სხვა გერმანიაში მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ჩვილი ტაქსიში დარჩათ 2019, 21 მაისი, 20:08 ![]() როგორც ჰამბურგის პოლიცია ფეისბუქპოსტში წერს, წყვილმა ტაქსის მძღოლს თანხა გადაუხადა და გაუშვა, როცა მიხვდნენ, რომ ბავშვი დარჩათ, ავტომობილი უკვე თვალს მიფარებული იყო. ![]() ამასობაში კი პატარამ კარგა ხანი იმგზავრა, ტაქსის მძღოლმა კიდევ რამდენიმე კლიენტი აიყვანა, შემდეგ კი მიწისქვეშა ავტოსადგომზე დააყენა მანქანა და თვითონ საჭმელად წავიდა, ბავშვი კი ამასობაში მშვიდად განაგრძობდა უკანა სავარძელზე ძილს. ბოლო-ბოლო ჩვილი მორიგმა მგზავრმა აღმოაჩინა, რის შემდეგაც მძღოლმა პოლიციას გამოუძახა, ჩვილი კი ჯერ საავადმყოფოში შემოწმებაზე წაიყვანეს, შემდეგ კი მშობლებს იმავე დღეს დაუბრუნეს. 306 6-ს მოსწონს
|