კოსმეტოლოგია სუნამო და ხასიათი 2012, 7 აპრილი, 1:14 სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყველას შეუძლია გაშიფროს ყველა საიდუმლო, როგორც თავისი, ასევე სხვების. ამისათვის საჭიროა დავაკვირდეთ არომატის მიმართულებას. ყველა არომატის კლასიფიცირება შეიძლება, მთავარია დავაკვირდეთ და გავიგოთ რას ნიშნავს ის: აღმოსავლური სურნელი – ვანილი, ამბრა, მუსკატის კაკალი და შავი პილპილი. ამ არომატის მოყვარული ადამიანები, აფასებენ ტრადიციებს. უყვართ მარტოობა, კოლექციონერობა, ხშირად გამოირჩევიან ეფექტური გარეგნობით. თავს უვლიან და როგორც წესი, ძალიან განათლებულები არიან. ციტრუსის არომატი - ვისაც ციტრუსის არომატი მოსწონს, გამოირჩევა ორგანიზებულობით, დისციპლინით, უყვართ ყველაფრის დაგეგმვა და იბრძვიან წარმატების მისაღწევად. ხილის არომატის- მოყვარულებს უყვართ ხმაურიანი კომპანიები. სანდო ადამიანები არიან, შეუძლიათ ჯგუფური მუშაობა და კარგად ესმით იუმორი. ყვავილოვანი არომატი (თეთრი ყვავილები) – თუ თქვენ ამ ჯგუფიდან, რომელიმე არომატს იყენებთ, ესეიგი ძალიან მსუბუქი სასიამოვნო და სანდო მეგობარი ხართ, თუმცა ცოტა მეგობარი გყავთ. ყვავილოვანი არომატი (თაიგული): ვარდები და ჟასმინი. თუ თქვენ ყვავილების ნაკრების არომატს იყენებთ, მაშინ გიყვართ სხვისი ცხოვრების გალამაზება. ხართ კოლექციონერი და კარგი დიასახლისი. ხის არომატები – გამოირჩევიან ელეგანტურობით და თავშეკავებულობით. არიან სანდოები, განათლებულები, ნაკითხები და ფრთხილები. სიმშვიდეს ინარჩუნებენ კრიტიკულ მომენტებშიც კი. მწვანე” ტყის არომატები- ასეთი სურნელის მოყვარულები, ძირითადად სპორტით არიან დაკავებულნი და უფრთხილდებიან ფიგურას. ოკეანის ან ზღვის არომატები – ეშინიათ დახურული სივრცის და ამიტომ დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ამ ტიპის არომატები. მათ არ უყვართ ზედმეტი მორთვა, გამოირჩევიან მინიმალისტური ჩაცმის სტილით. ჰაეროვანი არომატები – მათი სუნი გვაგონებს სუფთა ჰაერს და მაღალმთიან ადგილებს. ასეთი არომატის მოყვარულები ხშირად ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ უყვართ ქალაქგარეთ გასვლაც. შეუძლიათ ჰარმონიას მიაღწიოს ქალაქში და ქალაქგარეთ ცხოვრებისას. არიან მოდის მიმდევრები. კულინარული არომატები: ფინიკი, ყველი, ყავა, ვისკი, პორტვეინი, შამპანური. დახასიათება: სტილი, შარმი, სექსი. გამოირჩევიან გამბედაობით და მამაცობით. არიან საკუთარ თავში ჩაკეტილები, გამოუცნობი ადამიანები. ტყავის არომატებს როგორც წესი, იყენებენ მამაკაცები: გამომძიებლები და მეცნიერები. (sisi.) 468 1-ს მოსწონს
|