იყავით ყურადღებით! პერიოდულად ყველას წარმოექნება მუცელთან დაკავშირებული პრობლემა, მაგრამ მათ შორის გარკვეული სიმპტომები შეიძლება ნიშანი იყოს რაღაც უფრო სერიოზულისა, ვიდრე მხოლოდ ტკივილია.
თუ აქ ჩამოთვლილი ტკივილებიდან რომელიმეს განიცდით, მიმართეთ ექიმს! ეს საჭიროა იმისთვის, რათა კვლავ შეძლოთ ნორმალურად დატკბეთ ცხოვრებით და მუშაობით.
1. სპაზმი მუცლის ქვედა ნაწილში.
lightwavemedia/Shutterstock
თუ მუცლის ხანგრძლივ ტკივილს თან სდევს მუცლის შებერილობაც, გაზები და ნაწლავების მოქმედების ცვლილება- დიარეა ან შეკრულობა, ეს შეიძლება იყოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
(გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მუცლის ტკივილთან დაკავშირებული ნაწლავის დისფუნქციით. ტკივილი ხშირად მსუბუქდება დეფეკაციით და ზოგჯერ თან ახლავს მუცლის შებერვა. ტკივილის მიზეზის ასახსნელად არ არსებობს სტრუქტურული პათოლოგია. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ხდება მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 15%ში.)
„გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი წარმოადგენს ერთ -ერთ ყველაზე გავრცელებულ კუჭ-ნაწლავის ფუნქციის აშლილობას, რომლის დიაგნოსტირება შეუძლია გასტროენტეროლოგს“, - ამბობს ლოურენს ჯ. ბრენდტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდდაცვის სისტემაში გასტროენტეროლოგიის განყოფილების დამსახურებული ხელმძღვანელი.
ეს ძირითადად ქალებს ემართებათ. მიუხედავად იმისა რომ მიზეზი უცნობია, კვლევების ნაწილი აჩვენებს, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ადამიანებს უკიდურესად მგრძნობიარე მსხვილი ნაწლავი აქვთ. ექიმი ბრენდტის თქმით „გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომმა არ უნდა გამოიწვიოს წონის დაკარგვა ან სისხლდენა. თუ ეს მოხდა, მაშინ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს".
2. ტკივილი და სპაზმები მუცელში რექტალურ სისხლდენასთან ერთად.
iStock/champja
მუცლის ტკივილის ეს ნიშნები ხშირად მიუთითებს ნაწლავების ანთებით დაავადებებზე.ნაწლავების ანთება მდგომერეობის აღმნიშვნელი საერთო ტერმინია.
ნაწლავის ანთებითი დაავადება არის ქრონიკული ანთება, რომელიც მოიცავს მთლიან საჭმლის მომნელებელ სისტემას ან მის ნაწილს. ძირითადი ნაწლავის ანთებითი დაავადებებია წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება. ორივეს ახასიათებს მწვავე ფაღარათი, ტკივილი, სისუსტე და წონაში დაკლება. ნაწლავის ანთებითმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს დაუძლურება და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.
წყლულოვანი კოლიტი არის ნაწლავის ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს ხანგრძლივ წყლულებს მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის ამომფენ ზედაპირზე.
კრონის დაავადება იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენი გარსის ანთებას. კრონის დაავადების დროს, ანთება ხშირად ღრმად ვრცელდება დაზიანებულ ქსოვილებში ანთება შეიძლება შეგვხვდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა ნაწილებში.
კოლაგენური კოლიტს და ლიმფოციტურ კოლიტს აგრეთვე მიაკუთვნებენ ნაწლავის ანთებით დაავადებებს, თუმცა ისინი განსხვავდებიან კლასიკური ნაწლავის ანთებითი დაავადებებისგან.
3. გულძმარვა: მწვავე ტკივილი მუცლის ცენტრში.
iStock/nebari
ეს გრძნობა ძალიან გავრცელებულია ცხიმიანი საჭმლის ირთმევის შემდეგ.
