x
image
მაია 24
ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან
image


ქალები ზედმეტად კრიტიკულები არიან საკუთარი თავის მიმართ, გამადიდებელი შუშით დასდევენ საკუთარ ნაკლოვანებს და - ან კომპლექსდებიან, ან ძალიან დიდ რესუსრსს ხარჯავენ მათ გამოსწორებაზე. არადა ყველაფერზე ნერვიულობა არ ღირს. ამბობენ, რომ ხშირად ადამიანებს ერთმანეთის ნაკლოვანებებიც კი უყვარდებათ, რადგან სწორედ ხარვეზებში იმალება ჩვენი ინდივიდუალობა და უნიკალურობა. არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც ზოგიერთი ნაკლი, რომელსაც ქალები ძალიან განიცდიან, სიგიჟემდე მოსწონთ:



1. პატარა მკერდი



image


5 ზომა მკერდი სულაც არ წარმოადგენს იდეალს მამრობითი სქესისთვის. გამოკითხვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყოველი მეოთხე მამაკაცი გვერდით ისურვებდა ლამაზ ქალს 1 ზომა მკერდით. ამავე კვლევებმა ცხადყო, რომ დიდ მკერდიანი ქალები უფრო პოპულარული მოზარდებშია, ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ მამაკაცებს კი პატარა და ლამაზი მკერდი უფრო ხიბლავთ. ასე, რომ ნუ განიცდით. ზომა მთავარი არ არის!


2. ჭორფლი




გამოზაფხულდება თუ არა გოგონები ისტერიულად გარბიან გაჩენილი ჭორფლების მოსაშორებლად, უამრავ ფულს ხარჯავენ კანის პროცედურებსა თუ ძვირფას კოსმეტიკაზე. არადა მამაკაცების დიდ ნაწილს, პირიქით, ძალიან მოსწონს ჭორფლები. მათი აზრით ის გარკვეულ შარმს სძენს გოგონებს და განსაკუთრებულს ხდის მათ გარეგნობას. მათ გამო დარდი ნამდვილად არ ღირს.


3. ჭარბი წონა



ზედმეტი კილოგრამები ყველა ქალის ცხოვრებისეული კოშმარია. დგანან სარკესთან, აღვარღვარებენ ცრემლებს და ყოველ მომატებულ გრამზე პანიკაში ვარდებიან. არადა კაცების უმეტესობას სავსე გოგონები მოსწონს. უფორმო არსებებს არ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აფუმფულებული სიმრგვალეები და პატარა ღიპუცა პირიქით, ესექსუალურებათ კიდეც.


4. გემრიელად ჭამა


image


წარსულის გადმონაშთები. ქალმა სალატიკები უნდა იკიკნოს და პრინცესასავით მოიქცეს სუფრასთან, ყველა ეტიკეტის დაცვით, დანა ჩანგლით… არადა ბევრ მამაკაცს ძალიან მოსწონს გოგონები კარგი მადით. ზოგიერთ მათგანს აღაგზნებს კიდეც იმის ყურება, თუ როგორ მადიანად ილუკმება ქალი და როგორ ილოკავს ცხიმიან თითებს.



5. ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ



თანამედროვე საზოგადოებაში ნელ-ნელა იმსხვრევა სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც თამამი ქალი, რომელიც ღიად გამოხატავს საკუთარ სექსუალობას და ინტერესს საწინააღმდეგო სქესის მიმართ გარყვნილია. მორცხვ, ჩაკეტილ გოგონებზე მეტ ყურადღებას ახლა გახსნილ გოგონებს აქცევენ, რომლებმაც იციან, რა სურთ და არ იკავებენ თავს ამ სურვილების სააშკარაოზე გამოტანისგან.



6. სიზარმაცე



რა თქმა უნდა, ნაგავში არ უნდა იხრჩობოდეთ, მაგრამ ჰიპერაქტიური ქალი მამაკაცის კოშმარად შეიძლება იქცეს. ქალი, რომელსაც შეუძლია მთელი უქმეები საყვარელ კაცთან ერთად საწოლში გაატაროს ისე, რომ ოთახში დაყრილ წინდებსა და საცვლებზე არ იდარდოს, ბევრი მამაკაცის ოცნებაა. ბევრი ქალი იმდენადაა ჩაფლული ვალდებულებებში, საკუთარი თავი ავიწყდება. ცოტა მოდუნდით. როცა ვნებები შემოგიტევთ, ჭურჭლის რეცხვა ხვალისთვისაც შეგიძლიათ გადადოთ.



7. ბიჭური ხასიათი


ქალებს საუკუნეებია ბავშვობიდან ჩასჩიჩინებენ, რომ ქალი უნდა იყოს ნაზი, ქალური, დახვეწილი... რომ "მოიქცნენ გოგოსავით". არადა ყველა მამაკაცი სულაც არ ოცნებობს ასეთ ცხოვრების თანამგზავრზე. ბევრი მათგანი საყვარელ ქალში მეგობარსაც ეძებს, რომელთან ერთადაც მისი საყვარელი აქტივობებით დაკავდება. მათ მოსწონთ ბიჭური გოგონები, დილით მის სპორტულ მაისურს რომ გადაიცვამენ და ფეხბურთის მატჩზე რომ სიამოვნებით უგულშემატკივრებენ ყვრილით საყვარელ გუნდს. გოგონები, რომლებიც საჭესთან იგინებიან და გოგონები, რომლებიც ლუდს სვამენ.


image



მოკლედ, თუ გინდათ, რომ თქვენი მამაკაცი ნახოთ, ზუსტად ისეთი უნდა იყოთ, როგორიც თქვენი თავი მოგწონთ. თქვენ უნდა გიყვარდეთ თქვენი თავი, თქვენი სხეული და ხასიათი მთელი თავის უნიკალურობით და ეგებ თქვენი ნაკლის გამოც კი შეუყვარდეთ ვინმეს!





სტატიის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

4
18809
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაია 24
მაია 24
18809
  
2019, 22 დეკემბერი, 1:05
თეძოების გარშემოშემოწირულობა, უიმეეეეეეეეეეეე
2019, 26 ივნისი, 12:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4