ივენთები თორი - ღირსებისა და სიმამაცის სიმბოლო 2019, 27 მაისი, 16:18 მოქუფრული ციდან ტიტებივით მოკრეფილი, კონად შეკრული ჭექა-ქუხილის თაიგულით ხელში შეაბიჯა თორმა სიფის ოთახში… ჟღალი წვერიდან იოდმანგადუმის, მიდგარდის გველის, გესლი უწვეთავდა და სევდანარევი ღიმილით შეჰყურებდა თავის ღვთაებასა და ერთადერთ სიყვარულს… თორი სიმბოლოა ღირსებისა და სიმამაცის, მასშია სუბლიმირებული იდეალები, თორი ის ღმერთია, რომელიც კაცობრიობას არ დაუმსახურებია, მაგრამ მიდგარდის მცველი მაინც დაუღალავად იცავს ადამიანთა მოდგმას… კაცობრიობიობის დასაცავად ქალად გადაცმულიც შეპარულა იოტუნებთან, რომელთა მეფემაც მიოლნირი მოიპარა და პოსეიდონის სამყოფელში, ზღვის უსასრულობაშიც დაკარგულა იოდმანგადუმის მოსაძებნად, ასგარდელი ჯუჯების ნაჭედი უროთი ხელში დაუმარცხებია სიბოროტე... ორი დიალექტიკური პოლუსიდან, ის ყოველთვის სიკეთის მხარეს იბრძოდა და ალბათ ვიკინგებიც ამიტომ შეჰნატროდნენ მასთან ერთად ვალჰალაში ლუდის დალევას… თორის მითოლოგიური პერსონაჟი კომიქსებშიც მეტამორფოზდა… მართალია, ოდნავ შეცვლილი ვიზუალით, მაგრამ მისი იდეა და სიმბოლიზირებული სახე უცვლელად გადმოიტანა სტენ ლიმ. “უსასრულობის ომში” გაჟღერებული ფრაზა თორის პერსონაჟის ფუნდამენტურ მახასიათებლებზე უსვამს ხაზს, ის კაცის იდეალური სახეა და პლატონის იდეათა სამყაროშიც, ალბათ, კაცი თორის პროტოტიპი იქნებოდა… ამ ღმერთის კომიქს-დებიუტი 1962 წელს შედგა, როცა ის კომიქსში “მოგზაურობა მისტერიაში” გამოჩნდა. თორის პერსონაჟის მეტამორფოზირების ისტორიოგრაფია ათწლეულებს ითვლის, საბოლოოდ კი ჩვენ მივიღეთ ზუსტად ისეთი თორი, როგორიც მითოსური აზროვნების ადამიანსაც კი მოეწონებოდა, რომელსაც თორი მხოლოდ გონებაში ჰყავდა დახატული… ღირსების იდეა საგნობრიობაშია მოქცეული და ერთადერთი, ვისაც მატერიალიზებული ღირსების ხელში აწევა შეუძლია - თორია… კომიქსების ფურცლებიდან კინოთეატრების ეკრანებზეც გადავიდა ოდინის ვაჟი და მემკვიდრე და გადავიდა ისე, რომ მარველის კომიქს-სამყაროში ყველაზე საპატიო ადგილი დაიკავა. დაჯდა მეფეებისთვის განკუთვნილ ტახტზე და იმედითა და სიყვარულით აავსო მაყურებელი. 2011 წლიდან გვაქვს მისი ხილვის ბედნიერება და იმედია მომავალშიც არ დაივიწყებენ ამ საპატიო პერსონაჟს… მითოლოგიურ და კომიქსების სამყაროს თორს შორის არის განსხვავებები, თუმცა თორი იდეაა, იდეა კი უკვდავია… ასგარდისკენ მიმავალ გზაზე, დიდებითა და პატივით მიაბიჯებს თორი წისარტყელისფერ ხიდზე და დედამიწაზე დატოვებულ სიყვარულს იხსენებს, რომელსაც პირობა მისცა რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა... 31 მაისს „მარველის მოყვარულები“ „მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექციის შევსებას უკვე თორის ფიგურითა და ისტორიით, ე.წ. storytellers-ით შეძლებენ. 3 მაისიდან, „მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტი „მარველის“ ოფიციალური 12 სუპერგმირის საკოლექციო ფიგურის ისტორიასთან ერთად გამოცემას გულისხმობს. წიგნი-ჟურნალი მოიცავს საინტერესო ფაქტებსა და ძირითად ისტორიებს თითოეული სუპერგმირის შესახებ, ესენია: ადამიანი-ობობა; რკინის კაცი; თორი; კაპიტანი ამერიკა; დედპული; შავი პანტერა და სხვა. საკოლექციო ფიგურა ისტორიასთან ერთად გამოვა 2 კვირაში ერთხელ. შესაძლებელია სუპერგმირების გამოწერაც. 2 ივნისს 14:00 საათზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება „მარველის“ „ქოსფლეი“, სადაც ყველაზე ორიგინალური „ქოსფლეის“ ავტორს გადაეცემა „მარველის“ ოფიციალური სუპერგმირების სრული კოლექცია ე.წ. storytellers-თან და ჰალკის ფიგურასთან ერთად. ღონისძიებაზე ისაუბრებენ „მარველის“ გმირებსა და ანტიგმირებზე. იქნება მუსიკა და შესაძლებელი იქნება სახის მოხატვა. 146 2-ს მოსწონს
|