გულძმარვა არის წვის, მჟავე წვენის ამოტყორცნის შემაწუხებელი შეგრძნება, რომელიც მკერდის ძვლის უკან წარმოიშობა. დადგენილია, რომ გულძმარვის მიზეზია საყლაპავის გაღიზიანება კუჭის მჟავა შიგთავსით. მოგეხსენებათ, კუჭში განუწყვეტლივ გამომუშავდება მჟავა რეაქციის წვენი. სიმძიმის ძალის წყალობით ის თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიემართება. კუჭის შიგთავსის უკუამოტყორცნას ხელს უშლის საყლაპავის ქვედა ნაწილში, მისი კუჭში გადასვლის ადგილას არსებული კუნთოვანი მომჭერი - სფინქტერი. საყლაპავიდან კუჭისკენ საკვების გადაადგილებისას სფინქტერი იღება, მერე კი იხურება. თუ სფინქტერის ტონუსი დაქვეითდა, ის სათანადოდ ვეღარ იხურება ან დროდადრო თავისთავად იღება, კუჭის შიგთავსი კი უკან, საყლაპავში ადის.
ამ უკუდენას რეფლუქსი ეწოდება და გულძმარვის მიზეზიც სწორედ ის არის. გულძმარვა საკმაოდ ხშირია. ის ამერიკის მოსახლეობის 10%-ს აღენიშნება. გულძმარვას უჩივის ორსულთა 50%. ეპიზოდური გულძმარვა საშიში არ არის, ქრონიკული კი შესაძლოა სერიოზული დისკომფორტის მიზეზად იქცეს. ქრონიკული გულძმარვა ხშირად გასტროეზოფაგური (კუჭ-საყლაპავის) რეფლუქსური დაავადების გამოვლინებაა.დაახლოებით 60 მილიონი ამერიკელი განიცდის ასეთ ტკივილს მუცელში დაახლოებით თვეში ერთხელ. სიტყვა „მწველი“, აღნიშნავს დოქტორი ბრანდი, ჩვეულებივ შეესატყვისება მწარე გემოს პირში.
არის თუ არა გულძმარვა წყლულის სიმპტომი? დიახ, არის, თუმცა ამ შემთხვევაში გულძმარვას რიგი თავისებურება ახასიათებს:
- წყლულის დროს გულძმარვა ძლიერდება, როცა კუჭი ცარიელია;
- გულძმარვისა და წვის შეგრძნება შემაწუხებელია შუაღამისას და ადრიან დილით, რის გამოც ავადმყოფს ხშირად ეღვიძება;
- წყლულის დროს წვის შეგრძნება ლოკალიზებულია მკერდის ძვლის ქვემოთ, ხოლო რეფლუქსის დროს - მკერდის ძვლის უკან, გულმკერდში;
- რეფლუქსის დროს წოლისას მდგომარეობა უარესდება, წყლულის დროს არ იცვლება.
თუ გულძმარვა პერიოდულად ჩნდება, სანერვიულო არაფერია, მაგრამ ქრონიკული გულძმარვას თუ არ უმკურნალებთ, შეიძლება მივიდეს საჭმის მონელების ქრონიკულ დარღვევასთან.
4. ნაღვლის კენჭები: დისკომფორტი ჭიპის გარშემო.
iStock/greg801
თუ მუცლის ეს ტკივილი თან ერთვის ბეჭის არეში ყრუ ტკივილს, და თითქოს ძლიერდება ცხიმიანი საჭმლის მიღების შემდეგ, შესაძლოა ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის მიზეზით იყოს.
ნაღველკენჭოვანი დაავადება (იგივე ქოლელითიაზი) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭების (ე.წ. ნაღვლის კონკრემენტების) გაჩენით. ნაღვლის კენჭები გახლავთ კრისტალური სტრუქტურები, რომლებიც შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს როგორც ერთეული, ისე მრავლობითი სახით და არა მარტო ნაღვლის ბუშტში, არამედ ღვიძლსა და ნაღვლის სადინარებშიც განლაგდეს.
ქოლელითიაზი შეიძლება დაემართოს ყველას, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, თუმცა შედარებით იშვიათია ბავშვებსა და მოზარდებში და ძირითადად, 40 წლის ზემოთ ემართებათ.
თუ თქვენ 40 წელზე მეტი ასაკის ქალბატონი ბრძანდებით და შვილები გყავთ, მეტი რისკის ქვეშ იმყოფებით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ესტროგენის ამოფრქვევა, რაც ხშირად გვხვდება ორსულობისას, შეუძლიათ გამოიწვიონ ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნა.
