x
image
ტორნადო07
7 პასუხი 7 ჰიპოტეტურ კითხვაზე
1)რა იქნებოდა დედამიწა 2-ჯერ დიდი რომ იყოს?image

ჩვენი პლანეტის დიამეტრი 16000 კმ. რომ იყოს მაშინ მისი მასა 8-ჯერ გაიზრდებოდა, და მიზიდულობის ძალა 2-ჯერ უფრო ძლიერი იქნებოდა. ყველა არსებული ცოცხალი ორგანიზმი დაიღუპებოდა თავისი წონის გამო და დედამიწაზე ახალი ცოცხალი ორგანოზმები გაჩნდებოდნენ.

2)რა იქნებოდა დედამიწაზე ადამიანის მსგავსი კიდევ ერთი სახეობა, რომ არსებობდეს?

image



თუ დედამიწაზე იარსებებდა ადამიანივით განვითარებული და ტექნოლოგიურად აღჭურვილი სხვა სახეობა, ჩვენს შორის მუდამ იქნებოდა ომი პირველობისთვის. ათასობით წლის შემდეგ თუ ვერავინ გაიმარჯვებდა მაშინ ჩვენ ან შევეგუებოდით ერთმანეთს ან დავიწყებდით ერთმანეთის იგნორირებას.

3)რა იქნებოდა გიგანტურ ასტეროიდს დინოზავრები, რომ არ გაენადგურებინა?image

თუ დინოზავრები არ განადგურდებოდნენ სავარაუდოდ დღეს ისინი იქნეოდნენ დომინირებადი არსებები და არა ადამიანები ან სავარაოდოა, რომ ადამიანები საერთოდ არ გაჩენილიყვნენ.

4)რა მოხდება დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი ერთდროულად რომ ახტეს?image

ერთდროული ახტომა აიძულებდა დედამიწას გადაადგილებულიყო გრადუსის მეასედით.

5)რა მოხდებოდა მთვარე რომ არ არსებობდეს?image

მთვარის ჩამოყალიბებისას ის დედამიწასთან უფრო ახლოს იყო, და შესაბამისად ზღვის მოქცევაც ბევრად ძლიერი იყო ვიდრე დღეს. ზღვის მოქცევები ქმნიდა წინაპირბას სიცოცხლის წარმოქმნისათვის. მის გარეშე არ იარსებებდა სიცოცხლე ან ცოცხალი ორგანიზმები გამოიმუშავებდნენ უკიდურესად განსხვავებულ ქცევის მოდელებს რათა შეგუებოდნენ 6 საათიან დღეს და ექსტრემალურ კლიმატურ ცვლილებებს, რომელიც იარსებებდა დედამიწაზე მთვარის გარეშე.

5)რა იქნებოდა ადამიანები 2-ჯერ ჭკვიანები, რომ იყვნენ?image

ასეთ შემთხვევაში ექსპერტების აზრით ჩვენ უფრო განვითარებული ვიქნებოდით ინდივიდუალურ დონეზე, ვიქნებოდით უფრო ჯანმრთელები და ლამაზები, მაგრამ მიუხედავად ამისა კონკრეტულ ადამიანებს შორის მაინც იარსებებდა განსხვავება და საზოგადოება იქნებოდა ისეთივე კონფლიქტური როგორც დღეს.

6)რა იქნებოდა დედამიწაზე ყველა კატა რომ დაღუპულიყო?image

როგორც კვლევები ამტკიცებს კატების გარეშე დედამიწას მალევე დაიპყრობდნენ მღრღნელები. ისინი შეჭამდნენ ხორბლის მთელს მარაგებს, დედამიწაზე გავრცელდებოდა უამრავი სახის დაავადება და განადგურდებოდა ყველა ფრინველი, რომელიც ხმელეთზე ბუდობს.

7)რა მოხდებოდა რომ არ გადაშენებულიყვნენ ნეანდერტალელები?image

ნეანდერტალელების გადარჩენის შემთხვევაში სავარაუდოდ ისინი იაზროვნებდნენ ისევე, როგორც ადამიანები და მოხდებოდა ასიმილაციის პროცესი, საიდანაც წარმოიშვებოდა ნაჯვარი სახეობები.

6
553
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
553
  
2012, 5 დეკემბერი, 19:19
კაი სტატიაა
2012, 23 ივლისი, 16:46
კაი სტატია გამოვა... ვიმუშავებ მაგაზე :D
2012, 23 ივლისი, 16:21
რა იქნებოდა სააკაშვილი რომ არ დაბადებულიყო? აბა ამაზე გამეცით პასუხი:)))
2012, 23 ივლისი, 16:17
მადლობთ :)
2012, 23 ივლისი, 16:04
კარგია +1
0 1 6