სხვა უბედური შემთხვევა თბილისის მეტროში 2012, 23 ივლისი, 12:19 გუშინ, საღამოს დაახლოებით 20 : 25 წუთზე, მეტრო სადგურ სამგორში, მატარებლის შემოსვლისას მამაკაცი ლიანდაგზე გადახტა. მატარებელმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მამაკაცს გადაუარა. როგორც თვითმხილველები აცხადებდნენ მამაკაცს მაჯა ჰქონდა შეხვეული და შავი მაისური ეცვა. შემთხვევიდან რამოდენიმე წუთში, გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები მოვიდნენ, მათ მიცვალებული სწორედ შეხვეული მაჯით ამოიცნეს. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილი, დის თქმით მისი ძმა სახლშიც ცდილობდა თვითმკვლელობას. 2036 6-ს მოსწონს
|