ეს ნამცეცა ქვები, რომლებიც ნაღვლის ბუშტში წარმოიქმნებიან, შესაძლოა მრავალი წელი შეუმჩნეველი დარჩნენ და როგორც წესი, უმტკივნეულო, თუ არ გაეჭედნენ ნაღვლის სადინარებში, გვიხსნის დოქტორი ბრენდტი.
5. წყლული: ყრუ, მწველი ტკივილი მუცელში, რომელიც მსუბუქდება საკვების ან ანტაციდების მიღებისას.
iStock/skhoward
ესაა განმასხვავებელი ნიშნები წყლულოვანი დაავადებისა მუცლის შებერილობის, უმადობის და წონის დაკარგვასთან ერთად.
წყლულოვანი დაავადება ან კუჭის ლორწოვანი გარსის წყლული ან წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილისა წოველ წელს ნახევარ მილიონ ამერიკელს ემართება. და მიუხედავად ამისა, რომ თქვენ ალბათ გსმენიათ, ისინი სტრესით არაა გამოწვეული.
პეპტიკური წყლული — პეპტიკური წყლული მრგვალი ან ოვალური ფორმის იარაა, რომელიც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე კუჭის წვენისა ან საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედებით წარმოიშობა.
- პეპტიკური წყლული შეიძლება განვითარდესჰელიკობაქტერიით ინფიცირების შედეგად ან იმ პრეპარატების მიღების შემდეგ, რომლებიც ასუსტებენ კუჭის და თორმეტგოჯას ლორწოვანს
- წყლულით გამოწვეული დისკომფორტი პერიოდულად ჩნდება და ქრება
- დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის ჩივილებს კუჭის ტკივილზე და კუჭის ზონდით გამოკვლევის (ენდოსკოპია) შედეგებს
- ანტაციდები და სხვა წამლები ინიშნება კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებლად, ხოლოანტიბიოტიკები - ჰელიკობაქტერიის ელიმინაციისთვის.
წყლული პენეტრირდება კუჭის ან თორმეტგოჯას ამომფენ გარსში. გასტრიტი შესაძლოა გადაიზარდოს წყლულში.
გასტრიტი — კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. მათი გამომწვევი მიზეზი და კლინიკური ნიშნები, ანუ დამახასიათებელი ჩივილები, შეიძლება განსხვავებული იყოს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.
6. დივერტიკულიტი: უეცარი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.
iStock/twinsterphoto
თუ ეს ტკივილი მუცელში გაზებთან ერთად წარმოიქმნება, შესაძლოა ეს ნიშანი იყოს დივერტიკულიისა.
ეს ასაკოვან ადამიანებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საკმაოდ გავრცლებული დაავადებაა.
დივერტიკულური დაავადება და დივერტიკულიტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ის მდგომარეობებია, რომლებიც აზიანებენ მსხვილ ნაწლავს.
ნაწლავის კედელზე ვითარდება მცირე ზომის გამოზნექილობა ან ჯიბე (დივერტიკულა), რომელშიც შემდგომ ვითარდება ანთება ან ინფექცია.
დივერტილულური დაავადების სიმპტომებია:
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
- შებერილობის შეგრძნება.
ამ მდგომარეობის მქონე ადამიანთა უმეტესობას საერთოდ არ აღენიშნებათ სიმპტომები და ეს ცნობილია, როგორც დივერტიკულოზი.
დივერტიკულიტის სიმპტომები უფრო სერიოზულია და მოიცავს:
- მუცლის უფრო ძლიერ ტკივილს, განსაკუთრებით მარცხენა მხარეს
- მაღალ ტემპერატურას (სიცხეს) 38ºC ან მეტი
- დიარეაან ნაწლავების ხშირი მოძრაობა.
დოქტორი ოზი ამბობს, რომ ეს ხშირად შედეგია ჩვენი არაჯანსაღი კვებისა.
7. აპენდიციტი: მწვავე ტკივილი მუცლის ქვედა მარჯვენა ნაწილში.
მუცლის ასეთი ტკივილი შეიძლება აპენდიციტს ნიშნავდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცოტა გაციებთ, არ შეგიძლიათ ტუალტში ნორმალურად გასვლა, გაქვთ შეკრულობა ან დიარეა.
