x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
ქეთა თოფურიას გზა Кэти Топурия-მდე

imageimageimage













imageimage













image






















image


ქ.თოფურია დაიბადა 1986 წლის 9 სექტემბერს ქალაქ თბილისში. მუსიკასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა ურთიერთობა. მისი ტალანტი შეამჩნია მუსიკის მასწავლებელმა, რომელმაც ურჩია მის მშობლებს მიექციათ ყურადღება გოგონას ნიჭისთვის. 1998 წელს დაამთავრა გოგი სუდრაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სკოლა, ხოლო 2003 წელს მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ შეწყვიტა სწავლა მას შემდეგ, რაც მიიღო მოწვევა ჯგუფ ა-სტუდიოსაგან იმის თაობაზე, რომ შეეცვალა ჯგუფის იმჟამინდელი ვოკალისტი პოლინა გრიფიტსი. ამ დროისთვის ქეთი უკვე საკმაოდ ცნობილი მომღერალი იყო საქართველოში, გადაიღო რამდენიმე კლიპი და გამოუშვა ალბომები. მოწვევაზე დათანხმების შემდეგ ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2005 წელს ის წარადგინეს ა-სტუდიოს ახალ ვოკალისტად, რითაც ამჟამად არის დაკავებული. რუსეთში წასვლის შემდეგ დაიწყო ქეთის კარიერული ზრდა. მან საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, რასაც შესაძლოა საქართველოში დარჩენის შემთხვევაში ვერ მიაღწევდა. რუსეთში მას აღიარებენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ვოკალისტად, რასაც თავად რუსეთის ესტრადის პრიმადონა ალლა პუგაჩევამ გაუსვა ხაზი. გარდა ამისა ის მოხვდა რუსული შოუ-ბიზნესის ყველაზე სექსუალური ქალების სიაში. 2006 წელს შედგა მისი დებიუტი კინოში - კონსტანტინ სეროვის კომედიურ სერიალში "ალისას ოცნებები". ასევე შესამჩნევი გახდა ქეთას ვიზუალური ცვლილებებიც. ის არ მალავს, რომ რამდენიმეჯერ მიმართა პლასტიკურ ქირურგებს, რათა შეეცვალა ცხვირის ფორმა და გაედიდებინა მკერდი. ახლა ის შესანიშნავად გამოიყურება და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს "ახალ სამყაროში".imageimageimage
imageimage



imageimageimageimage

0
1479
4-ს მოსწონს
ავტორი:Casper
Casper
1479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0