სიახლეები კისრის მალების ოსტეოქონდროზი, უყურადღებობის შემთხვევაში ამან შესაძლოა სამუდამოდ დაგაინვალიდოთ 2019, 17 მაისი, 21:28 კისრის მალების ოსტეოქონდროზი ხერხემლის ოსტეოქონდრი დღეს მწვავედ გავრცელებული დაავადებაა. ოსტეოქონდროზი ეს არის დისტროფიული დაავადება. ყველაზე ადრე მალათა შუა დისკები ზიანდება. დეფორმირდება და აშრევდება. განსაკუთრებით სათუთია ხერხემლის კისრის ნაწილი. სწორედ აქ მდებარეობს საძილე და ხერხემლის არტერიები. რომლებიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. აქვეა ფარისებრი ჯირკვალი. სასულე.სიმპტომები ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. ჯერ ერთი, კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი.მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს. კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში.რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება. ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა. რის გამოც ადამიანს ღამით გაღვიძება და ხელის კუნთების დაზელა უხდება. ზოგჯერ ტკივილი მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. ზოგიერთს პალტოს ჩაცმაც კი არ შეუძლია. რადგან ის უსაშველოდ მძიმე ეჩვენება. ტკივილი ძლიერდება ხველებისას, ცემინებისას და ყველაზე მეტად ჯანსაღ მხარეს გადახრისას. მოსალოდნელია მოძრაობის დარღვევა. ზოგჯერ ყოველივე ამას ერთვის ენის, ხელების ან ფეხების დაბუჟება. ქავილი, ჩხვლეტა, ქვედა ან ზედა კიდურთა მოძრაობის შეზღუდვა. მგრძნობელობის დარღვევა. კისრის შაკიკის განვითარება ხერხემლის არტერიის დაზიანებაზე მიუთითებს. ირღვევა თავის ტვინის ნათხემის, ღეროსა და კეფის ნაწილების სისხლის მიმოქცევა. მუდმივი სიმპტომებია თავის ტკივილი. ტკივილი მუდმივია. ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად დილაობით, ან ერთსადაიმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ, მაგარ და მაღალ სასთუმალზე ძილის შემდეგ. ხანში შესული ადამიანები ხშირად კარგავენ გონებას თავის მკვეთრი შემობრუნებისას. რასაც წინ უძღვის თავბრუსხვევა. ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის სიმახვილის დაქვეითება. გართულებები კისრის ოსტეოქონდროზის გართულებაა, მხრის, იდაყვის, ლავიწის სახსრების ართროზი. რომელსაც თან სდევს მოძრაობის შეზღუდვა და ხელისა და მხრის ტკივილი მოძრაობისას. განსაკუთრებით ხანში შესულ ადამიანებში აღინიშნება რბილი ქსოვილების გამკვრივება. გამკვრივებული ადგილები შეიმჩნევა კისრის კუნთებში. ასაკთან ერთად ჩნდება ხელისგულების შემსხვილებები, რომლებსაც მყესების სტრუქტურის ცვლილება იწვევს. ზამთრის დასრულების შემდეგ ეს 3 ხილი სწორედ რომ დროულიამოზარდობა, შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაზე “ საზიზღარი " ასაკია 773 1-ს მოსწონს
|