ფსიქოლოგია დებულებები ინგლისელი ფსიქოთერაპევტის შონ დე უორენის წიგნიდან ,,აღმოაჩინე საკუთარი თავი" 2019, 19 მაისი, 21:22 როგორც ვიცით ფიქრს და პოზიტიურად აზროვნებას ძალიან დიდი ძალა აქვს.ამიტომ ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა ვიფიქროთ დადებითად, ხშირად გავაცნობიეროთ და გამოვიყენოთ შემდეგი მტკიცებულებები: 1.თუ გეშინიათ სიღარიბის თქვენ თავს უთხარით “მე ვარ წარმატებული, " “გავცემ და ამით შევიძენ", “რაცმეტს გავცემ მით მეტს შევიძენ". 2.თუ გეშინიათ ავადმყოფობის - “ მე ჯანმრთელი ვარ, ჩემი ჯანმრთელობის წყარო ღვთაებრივი სიყვარულია." “რაც მეტად ვიზრუნებ ჯანმრთელობაზე, მით უფრო უკეთესად ვიქნები." 3.თუ სიყვარულის დაკარგვის გეშინია - “ მე თავად მოყვარული ადამიანი ვარ და ამიტომ მე ვეყვარები." “მე ღირსი ვარ სიყვარულის და იმის, რომ მეც მიყვარდეს." 4.თუ განკითხვის შიში გიპყრობს გაითავისე და გაიაზრე მოსაზრება - “ნუ განიკითხავ", “ მე არავინ არ განმიკითხავს". 5.თუ სიკვდილის შიში გძლევთ - “მე მივისწრაფვი სიცოცხლლისაკენ და ახალი ცხოვრებისაკენ." ზემოთ შემოთავაზებული წინადადებების გაშინაგნება და ყოველდღიურობაში ჩართვა არც თუ ისე იოლია, მაგრამ "ცდა ბედის მონახევრეა"; ისიც წარმატება იქნება, თუ კი თქვენ ნაწილობრივ მაინც დაეთანხმებით ამ ცხოვრებისეულ მიდგომას და შეეცდებით საკუთარ თავზე ამ მიმართულებით იმუშაოთ.“ჩვენი ერთადერთი ღირსეული ძალისხმევა საკუთარ თავზე მუშაობაა." 46 1-ს მოსწონს
|