განათლება სექტემბრიდან მე-7 კლასს ახალი სასწავლო საგანი დაემატება 2019, 27 მაისი, 15:59 „სამოქალაქო განათლების სწავლების კუთხით დაგეგმილია არაერთი ცვლილება, მათ შორის მაგალითად ის, რომ წელს უკვე მე-7 კლასში შევა ახალი საგანი მოქალაქეობა. ამჟამად მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ პრაქტიკულად სამოქალაქო განათლება ყველა კლასში ისწავლება. ეს არის მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სკოლის გაძლიერებაზე და მოსწავლის ღირებულებითი ნაწილის განვითარებაზე“, – ამბობს ირინა აბულაძე მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი საგნის ფარგლებში მე-7 კლასელი ბავშვები, ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოებს, დასავლურ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებს და სხვა საკითხებს გაეცნობიან. „მე-7 კლასიდან იწყება საბაზო საფეხური, შესაბამისად საკითხები იქნება დაწყებული სამართლებრივი, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან, სახელმწიფო მოწყობით დამთავრებული, ასევე საქართველოს მიმართება ევროკავშირთან და დასავლურ ქვეყნებთან. ბავშვები გაიგებენ რა ვალდებულებები გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებასთან, გაეცნობიან ისეთ საკითხებს როგორიცაა მოქალაქეობა, რა არის მათი პასუხისმგებლობები. მისაღწევ შედეგებში ასევე არის გათვალისწინებული ის, რომ ადამიანი, ამ შემთხვევაში მოსწავლე, არის პიროვნება და უნდა გააცნობიეროს მის ირგვლივ არსებული რეალობა, განსხვავებულობა რაც ხდება საზოგადოებაში რელიგიური, ეთნიკური თუ სხვადასხვა კუთხით, უნდა იცოდეს რა არის ტოლერანტობა. ეს საკითხები ძალიან ბევრი ახალი პროექტის დანერგვის შესაძლებლობას მისცემს სკოლებს და რაც მთავარია, გაზრდის თანამშრომლობის კულტურას სკოლის დონეზე. ხელს შეუწყობს ძალადობის და აგრესიული დამოკიდებულებების აღმოფხვრას განსაკუთრებით თინეიჯერებში“, – აღნიშნავს ირინა აბულაძე. 87 1-ს მოსწონს
|