აპენდიციტი – დაავადება, რომელიც ხასიათდება სწორი ნაწლავის ჭიისებრი წანაზარდის (აპენდიქსის) მწვავე ანთებით. გამოიყოფა დაავადების მიმდინარეობის მწვავე და ქრონიკული ფორმები.
iStock/deeepblue
თუ აპენდიციტი გაქვთ, ტკივილი როგორც წესი ყოველთვის გაძლიერდება მოძრაობისას, ღრმა სუნთქვისას, ჩახველებს და დაცემინებისას, ხელის დაჭერისას მტკივნეულ ადგილზე.
დაავადება წარმოიშობა ნაწლავის წანაზარდში ფეკალური მასის დაკავებით, რაც იწვევს მის გადახრას. აპენდიციტის მიზეზები ზრდასრულებსა და ბავშვებში არის:
- ჭიისებრი წანაზარდის დახშობა;
- ინფექციური დაავადებები(მუცლის ტიფი, ტუპერკულოზი);
- ხშირი ყაბზობა;
- სისტემური ვასკულიტი;
- ხორცის ჭარბი რაოდენობით მიღება;
- საკვებში მარცვლეულის ჭარბად გამოყენება.
თუ არ მოხდება აპენდიციტის დროულად მოშორება, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები: მუცლის ღრუს აბსცესი;
ფილტვის არტერიის ტრომბოემბოლია; თეძოს ვენების ტრომბოფლებიტი;
პერიტონიტი; აბსცესი ღვიძლში; კარის ვენის ჩირქოვანი ანთება.
შესაძლოა ლეტალური შედეგი.
თქვენთვის ნაცნობია რომელიმე სიმპტომი? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში. თუ თვლით, რომ სტატია საჭირო ინფორმაციას მოიცავს, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
იხილეთ ასევე:
მეხსიერების აღდგენის პერსპექტიული აღმოჩენა გააკეთეს მეცნიერებმა ელექტროობის დახმარებით. სიბერის გამო დაკარგული მეხსიერების აღდგენა (დროებით მაინც) შესაძლებელი იქნება ტვინში უმტკივნეულო მოკლე ელექტროიმპულსების გაშვების საშუალებით. უკვე რამოდენიმე კვლევამ გააკეთა დემონსტრირება იმისა, რომ
ფეხზე პოდაგრის მოშორების ეს მეთოდი მოგვითხრო ქალმა, რომელიც კარგად იცნობს პრობლემას. 30 წელი საოპერაციო განყოფილებაში ის მედდად მუშაობდა. მაგრამ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თუ მოუვლით ფეხს, ატარებთ სწორ ფეხსაცმელს, არ დატვირთავთ ტერფს ზედმეტად, გააკონტროლებთ სხეულის წონას და არ
ხშირად გიბუჟდებათ ხელები? თითებში ჩხვლეტებს გრძნობთ? ფრთხილად, ეს სერიოზული დაავადებების სიმპტომებია. არსებობს ხელის დაბუჟების შვიდი მიზეზი, წერს пишет Entrate de algo. აუცილებლად დაიმახსოვრეთ ისინი. 1. გაფანტული სკლეროზი. ეს დაკავშირებულია თავის და ზურგის ტვინის ზედაპირზე ნერვული გარსის
გსურთ ბავშვი სწრაფად გამოჯანმრთელდეს? რა ჩავაწვეთოთ სურდოს დროს? დავუთბილოთ თუ არა ფეხები? რა წამლები მივაღებიოთ? ამის შესახებ გვესაუბრება ევგენი ოლეგის ძე კომაროვსკი. მწვავე რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე გავრცელებული - სურდოა. დაავადების ყველანაირი გამოვლინება - ტემპერატურის მომატება, სველი
ტკივილი, კრუნჩხვები, სპაზმი _ მენსტრუაციის დროს ქალების უმრავლესობა განიცდის სხვადასხვა სიმძიმის ტკივილს და დისკომფორტს. საბედნიეროდ, უსიამოვნო შეგრძნებები უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია შემცირდეს ან სრულიად გაქრეს საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებებით. გამოიყენეთ სათბურა გა...