან კაზინსს მიიჩნევენ. 70-იანი წლების დასაწყისში ის ძვლების მძიმე სნეულებით ავადობდა. მიუხედავად ამისა, კაზინსმა სიკვდილს გულიანად დასცინა, თანაც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - რამდენიმე კვირის განმავლობაში განუწყვეტლივ უყურებდა კომედიებს და... განიკურნა! მაშ ასე, რაში გვეხმარება სიცილი: ![]() 1. აძლიერებს იმუნურ სისტემას სიცილი აუმჯობესებს არა მარტო ფსიქიკურ, არამედ, ფიზიკური ჯანმრთელობასაც. როდესაც იცინით, ირგანიზმი მოშვებულია, სადღაც ქრება დაძაბულობა და მცირდება სტრესი. 2. ავარჯიშებს ფილტვებს სიცილის დროს აკეთებთ ღრმა, ხანგრძლივ ჩასუნთქვებს და მოკლე ამოსუნთქვებს. ამ დროს, ვარჯიშდება ფილტვები და იშლება სრულად. აგრეთვე, თავისუფლდება დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი „სიბინძურისგან“. აუმჯობესებს ფილტვებში სისხლის მიწოდებას. 3. ავარჯიშებს პრესს სპეციალისტებმა დაითვალეს, რომ დღეში 15 წთ სიცილი ცვლის 30 წუთიან ფიზიკურ ვარჯიშს 3-ჯერ კვირაში. 4.გეხმარებათ განტვირთვაში სიცილის მერე, სხეულის კუნთები სრულიად მოდუნებულია, რაც ტოლფასია 30-40 წთ-იანი დასვენებისა. 5. სიცილი აჯანსაღებს გულს 10 წუთიანი სიცილი დაბლა სწევს არტერიულ წნევას. 6. სახის კანის „მასაჟი“ ხშირად გაიგონებთ, რომ სიცილი იწვევს ნაოჭებს სახეზე. სინამდვილეში, კი კოსმეტოლოგები სიცილს ერთგვარ „ფეის-ბილდინგს“ ანუ სახის ვარჯიშშსაც უწოდებენ. ის ამკვრივებს სახის ნაკვთებს, აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას. 7. სიცილი იწვევს ბედნიერებას უფრო სწორედ, სიცილის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი – ენდორფინი. ეს ჰორმონი კი გათავისუფლებთ სტრესისგან და ტკივილისგან. ... მეცნიერებმა შეძლეს, რომ ვიზუალურად ეჩვენებინათ, თუ რა პროცესი მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში, როცა ის ბედნიერია. ამაში უმთავრეს როლს ჩვენ მიერ გამომუშავებული ნივთიერება - ენდორფინი თამაშობს, რომლის გამომუშავებაც თავის ტვინში ხდება. სხვაგვარად ამ ნივთიერებას „ბედნიერების ჰორმონსაც“ უწოდებენ. და ის ასე გამოიყურება: ![]() აუცილებლად გაიღიმეთ და ღიმილის მიზეზიც გამოჩნდება ! ![]() 120 შეფასება არ არის
|