x
მეტი
  • 14.12.2024
  • სტატია:138809
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512459
კაცის სიხარბე

image

- მამი, მამი, მომიყევი რა, ზღაპარი! - ეხვეწებოდა პატარა ალექსანდრე მამას.
- ჰო, შვილო, ახლავე!

image

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელიც ტყეში დადიოდა, ჩიტებს იჭერდა, ჩასვამდა გალიაში, გაიტანდა ბაზრობაზე, ყიდდა და ამით ირჩენდა თავს. ერთ დღეს, როდესაც ტყეში შევიდა, უცებ ძალიან ლამაზი ჩიტი მოფრინდა და ხეზე დაჯდა. კაცს გაუხარდა, ის იყო უნდა დაეჭირა, რომ ჩიტმა ენა ამოიდგა და უთხრა: - ძალიან გთხოვ, ჩიტებს ნუ გვერჩი. თუ შემპირდები, რომ აღარ ინადირებ, რასაც მთხოვ აგისრულებო.

კაცმა იფიქრა, ერთ ჩიტს თუ დავკარგავ, არაფერია, მოდი დავუჯერებო.

- მე დურგალი ვარ, ვაკეთებ კარ-ფანჯრებს, მაგიდებს, სკამებს, კარებს, ხის თოჯინებს, ხის ჩიტებს და ა.შ. არაფერი იარაღი არ მაქვს, რომ ჩემს ხელობას მივყო ხელიო.


ჩიტი გაფრინდა. როდესაც კაცი სახლში დაბრუნდა, დახვდა ყველაფერი, რაც ინატრა. მალე გაითქვა სახელი, ყველა მასთან მოდიოდა. გავიდა დრო. ერთ დღეს პატარა ხის ჩიტი გააკეთა და გაახსენდა, თუ როგორ იჭერდა ჩიტებს. გადაწყვიტა ისევ ისე ტყეში წასულიყო. ერთი ძალიან ლამაზი ჩიტი დაიჭირა და ბაზარზე გაყიდა. სახლში როდესაც დაბრუნდა, ყველაფერი დამტვრეული და განადგურებული დახვდა. რაღას იზამდა, ვეღარც ტყეში ნადირობდა და ვეღარც სადურგლო საქმეებს აკეთებდა. ძალიან გაღარიბდა და სიღარიბესა და შიმშილში დალია სული.

- მამი, მამი, ეს ხომ ოქროს თევზის ზღაპარს ჰგავს?

- ჰო, შვილო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩიტია თუ თევზი. image
მთავარია, სიკეთე გააკეთო, რომ სიკეთით დაგიბრუნდეს. თუ ცუდ საქმეს გააკეთებ, ცუდადვე შემოგიბრუნდება, დაიმახსოვრე ეს ძველი ანდაზა: ”რასაც დასთეს, იმას მოიმკი”.

პატარა ალექსანდრეს ტკბილად ჩაეძინა. ესიზმრა, თითქოს სახლში ოქროს თევზიც ჰყავდა და ის ლამაზი ჩიტიც. ადგა, ორივე გაანთავისუფლა. თევზი მდინარეში გაუშვა, ჩიტი - ჰაერში და კმაყოფილი დაბრუნდა სახლში. დილას ძალიან კარგ ხასიათზე გაეღვიძა და მამას უთხრა:

- იცი, მე ორივე გავუშვი.

მამა მიხვდა, რაც ესიზმრა ბიჭს და კმაყოფილმა გულში ჩაიხუტა.

- ჰო, შვილო, ძალიან კარგი ბიჭი ხარ.

0
248
4-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე
ალექსანდრე
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0