განათლება „ბიბლუსი გალერეაში“ ალეკო შუღლაძის ახალი წიგნის - „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ წარდგენა გაიმართება 2019, 22 მაისი, 16:20 ![]() 23 მაისს, „ბიბლუსის“ დაბადების დღეს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის #7) ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი მწერლის, ალეკო შუღლაძის ახალი წიგნის - “ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ წარდგენა გაიმართება. წიგნს წარადგენენ: „პალიტრა L-ის” მთავარი რედაქტორი: მაია ალუდაური; პოეტი: შოთა იათაშვილი; მწერალი: ოთარ ჯირკვალიშვილი; წიგნის რედაქტორი: ლია თოფურია დ ა ტელეჟურნალისტი: მარიამო ჯანელიძე. ალეკო შუღლაძე გახლავთ პირველი ქართველი მწერალი, რომელიც ბალიზე, აზიის წამყვან კულტურულ-ლიტერატურულ ფესტივალ - UBUD WRITERS & READERS FESTIVAL-ზე მიიწვიეს. მისი რომანი - „გადამალვა“ 2017 წელს პრემია „საბას“ მფლობელი გახდა ნომინაციაში - „წლის საუკეთესო რომანი“. ![]() „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ წარდგენაზე 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/387290798537109/ 7 2-ს მოსწონს
|