მოვლენები ბარბადოსელმა მომღერალმა საკუთარი ბრენდი სახელწოდებით "Fenty" შექმნა ( + ფოტოები და ვიდეო ) 2019, 24 მაისი, 13:51 ბარბადოსელმა მომღერალმა, 31 წლის რიანამ პარიზის ძვირად ღირებული ბრენდების მაღაზიებს კიდევ ერთი ლამაზი და მოდური ბუტიკი შემატა, სახელწოდებით "რიანა".პოპ - ვარსკვლავმა საკუთარი ბრენდი დააარსა, რომელსაც "Fenty" უწოდა.ეს სახელწოდება ბარბადოსელის გვარის იდენტურია.პოპ - ვარსკვლავის სრული სახელი და გვარია რობინ რიანა ფენტი. რიანას ბრენდი მოიცავს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის სხვადასხვა სტილს, ფეხსაცმელებს, სუნამოებს, აქსესუარებს, პირველ ეტაპზე რიანას კოლექცია იმიტირებული რაოდენობით გაიყიდება, ხოლო ბაზრის ათვისების შემდეგ კი მომღერლის დიზაინის ნამუშევრების სერიულ წარმოებაშიც ჩატარდება. ეს იყო ბრენდის მწარმოებელი კომპანიის უმთავრესი პირობა. 31 წლის მომღერალმა პროექტზე ისეთ კორპორაციასთან ითანამშრომლა, რომელიც "ლუი ვუიტონისა" და სხვადასხვა დიზაინერულ ბრენდებს ფლობს.პირველ მომხმარებელს მაღაზია "ფენტმა" უკვე გუშიდან უმასპინძლა. რაც შეეხება ონლაინ მაღაზიას, ის 29 მაისიდან ამუშავდება. ბოლო ერთი წელია, ვარსკვლავი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და პარიზი მისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.ინტერვიუში მომღერალმა და აწ უკვე დამწყებმა დიზაინერმა აღიარა, რომ მისი შთაგონების წყარო იყო "new luxury fashion line". 149 3-ს მოსწონს
|