ივენთები თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „მარველის“ „ქოსფლეი“ გაიმართება 2019, 27 მაისი, 15:33 2 ივნისს 14:00 საათზე „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „მარველის“ „ქოსფლეი“ გაიმართება. „ქოსფლეი“, ანუსაყვარელიფილმებისადათამაშისგმირებივითგამოწყობაბოლოდროინდელიჰიტია.გამომცემლობა „პალიტრა L“ „მარველის“ მოყვარულებს წიგნის ფესტივალზე „მარველის“ სუპერგმირების „ქოსფლეიზე“ იწვევს. საუკეთესოკოსტიუმის, „ქოსფლეის“ ავტორს გადაეცემა „მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია ისტორიებთან ერთად, ასევე„ჰალკის“ფიგურა და 50-ლარიანი ვაუჩერი გამომცემლობა პალიტრა L-ის წიგნებზე. ჩაცმულობაუნდაშეიცავდესმარველისპერსონაჟებისთვისდამახიათებელერთელემენტსმაინც. გამარჯვებულ„ქოსფლეის”გამოავლენსკომპეტენტურიჟიური. ღონისძიებაზე გაიმართება საუბრები „მარველის“ გმირებსა და ანტიგმირებზე. სპიკერები იქნებიან: ვლოგერიირაკლიკეკელია, სუპერგმირებისისტორიებისმთარგმნელიგიორგიკიკაბიძე. ღონისძიებაზე იქნება მუსიკა, ფოტოსესია, შესაძლებებლი იქნება სახის მოხატვა. შეგახსენებთ, რომ 3 მაისიდან, „მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტი „მარველის“ ოფიციალური 12 სუპერგმირის საკოლექციო ფიგურის ისტორიასთან ერთად გამოცემას გულისხმობს. ისტორიები მოიცავს საინტერესო ფაქტებსა და ძირითად ამბებს თითოეული სუპერგმირის შესახებ, ესენია: ადამიანი-ობობა; რკინის კაცი; თორი; კაპიტანი ამერიკა; დედპული; შავი პანტერა და სხვა. საკოლექციო ფიგურა ისტორიასთან ერთად გამოდის 2 კვირაში ერთხელ. შესაძლებელია სუპერგმირების გამოწერაც. 31 მაისს „მარველის მოყვარულები“ „მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექციის შევსებას უკვე თორის ფიგურითა და ისტორიითშეძლებენ. ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/624384991401648/ 7 3-ს მოსწონს
|