x
image
მაია 24
ზოდიაქოს ნიშნები სკოლის გამოსაშვებ საღამოზე - სახალისო GIF-გალერეა
image



ვერძი


პირველი დათვრება, პირველი იცეკვებს (მათ შორის მაგიდაზეც), პირველი გაბრაზდება, პირველი იჩხუბებს და პირველი დაამტვრევს იქაურობას. მერე შეიძლება ცოლიც მოიყვანოს, ან გათხოვდეს…


image



კურო


კარგს ჭამს, კარგს სვამს, სხვებსაც რეკომენდაციას გაუწევს, გულსაც აიჩუყებს, კლასელებს და მასწავლებლებს სთხოვს არ დავეკარგოთ ერთმანეთსო, ყველაზე კარგ დროს გაატარებს და რომანის დასაწყისსაც გამოკრავს ხელს.


image


ტყუპები


მაგიდიდან მაგიდასთან დარბის და ყველას უყვება როგორ იჩხუბა ვერძმა, რამდენი ჭამა კურომ, როგორ ჩააწყო დედოფლობა ლომმა, ვისთან იცეკვა მშვილდოსანმა… უფრო სწორად კი არ დადის, დაცეკვაობს…


image


კირჩხიბი


სამახსოვრო სურათებს იღებს და ცდილობს არავინ გამორჩეს, დამლაგებელიც კი, გეგონება სკოლის გამოსაშვები საღამო კი არა ცხოვრების გამოსაშვები საღამო იყოს. შეიძლება ბლოკნოტსაც დაათრევდეს თან და სამახსოვრო ჩანაწერების გაკეთებას სთხოვდეს ხალხს. მაზეგ ამ ყველაფერს დაათვალიერებს და იტყვის: თითქოს გუშინ იყო…


image


ლომი


პირველ რიგში ჩექინდება, მერე თავზე იმხობს ყველაფერს და ბოლოს გამოსაშვები საღამოს დედოფალი/მეფე ხდება.


image


ქალწული


არ მოსწონს თევზის საქციელი, მორიელის ზედმეტად თამამი კაბა, ვერძის ფეხსაცმელები და საერთოდ საღამო. ცოტა უკეთესად შეიძლებოდა ყველაფრის ორგანიზება!


image


სასწორი


ისეთი ამაღლებული განწყობაა… ისეთი რომანტიკა… გადაწყვეტს, რომ უყვარს… დღეს მაინც… დღეს ნამდვილად უყვარს..



image



მორიელი


ცდილობს, რომ აეჭვიანოს შეყვარებული და ახერხებს იმას, რომ მთელ საღამოს კოშმარად აქცევს მისთვისაც და თავისთვისაც. მერე კი ძალიან სასიამოვნოდ გაახსენდება ეს დღე მთელი ცხოვრება.


image



მშვილდოსანი


ეფლირტავება ისეთ ხალხს, რომლებიც ცხოვრებაში არ მოსწონებია, იმიტომ რომ ატმოსფეროა რაღაცნაირი… ბედნიერი და ასე გამოხატავს სიხარულს…


image


თხის რქა


დათვრება და გადაწყვეტს, რომ ცეკვა სთხოვოს იმ გოგოს, პირველი კლასიდან რომ მოსწონს და აღმოაჩენს, რომ თურმე იმასაც მოსწონს.


image


მერწყული


ცეკვავს, მღერის, ერთობა თავისთვის...



image


თევზები


დასევდიანდება. მერე სევდის გულიდან გადასაყრელად თვრება და თუ საავადმყოფოში წასაყვანი არ გახდა, რას შვრება, თვითონაც არ იცის


image


გალერეის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
1269
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0