სიახლეები საქართველოში 3 თვეში 415 889 ვიდეო-ჯარიმა გამოიწერა - ლიდერი ქვეყანა დარღვევების თვალსაზრისით 2019, 23 მაისი, 23:20 შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2019 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ქვეყნის მასშტაბით 16 301 060 ლარის ოდენობის 415 889 ვიდეო-ჯარიმა გამოიწერა.
ვიდეო ჯარიმების რაოდენობით პირველ ადგილზე - თბილისი, მეორეზე - კახეთი, მესამეზე ადგილზე კი - აჭარა. დედაქალაქში დამონტაჟებულმა სამეთვალყურეო კამერებმა იანვარში, თებერვალსა და მარტში 279 875 საჯარიმო ფაქტი დააფიქსირეს, რაც ჯამში 10 258 120 ლარს შეადგენს. ყველაზე მეტი - 40 192 ვიდეო-ჯარიმა თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ფიქსირდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული ჯარიმების ადრესატებმა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების დროს ქალაქის ამ მონაკვეთში საგზაო მონიშვნის წესები დაარღვიეს. თბილისის შემდეგ ვიდეო-ჯარიმების რაოდენობით ლიდერობს იმერეთი. აქ, 2019 წლის პირველ კვარტალში 37 268 ვიდეო-ჯარიმა დაფიქსირდა, რამაც თანხობრივად 1 507 450 ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ვიდეოჯარიმების ყველაზე მცირე რაოდენობით გურია გამოირჩევა. აღსანიშნია, რომ გურიის მასშტაბით ვიდეოჯარიმები მხოლოდ ოზურგეთში დაფიქსირდა. სულ 2 772, საიდანაც ბიუჯეტში გადასახდელი თანხა 147 400 ლარია. გთავაზობთ ვიდეო ჯარიმებისა და მათგან ბიუჯეტში გადასახდელი თანხის რაოდენობას რეგიონების მიხედით. 2019 წლის I კვარტალი: აჭარა - 34 564 ვიდეო ჯარიმა - 1 276 750 ლარი. ოზურგეთი - 2 772 ვიდეო ჯარიმა - 147 400 ლარი. თბილისი - 279, 875 ვიდეო ჯარიმა - 10 258 120 ლარი. იმერეთი - 37 268 ვიდეო ჯარიმა - 1 507 450 ლარი. კახეთი - 7 591 ვიდეო ჯარიმა - 398 390 ლარი. მცხეთა-მთიანეთი - 4 551 ვიდეო ჯარიმა - 258 000 ლარი. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 13 316 ვიდეო ჯარიმა - 686 500 ლარი. სამცხე ჯავახეთი - 8 357 ვიდეო ჯარიმა - 430 650 ლარი. ქვემო ქართლი - 17 486 ვიდეო ჯარიმა - 1 028, 250 ლარი. 288 შეფასება არ არის
|