x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თბილისში ღვინის მოყვარულების შეჯიბრი იწყება
ღვინო

წითელი, ნახევრადტკბილი, მშრალი, თეთრი, ვარდისფერი... - ასორტიმენტისაკმაოდ მრავალფეროვანია და არჩევანი კი თქვენზეა.


თანამედროვე მსოფლიოში ერთი რამ კი ცხადია - ღვინო ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე ადამიანების დიდი ნაწილი ყოველ საღამოს ვახშამს მცირე რაოდენობით ღვინოს აყოლებს.


ის იდეალურია ხასიათის გასაუმჯობესებლად, დაღლილობის მოსახსნელად, მოსადუნებლად...



ღვინო არ კარგავს აქტუალობას, მაგრამ წლებთან ერთად იცვლება პოპულარული ღვინის სახეობები.


სხვადასხვა ეპოქაში ღვინოც სხვადასხვანაირიიყო. ანტიკურ სამყაროში ღვინოში მაღალ შაქრიანობას აფასებდნენ. ამიტომაც ძველბერძნული და რომაული ღვინოები მაღალი სპირტიანობით გამოირჩეოდა. ასეთ ღვინოებს ლიქიორისებრი კონსისტენცია ჰქონდა. რომში ზოგიერთ ღვინოს ხილფაფის სისქე ჰქონდა. ეს, ფაქტობრივად, ღვინის კონცენტრატი იყო.


იცვლება ღვინის სტილიც. მაგალითად, ბურგუნდიული თეთრი ღვინო, რომელსაც ლუი XIV სვამდა XVII საუკუნის ბოლოს, ცოტა რამით ჰგავდა თანამედროვე თეთრ ბურგუნდიულს. სტილები ხანდახან უფრო სწრაფადაც იცვლება ხოლმე.


მაგალითად, მსოფლიოში, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ძლიერი, მუხით გაჯერებული წითელი ღვინოები იყო მოდაში, დღეს კი უფრო მეტად ჯიშურ ან ადგილის გემოებს ეძებენ და უფრო ელეგანტურ ღვინოებს აფასებენ, ვიდრე - ძლიერ, მუხით გადავსებულს.


70-80-იანი წლების საქართველოში წარმოებული თეთრი კლასიკური ღვინოები, მაგალითად, წინანდალი, ცოტა უფრო მეტად დაჟანგული იყო, ვიდრე ახლანდელი წინანდლები.


საქართველოშიც, სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირი ღვინო ფასობდა. ვახტანგ VI-სა და ვახუშტი ბატონიშვილის ეპოქაში ძალიან აქებდნენ ნაზ ღვინოს, ატენურს, რომელიც, შეიძლება ითქვას, ცქრიალა ღვინის ერთ-ერთი პროტოტიპია მსოფლიოში.


ასე იცვლებოდა ღვინის სახეობები წლების მსვლელობასთან ერთად, თუმცა ერთი რაც უცვლელი დარჩა. ღვინოს არც ერთ ეპოქაში დაუკარგავს აქტუალობა. თანამედროვე ადამიანები ხშირად იწონებენ თავს ღვინის სახეობების კარგი ცოდნით.


სწორედ მათთვის, საკუთარი შესაძლებლობების გამოსაცდელად, დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და საჩუქრების მისაღებად Allwine.ge ახლადგახსნილ მაღაზიაში, რომელიც კანდელაკის N7-ში მდებარეობს, ღვინის მოყვარულებისთვის ბრმა დეგუსტაციასა და გათამაშებას გამართავს.


დეგუსტაციაზე, რომელიც ორშაბათს, 3 ივლისს გაიმართება, ექვსი სახეობის ღვინო იქნება წარმოდგენილი. დეგუსტაციის მონაწილეების მიზანია გამოიცნონ, თუ რომელი სახეობის ღვინო გასინჯეს. თუ მონაწილე სამი ღვინიდან ერთის გამოცნობას შეძლებს, საჩუქრად ALLWINE.GE-ს ფასდაკლების ვაუჩერს მიიღებს, რომლითაც შეეძლება ისარგებლოს ღვინოებზე 20%-იანი ფასდაკლებით.


თუ სამიდან ორი ღვინის გამოცნობას შეძლებს, საჩუქრად კომპანია "ზანგაურას" ღვინო გადაეცემა. სამივე ღვინის გამოცნობის შემთხვევაში მონაწილეს საჩუქრად გადეცემა ბოთლი რჩეული ღვინო და ALLWINE.GE-ს ღვინის კლუბის წევრობა.


ბრმა დეგუსტაცია 18:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.


სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ივენთი ბმულზე

0
45
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0