კულტურა დიდებული ადამიანების უკანასკნელი სიტყვები 2019, 17 მაისი, 20:01 ალბათ, ბევრს აინტერესებს ცხოვრების უკანასკნელ წამს თუ რაზე იფიქრებს. სიკვდილის პირისპირ მყოფი თითოეული ადამიანი იმას ამბობს, რაც ყველაზე მეტად აწუხებს - ვიღაც ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ეთხოვება, ზოგი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ცდილობს საყვარელ საქმეს არ მოწყდეს, ხოლო ზოგიც ცინიკურ გამონათქვამებს ამ დროსაც არ ერიდება და გარშემომყოფებს, ასე "ტკბილად" სამუდამოდ "ემშვიდობება". გთავაზობთ - ცნობილი ადამიანების სიკვდილისწინა გამონათქვამებს, რომლებმაც საკუთარი კვალი მსოფლიო ისტორიაში დატოვეს.
გუსტავ მალერი საკუთარ საწოლში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წუთებში მას ეჩვენებოდა, რომ ის თითქოს ორკესტრს დირიჟორობდა, უკანასკნელი სიტყვა კი, რომელიც უდიდეს კომპოზიტორს აღმოხდა იყო - "მოცარტი".
"მე მას ვკარგავ"
ინგლისელი მწერლის ბოლო სიტყვები იყო - "50 წლისას ყველა ადამიანს ისეთი სახე აქვს, როგორსაც იმსახურებს". ორუელი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მან თავის შეყვარებულს - სიმონა დე ბოვუარს შემდეგი სიტყვებით მიმართა : "მე შენ ისე ძლიერ მიყვარხარ, ჩემო ძვირფასო თახვო".
მოაზროვნის სიკვდილისწინა სიტყვები, ისევე როგორც მისი სხვა გამონათქვამები, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: "ხვალ განთიადზე მე უკვე აღარ ვიქნები" - აღმოხდა ნოსტრადამუსს, წინასწარმეტყველება ამ შემთხვევაშიც გამართლდა.
როცა ჯალათს დედოფალი ეშაფოტზე აყავდა, მარია - ანტუანეტამ, რომელმაც მას უნებურად ფეხი დაადგა, ღირსეულად მიმართა: "გთხოვთ მომიტევოთ, მისიე, მიზანმიმართულად არ ჩამიდენია".
"მე ნამდვილად არ ვიცი სამყარო როგორ აღმიქვამდა, მაგრამ საკუთარ თავს მე ყოველთვის პატარა ბიჭად ვგრძნობდი, რომელიც ზღვის სანაპიროზე ლამაზი კენჭებისა და ნიჟარების ძებნით იყო გართული, მაშინ როდესაც ჩემ წინაშე ჭეშმარიტების უკიდეგანო ოკეანე იყო გადაშლილი".
"მე შეურაცხყოფა მივაყენე ღმერთსა და ხალხს, რადგანაც ჩემს ნამუშევრებში იმ მწერვალებს ვერ მივაღწიე, რომლისკენაც ვისწრაფვოდი".
როცა ქალიშვილმა 84 წლის მწოლიარე მამას, გვერდზე გადაბრუნება სთხოვა, რათა სნეულს უკეთ ესუნთქა, მოხუცმა, რომელიც აღსასრულის მოახლოებას სულ უფრო მძაფრად გრძნობდა, შვილს უხეშად მიუგო: "მოკვდავს მარტივად არაფერი გამოსდის".
როცა ცნობილი დრამატურგი, თავისი სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა, მღვდელმა მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ალბათ, ჩემთან საუბარი გსურთ? - მიზნერი, რომელიც თავისი მახვილი ენით გამოირჩეოდა, არ დააყოვნა და უპასუხა: "თქვენ რატომ უნდა გესაუბროთ? მე თქვენს ხელმძღვანელობას ეს - ეს არის უკვე ვესაუბრე".
საბედისწერო 1961 წლის 2 ივლისს, ჰემინგუეი საკუთარ მეუღლეს ამ სიტყვებით გამოემშვიდობა - "ღამე მშვიდობის, ფისუნია".. ცოტა ხანში მწერალი საკუთარ კაბინეტში გავიდა, რამდენიმე წუთში კი გარშემო ყველაფერი საზარელმა ხმამ მოიცვა - ჰემინგუეიმ თავში ერთი გასროლით თავი მოიკლა.
"არავინ იცის როგორი იქნება ფინალი. იმისთვის, რომ ზუსტად იცოდე სიკვდილის შემდეგ თუ რა მოხდება, საჭიროა რომ მოკვდე, თუმცა, კათოლიკეებს ამასთან დაკავშირებით გარკვეული იმედები აქვთ".
როცა მსახიობი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა, თავის მოსამსახურე ქალს, რომელიც მოკვდავისთვის საგანგებო ლოცვას აღავლენდა, კროუფორდიმ შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ჯანდაბა, არ გაბედო და ღმერთს ჩემი დახმარება არ სთხოვო".
ექიმმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე პულსი თავად გაისინჯა. ბოლო სიტყვა რომლის თქმაც მან მოასწრო იყო - "გაჩერდა".495 შეფასება არ არის |